დიდი კაცი იყო ჩვენი ივანე! მადლობის მეტი არაფერი ეთქმის ჩვენგან!
ახლა რატომ გავხსენი თემა- მისი ქართველი ერის ისტორია არის ერთ-ერთი აღიარებული ნაშრომი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და არის ჩვენთან და ბევრისთვის იმდენად ავტორიტეტული ნაშრომია, რომ მის კრიტიკასაც ვერ ბედავს.
რა თქმა უნდა, უდიდეს ნაშროამი, მაგრამ საკამათო მომენტები ბევრია და ეგ ჩვეულებრივი ამბავია.
ჰოდა, მოდით ჩვენო მაგისტრებო ისტორისაა შევაფასოთ ეს ნაშრომი- რაში ეთანხმებით და რაში არ ეთანხმებით დიდი ივანეს.
მე დიდი ხნის წინ წავიკითხე მხოლოდ პირველი ტომი და კიდე რომელიღაცა ტომი და ზედაპირულად მაქვს წაკითხული, რადგან ახლა თავიდან დავიწყე გადაკითხვა და ბევრი რამე არ მახსოვს. ჰოდა, ახლა იქ ვარ ქრისტიანობის მიღებაზე რომ ბჭობს და აკრიტიკებს ნიკო მარის, კორნელი კეკელიძეს და მსგავსი ბიძების ნაშრომებს. სასწაულები უწერიათ იმათ, სომხების წვლილს ხედავენ ჩვენს გაქრისტიანებაში. კეკელიძე საერთოდ წერს, რომ ქართები იყვენ ველური ტომიო და იბერია იყო განვითარებულიო და ამ ქართებმა დაიპყრესო, მერეო იბერიელებმა მისცეს თავიანთი ენა და სარწყმუნებაო, მოკლედ, თავიანთი კულტურა მოახსვიეს თავზეო. კარგი, მაგ მხრივ კარგად სცემ პასუხს ივანე, მაგრამ შემდეგ ჯავახიშვილიც დიდი სისულელეს ამტკიცებს, ჩემი აზრით, კერძოდ იმას, რომ მირიანი კი არ იყო პირველი ქრისტიანი მეფეო, არამედ ბაკურიო
მე მგონი სტალინის დაკვეთა იყო ნინოს ფიგურის გაქრობა, ჯერ მაქამდე არ მივსულვარ.
აბა, დაწერეთ თქვენც რას ეთანხმებით და რას არა.
არმაზის კულტზეც არ მომეწონა მისი არგუმენტები