სსრკში დავიბადე გავიზარდე და ევროკავშირში ვხოვრობ - იტყვის მალე
დეგა და ევროპულ პენსიასაც ეზიარება…
აბა ის არის ცხოვრება
კიტოვანის დროს რომ დაიბადები
შევარდნაძის პერიოდში რომ გაიზრდები
და ქოციანობისას წამალში რომ გაიპარები?!
მეცოდება თაობა რომელმაც თავის საუკეთესო წლები ამ 30 წელში “იცხოვრა”
***
აქ ბევრი ასაკიანი ადამიანი კითხულობს და პოსტავს
მათთან მაქვს ძირითადად შეკითხვა ვინც სსრკში დაიბადა-გაიზარდა და რაღაც პერიოდი იმუშავა-იცხოვრა კიდეც
როგორი ადამიანია ქართველი როცა მუშაობს და “საკმარისი” შემოსავალი აქვს ?
მე და ალბათ ჩემს მერე თაობამ ქართველი გავიცანით როგორც “ქოცი” - ადამიანი რომელიც ჩასაფრებულია სულ რაღაც ცუდი გააკეთოს/გაგიკეთოს/გაუკეთოს
არიოს, შუღლი ჩამოაგდოს, მოიპაროს, დააყაჩაღოს, მოკლას
უყურებ, ორი ადამიანი/ძმაკაცი ერთად მიდიან საზღვარგარეთ და ერთი მეორეს კლავს…
… წვეულებებზე ჭიქებს უჭახუნებენ, მერე ხოცავენ ერთმანეთს და მთელი ჯოგი (მშობლები, სანათესაო) იმას ფიქრობს გვამი როგორ გადამალონ/გაანადგურონ
***
რატომღაც უმუშევრობა, უფულობა და გაჭირვება მგონია ამ ყველაფრის მიზეზი…
***
ძველ სურათებს, ვიდეოებს და გადაცემებს რომ ვუყურებ, ასე მგონია, როცა ყველა დასაქმებული იყო და შემოსავალი ჰქონდათ, ხალხი ბევრად ცივილური და წესიერი იყო მაშინ (შეიძლება მეჩვენება, ან მხოლოდ კარგი მაქვს ნანახი)
მისვლა-მოსვლა
აგარაკები, სოფლები, დასვენება
უბანში სპორტულ-აზარტული შეჯიბრები
დღესასწაულები
ზეიმები და აღლუმები
თეატრი, ოპერა, კინო…
ცხოვრება, რასაც გახვალ და საზღვარგარეთ ნახავ და არა არსებობა, კუჭი - რაც დღეს ხდება
მგონი არ იყო ქვეყანა სტრესულ-ტოქსიკური
მაშინდელ ევროპულ-ამერიკულ-ქართულ ადამიანურ-ოჯახურ ცხოვრებას რომ ვადარდებ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან
***
აბა, დაწერეთ იქაურ-აქაურებმა, როგორები ვართ ქართველები როცა სახელმწიფო საათივით მუშაობს, ყველა დასაქმებულია, არავის უჭირს და პოლარიზაცია არ არის
???
This post has been edited by Heahmund on 29 Dec 2023, 12:21