იმ ხალხს რა ჰქვია, საკუთარ აზრს რომ საბოლოო ჭეშმარიტებად მიიჩნევს და თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია?
მე ალბათ მხარდამჭერებში ჩავითვლები, მაგრამ რა სარგებელი, ცხრა მთას იქით ვცხოვრობ და მოქალაქეც აღარ ვარ.
სიყვარული კიდევ აბსურდია, პიროვნულად მიშასაც გავკარი, ზვიადი ხომ საერთოდ...
ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეებს ვუყურებ.
მაგალითისთვის მხოლოდ სამ მომენტს გავუსვამ ხაზს:
1. პარლამენტის ქუთაისში გადატანა საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს ემსახურებოდა თუ ამ თავკომბალა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა იყო?
2. გარდიგარდმო კომუნიკაციებზე (ძირითადი ტრასა, პარალელური რკინიგზა სამხრეთ საქართველოში და ა.შ.) და ანაკლიის პორტზე ჩალიჩი იყო თუ არა ქვეყნის ინტერესებში? ამათი დატორმუზება და ვლადიკავკაზის მიმართულებაზე პარალელურ ტრასის მშენებლობაზე მიწოლა ვის ინტერესებში შედის?
3. კოპიტნარის აღორძინება და ვიზაირის შემოყვანით აირზენას აწკმუტუნება მონოპოლიის დაკარგვის გამო პირადზე ზრუნვა იყო? რა, გაიაშვილთან ვერ შეხმატკბილდებოდნენ საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ?
გავგრძელებდი, აზრი რომ ჰქონდეს, ისედაც ყველა ხედავს, მაგრამ არ არის "ქართული-ჯიგრული" და უცხოა მოსა*ლეობისთვის.