ადრე გრამატიკულად ვწერდი, პუნქტუაციის დაცვით, ლიტერატურული ენით.
ვინც ასე არ წერდა, ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლება აზროვნება, შემეცნება, ადამიანობა, ინტელექტი ჰქონოდა.
დღეს არაპუნქტუაციურად ვწერ, თუ ვწერ და არალიტერატურული ენით, თუ მინდა ბარბარიზმებით, თუ მინდა სლენგებით, თუ მინდა დიალექტით, თუ მინდა უწმაწურად და მკიდიუს ავრესლიუს ცეზარ კეისარიუს.
ადამიანების შეფასების კრიტერიუმიც საგრძნობლად შემეცვალა. თუმცა ადამიანებს არ ვაფასებ.
მაგრამ ქართულ სიტყვებს ვამჯობინებ, ნებისმიერი კატეგორიიდან, ვიდრე ინგლისურებს. რუსული უკვე ოლდსქულია.
პ.ს. მოუუუუუტყან.შ.ე.ვ.ე.ც.ი - მაგარი სიტყვაა. ინგლისური ბიჩის მსგავსად შეგიცლია გამოიყენო როგორც აღმნიშვნელი: ბრაზისა, აგრესიისა, გაოცებისა, სიხარულისა, მოწონებისა, განსჯა-შეფასებისა.
და ა.შ. თუმცა მე მაგ სიტყვას და უზრდეულურ სიტყვებს არ ვიყენებ ზოგადად საუბარში. არც წერაში. თუ ვიყენებ აქვს თავისი ცენზურული დატვირთვა.მაგრამ არ მომწონს და ცუდ ტალღაზე მაყენებს.
ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. მე ჩემი მაქვს. 7 წელში 40-ს გადავკეცავ.
ტალღაზე გამახსენდა, სიტყვა ვაიბს ვერ ვიტან.
და ა.შ.
This post has been edited by Estrella on 8 Apr 2024, 14:26