როგორც მოგახსენეთ, 1989 წლის 9 აპრილის აქციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შიმშილობა მე დავიწყე. იმ დროს საქართველოში და სხვა საბჭოთა რესპუბლიკაშიც არამცთუ დამოუკიდებლობის მიღწევა, არამედ დამოუკიდებლობის მოთხოვნის დაყენებაც ვერავის წარმოედგინა. მიზეზი ჩემი ასეთი მოთხოვნისა გახდა ის, რომ მოსკოვმა ყარაბახში ეთნიური ომის წარმატებით გაღვივების შემდეგ, თვალი უკვე საქართველოს დაადგა, საბჭოთა ოკუპაცია აღარ გვაკმარა და აფხაზეთში ეთნიური კონფლიქტის გაღვივების ცდილობდა. სუკს და საწარმოთა პარტკომებს ხალხი ქუჩაში გამოჰყავდათ და საქართველოს სსრ-ში აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით თბილისიდან სოხუმის მიმართულებით გრანდიოზული მსვლელობის მოწყობას ლამობდნენ.
მაშინდელ ლიდერთა შორის მხოლოდ გია ჭანტურიამ დამიჭირა მხარი და ისიც უკანასკნელ მომენტში. თორემ ყველა დანარჩენი ლიდერი ამ პროვოკაციაში უკვე თავით ფეხებამდე იყვნენ გადაშვებულნი. კატასტროფა მაშინ შევაჩერე მე, ჩემმა 40-მდე თანამებრძოლმა და ათი ათასობით რიგითმა პატრიოტმა, რომლებმაც მაშინ თანადგომა გამოგვიცხადა. თვით მერაბ კოსტავაც კი აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების პროვოკაციულ ლოზუნგებს ისროდა და მხოლოდ ხალხმა გადაათქმევინა. დამოუკიდებლობის მოთხოვნას ლიდერებმა მაშინ მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ხალხის წინააღმდეგ ვერ წავიდნენ და სხვა გზა აღარ ჰქონდათ.
9 აპრილის აქციამ დასცა კომუნიზმი, მაგრამ სუკმა, ლიდერები მერეც თითის წვერზე ატრიალა. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია, პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ველზე კი არ დაეცნენ, არამედ ვერაგმა მტერმა მუხანათურად ისე დაგვიხოცა თითქოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან მათ საერთოც არაფერი ჰქონოდეთ. სსრ კავშირი დსთ-დ გარდაიქმნა და საქართველო დსთ-დან მანამ არ გამოვიდა, სანამ მოსკოვმა 2008 წელს თბილისი არ დაგვიბომბა.
დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, აღარ ჰყავს ისეთი უძლეველი მტერი, როგორიც ვარშავის ბლოკი და საბჭოთა კავშირი იყო. ჩვენ ფორმალურად დამოუკიდებელნიც გავხდით, მაგრამ შინაურ თუ გარეშე მტერს ხალხის ყურადღება ყოველთვის სხვა მიმართულებით გადააქვს ორნოდ ჩვენი სახელმწიოებრიობა ჩვენ თვითონვე ვერ განვახორციელოთ და 1989 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანოთ. მეც საშინაო პოლიტიკურ პატიმრობაში ვარ გამოკეთილი.
დრო მიდის, მიდის და ჩვენი ქვეყნის ბედისბორბალი სულ უკუღმა ტრიალებს. ხან ერთი ცრუ მესია მიუძღვება ხალხს წინ დიქტატორი ზვიადისგან, ედუარდიასგან და მიშასგან დასახსნელად და ხან მეორე. მტერი ქართველ ხალხს ყოველთვის ორ დაპირისპირებულ ბანაკად ხლეჩს და სახელმწიფოს შექმნაზე აღარავინ აღარ ფიქრობს.
ახლაც მთელი ერი იმაზე ჰყავთ ფიქსირებული თუ ეს საზიზღარი მიშა ამ საწყალ ბიძინას როგორ ავიწროვებს და როგორ ზღუდავს. ეროვნული საქმე კი ყველას მიავიწყეს.
ქართველნო, მამული გვიხმობს რომ ჩვენს სამშობლოს ვუპატროთ, შემოგვიერთდით!
P. S.
15 ყველაზე დიდი უბედურებაამ თემაში უზერებს ვთხოვე შეეფასებინათ თუ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ჩვენს თავს დატეხილი 15 უბედურებიდან რომელი მიაჩნიათ უფრო მნიშვნელოვანად. ხმა ერისა ნათლად ღაღადებს თუ სად და როგორ მოგვტეხა მტერმა ძვალი.
წარსულს თუ ვეღარ შევცვლით, აწმყო და მომავალი ხომ ჩვენს ხელთ არის. ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული ქვეყნის უკუღმა დატრიალებულ ბედის ბორბალს წაღმა შემოვატრიალებთ, თუ ჩვენის ბედოვლათობით კვლავაც უსასრულოდ უკუღმა იტრიალებს.
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili