იტალიიდან გლდანის პარკამდე - მილიონიანი ნაძვის ხის ქართული ამბავი
მარცხნივ - მილიონიანი ნაძვის ხე, მარჯვნივ - იმავე მილიონიანი ნაძვის ხის გადარჩენილი ნაწილიიტალიაში მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხე თბილისის მერიამ 2023 წელს ახლით ჩაანაცვლა. ახალი ნაძვის ხე 720 ათასი ლარი დაჯდა. მისი ყიდვის მიზეზად ძველის დაწვა დაასახელეს. მილიონიან ნაძვის ხეს ფოიერვერკის გამო ცეცხლი გასულ წელს გაუჩნდა. რა ბედი ეწია მას? - ვარკვევთ ამ სტატიაში.
მილიონიანი ნაძვის ხის ნაწილებისგან აწყობილი ეს ხე გლდანის პარკში დგასამ ფოტოზე ცნობილი მილიონიანი ნაძვის ხეა აღბეჭდილი, უფრო სწორად ის, რაც მისგან დარჩა. ფოტო გლდანის პარკშია გადაღებული. გლდანელებმა არ იციან, რომ მათი უბნის მთავარი ნაძვის ხე იმ ცნობილი, იტალიური ნაძვის ხის დაწვას გადარჩენილი ნაწილია.
რატომ განსხვავდება ასე ძალიან ორიგინალისგან მისი ახალი ვარიანტი? - „წელს ასე მოხერხდაო“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას "თბილსერვის ჯგუფში" და დაამატეს, რომ გადარჩენილი ტოტებისგან ორი პატარა ნაძვის ხის აწყობას გეგმავდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთის შეძლეს.
იტალიური ნაძვის ხის სიმაღლე, სანამ დაიწვებოდა, 25 მეტრი იყო, რადიუსი კი 10 მეტრი. გადარჩენილი ნაწილებისგან აწყობილი ნაძვის ხე კი ნახევარზე ნაკლები - 11 მეტრია.
„ზოგადად, ამ ნაძვის ხეების კონსტრუქცია ისეთია, რომ ტოტების გადაწყობის და ფორმის მიცემის საშუალებას იძლევა“, - ამბობს დავით ფაჩულია, "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი.
გლდანის პარკამდე მილიონიანი ნაძვის ხე თბილისის მერიის საწყობში ინახებოდა და 2024 წლის დადგომასაც აქვე „დაელოდებოდა“, რომ არა ერთი შემთხვევა. გასული წლის ხუთშაბათს, 28 დეკემბერს, ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა, მათ შორის დააზიანა გლდანის ნაძვის ხეც.
თბილისის მერიამ გამოსავალი მალე იპოვა - იტალიური ნაძვის კონსტრუქცია შეცვალეს, ტოტები გადააწყეს და ასეთი ხე გამოვიდა.
ვრცლად -
https://www.radiotavisupleba.ge/a/%e1%83%9b...8/32758779.html
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa