#60954512 · 13 Jan 2024, 20:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
ტესტოსტერონის დაბალ დონეს ვგრძნობ, რაც გადავხედე სტატიებს და მოვიძიე ინფორმაცია დავადასტურე რომ ნამდვილად ნაკლებობა მაქვს ტესტოსტერონის.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ვგრძნობ დაღლილობას თითქოს არაფრის თავი არ მაქვს, ემოციური გავხდი მარტივად ვარდები პანიკაში, აგრესიულიც გავხდი და თითქმის ყველაფერი მაღიზიანებს. კუნთების სისუსტეს ვგრძნობ და წონაშიც დავიკელი, ამ ყველაფერთან ერთად ერექციის პრობლემა დამემატა. მიჭირს ერექცია, მაქსიმალურ დონემდე მიყვანა და ამ ყველაფერთან ერთად ერექციის შენარჩუნება. ხშირად ხალხში დაბნეულობას ვგრძნობ და ტემპერატურის ცვლილებას ორგანიზმში(უმეტესად ვხურდები(შემაწუხებლად)) ბევრი საიტი გადავიკითხე, მაგრამ აქ მირჩევნია მივიღო თქვენი რჩევა თუ როგორ მოვიქცე, ვის მივმართო იქნებ მირჩიოთ ექიმები. იმდენად დამსტრესა ამ ყველაფერმა არაფრის ხალისი აღარ მაქვს სექსუალურ ცხოვრებაზე საუბარი ზედმეტია მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო არადა 20 წლის ვარ, ძალიან დავისტრესე მთელი დღეები ამ საკითხზე ვფიქრობ და აღარ შემიძლია. ვიცი არ არის სწორი ეს საქციელი, მაგრამ ოჯახშიც ვერ ვსაუბრობ ამ პრობლემაზე. ყველა რჩევას მივიღებ საკვებზე, ვარჯიშზე, ძილზე და წამლებზე. სიგარეტს და მარიხუანას დაახლოებით 2-3 წელი ვეწევი, ალკოჰოლს იშვიათად ვიღებ.
მოკლედ ყველაფერს გავაკეთებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უბრალოდ გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე. მადლობა წინასწარ
|