EVErgreen
სამიმაზოლიკონკიასთვინ

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1324
წევრი No.: 10559
რეგისტრ.: 2-June 05
|
#1532194 · 21 Jun 2005, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაგვანახეთ, რომ ღირსების გრძნობა გაქვთ " ღია წერილი ”რუსთავი 2”-ში მოღვაწე წესიერ სამ, ჰა, ჰა - ოთხ ჟურნალისტს "
არც მე და არც ტელეკომპანია, რომელშიც მე ვმუშაობ, არ ვთვლით თავს თქვენს კონკურენტებად. 202 ხომ ერთი ციცქნა გაუგებრობაა მრავალმილიონიანი ტელემონსტრების (”იმედი”, ”რუსთავი 2”, ”მზე”, ”პირველი არხი”) შერკინებაში. ჩვენ თქვენი სარეკლამო ნადიმიდან მხოლოდ ნამცეცები გვრჩება. ხოლო თქვენი სუპერრეიტინგების მთებთან შედარებით ჩვენი რეიტინგი მომცრო გორაკად იბურცება გამოკითხვების გრაფიკებზე. ამიტომ ნუ მიიღებთ ჩემს სიტყვებს, როგორც კონკურენტი ან შურიანი კაცის მცდელობას, რამეთი დაგაკნინოთ. ჩემთვის ძალზედ ნათელია, რომ არც ეს წერილი და არც ათასი ასეთი არ შეცვლის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულებას თქვენდამი. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გითხრათ, ძვირფასო, სამო, ჰა, ჰა, ოთხო, წესიერო ჟურნალისტო, რომ თქვენი ტელევიზია უკვე საბრალო ხალხის დაქლიავების პროპაგანდისტულ იარაღად გადაიქცა და თქვენ, თქვენს დანარჩენ არაწესიერ კოლეგებთან ერთად, კარგა ხანია ამ ცუდ საქმეს ემსახურებით. თქვენი ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს. თქვენს საინფორმაციო სამსახურში მოღვაწეობენ მკვირცხლი ჟურნალისტები, რომლებიც ოპერატიულად დასუნსულებენ და შთამბეჭდავი ლექსიკით (მაგ. ”ხმაური საგიჟეთთან”, ”მამამ გააუპატიურა სამი შვილი”, ”აფეთქდა ექვსჯერ გაზი, დაიღუპა ცხრა”) გულის განმგმირავ, ყვითელ რეპორტაჟებს აკეთებენ. მაგრამ ეს არ არის ცუდი. ეს მოძრაობაა, ეს არის ექშენი, ეს არის ზუსტად ის, რაც დაჩაჩანაკებულ, საცოდავ ტელემაყურებელს უნდა. მას ხომ იმის გაგება სურს, რომ მხოლოდ მას არ ერხევა, რომ ვიღაც სხვაც შიმშილობს, სხვაც კეტავს ქუჩას და აუპატიურებს საკუთარ შვილებს. გარწმუნებთ, მე რომ საინფორმაციო გამოშვება მქონდეს, რეიტინგის დევნაში, ალბათ, მეც გავაკეთებდი თქვენისთანა ”ჩერნუხას” (თან, ალბათ, უფრო ნიჭიერად, მე ხომ პიერ პაოლო პაზოლინის (ერთგვარი იტალიელი კინორეჟისორი) ფანი ვარ. მე ჩემო, სამო, ჰა, ჰა, ოთხო, წესიერო ჟურნალისტო, სულ სხვა რამე მიხეთქავს გულს და აი, რა. ამასწინეებზე კეზერას მხიარული ავტომატიანი ბიჭები ”ნიკალაში” შევარდნენ. იქ მყოფთ პირიდან კატლეტები დააყრევინეს, გარეთ გამოაძევეს, თავად კი ქაჯების შაბაში მოაწყეს და ეს წარმატებულ ოპერაციად მონათლეს. მართალია, მერე თავად კეზერაც კი მიხვდა, რომ ეს ვირიშვილობა იყო და ბოდიში მოიხადა. მთელმა საქართველომ იხილა, რომ თუ კეზერას, ან კეზერასნაირ სხვა დოქსოპულოს ეწვევა ერექცია, მაშინ მხირული, ავტომატიანი ბიჭები შემოგიცვივდებიან რესტორანში, მაღაზიაში, კლუბში და სერიოზული ოპერატიული სახეებით შაბაშს მოაწყობენ. ისედაც დაჩმორებული და ღირსებადაკარგული ქართველი ”ბიზნესმენებისთვის” ეს იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ პირველივე მოთხოვნაზე ფული უნდა მოი...ს. ნაწილი გრძელლულიანი ტანკების საყიდელ ფონდში (ჩვენი პრეზიდენტის კიდევ ერთი ფროიდისტული კომპლექსი) ნაწილიც ჯიბეში. ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, მაგრამ ამას ეშველება. ბოლო-ბოლო დაიჭერ კაცი ან ვარდს, ან კაქტუსს და შევარდები სადმე. აღმაშფოთებელი იყო თქვენი ტელეკომპანიის ამაზრზენი საქციელი, როდესაც ეს ”ოპერაცია” პირდაპირ ეთერში უჩვენეთ. თქვენი ხელმძღვანელობა არც მალავს იმას, რომ პოლიციის პრესცენტრმა წინასწარ შეატყობინა, ”ნიკალებზე” თავდასხმა მზადდებაო, რომ ეს თავდასხმა საგანგებოდ განხორციელდებოდა 21 საათზე ანუ როცა ”კურიერი” იწყება, რათა ღონისძიება პირდაპირ ეთერში გასულიყო. პოლიციელებს არც კი გასჩენიათ ეჭვი, რომ თქვენ ამ ინფორმაციას წინასწარ აცნობებდით ”ნიკალას” პატრონებს და მათ სამხილების მოსპობის საშუალება მიეცემოდათ. რა არის ეს?! ვინა ხართ თქვენ?! ჟურნალისტები, თავისუფალი პროფესიის ადამიანები თუ პოლიციის ინფორმატორები, რომელიც ერთი უგვანო მოჟურნალისტო ელემენტის (დონაძე მყავს მხედველობაში) დაკრულზე ცეკვავთ. თქვენ რა, ფიცი მიეცით ძალოვან სტრუქტურაში, რომ არ გასცემთ ოპერატიულ ინფორმაციას თუ ჯაშუშობანას თამაშობთ. როგორ უნდა გენდოთ ამის შემდეგ ბიზნესმენი, (რომელსაც თქვენთან რეკლამა მოაქვს, ფულს გიხდით და პურს გაჭმევთ) რომელიც ანალოგიურ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს და სპეცნაზის შემოსვლასთან ერთად სხვა სასჯელიც - ”გატელევიზორებაც” დაეკისროს. როგორ უნდა ვენდო მე იმ ჟურნალისტს, რომელმაც წინასწარ იცის თუ სად, როდის და რა ვითარებაში დაიჭერენ ამა თუ იმ პიროვნებას ან მოახდენენ რომელიმე დაწესებულების ჩხრეკას. მითხარით, რა განსხვავებაა თქვენსა და შსს-ს ან ფინანსური პოლიციისა თუ პროკურატურის პრესცენტრის თანამშრომლებს შორის. ეს ცდება გემოვნების საკითხებს, ეს, უბრალოდ, სხვის გასაჭირზე რეიტინგის მოპოვების უზნეო მცდელობაა. კარგი, გასაგებია, რომ საზოგადოება იმდენად ღირსებადაკარგულია, რომ პროტესტის გრძნობა არ უჩნდება და კვლავაც გამოთაყვანებული თვალებით შეხედავს თქვენ პოლიციურ პროპაგანდას. მაგრამ, თქვენ სამო, ჰა, ჰა, ოთხო ჟურნალისტო, რომელიც შემორჩით მაგ ტელევიზიას. თქვენ ხომ წესიერი ხალხი ხართ?! რატომ აკეთებთ ესეთ ცუდ რაღაცეებს. ნუთუ მხოლოდ ხელფასის გულისთვის?! ეს ხომ ძალიან მალე და ძალიან ცუდად დამთავრდება. მოდით, ხანდახან უარი თქვით თუნდაც წამიერი რეიტინგის ხარჯზე პოლიციური ოპერაციების პროპანდაზე და დაგვანახეთ, რომ თქვენ გაქვთ ღირსების გრძნობა. არ მაქვს იმედი რომ ადეკვატურად გაიგებთ ჩემს გულისტკივილს და დაბოღმილ კაცად არ მომნათლავთ, მაგრამ როცა პოლიციური დავალებიდან დაბრუნდებით დაღლილი და კმაყოფილი იმით, რომ მორიგი დარბევის ექსკლუზივი თქვენ გერგოთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხვალ ეს ოპერაცია შეიძლება თქვენ სახლში ჩაატარონ.
შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია 202
--------------------
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა.... Let's move to clean energy.
|