#62461143 · 5 Feb 2026, 12:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესე იგი, ირანულ ფილმებს მივეძალე ამეს წინეებზე და მამა-შვილ ფანაჰების ფილმები გამისწორდა ძაან.
შვილის:
მამის:
მამის უფრო მომეწონა ცოტათი, მაგრამ ისიც ძაან კარგი იყო. სთორითელინგი და ზოგადად კინემატოგრაფიულად მამის მაინც სხვა კლასი იყო, მაგრამ შვილისაში თამაშია სასწაული, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ექშენი და დინამიკა არაა. ჩემი აზრით ბავშვის მიერ შესრულებული საუკეთესო როლია, რაც ეკრანზე ოდესმე მინახავს.
It was just an accident-მა კანი მოიგო და სავარაუდოდ ოსკარსაც მიაყოლებს (ნუ ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე მით უმეტეს). მართლა უთესლესი ფილმია აბსოლუტურად ყველა დეტალით. მორალურ დილემაზე მშვენიერი აქცენტით და ამ დილემის საუკეთესო გადაწყვეტით.
კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ძაან გამისწორდა, რაც ეხლა ვნახე:
თავიდან ცოტა უცნაურად და მოსაწყენად იწყება, მაგრამ მეორე ნახევარი ძალიან კარგია. დასასრული ძაან ემოციური. ჩემთვის ორმაგად ემოციური იყო რადგან ძალიან ძალიან გავდა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ემოციურ მომენტს ჩემი ცხოვრებიდან.
--------------------
რეგისტრირდები რა ფორუმზე უკვე შედიხარ პოლემიკაში მის ყველა წევრთან © Taba
|