”დინამო” თბილისი. წყალბურთის კლუბი. დაარსდა 1938 წელს. გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1960, 62) და ოთხგზის მესამე(1958, 59, 64, 66) პრიზიორი, სსრკ რვა უძლიერესი გუნდის სრულიად საკავშირო ტურნირში გამარჯვებული (1963).

თბილისის ”დინამო”, 1963 წელი, პირველ რიგში (მარცხნიდან): ვიქტორ რომანოვი, გივი ჩიქვანაია, ნოდარ გვახარია, ვასილ სანაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ზურაბ ლომიძე; მეორე რიგში: ოთარ მიმინოშვილი, ლერი გოგოლაძე, ჯუმბერ წიკლაური, ბორის მარგიევი, ბორის მეგედი.
http://www.sok.ge/ge/%E1%83%93%E1%83%98%E1...%A1%E1%83%98-3/იოაკიმიდი ლუკა

იოაკიმიდი ლუკა. 22.06.1909, თბილისი _ 1992, კრასნოდარის მხარე (რუსეთი). ცურვა, წყალბურთი, მწვრთნელი. საქართველოში სპორტული ცურვისა და წყალბურთის ფუძემდებელი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი. სსრკ მოცურავეთა ნაკრების მწვრთნელი (1967-70). 1940-70-იან წლებში იყო საქართველოს მოცურავეთა ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი. თბილისის ”დინამოს” წყალბურთელთა გუნდის მეკარე და მთავარი მწვრთნელი (1949-52). მისი აღზრდილები არიან: პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია, ლია ფაჩულია, ალექსანდრე იოაკიმიდი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
http://www.sok.ge/ge/%E1%83%98%E1%83%9D%E1...83%99%E1%83%90/ნოდარ გვახარია
03.02.1932, თბილისი - 14.11.1996, იქვე.
წყალბურთი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1948-51, 56-61), მოსკოვის "დინამოსა" (1951-56) და სსრკ ნაკრებში (1951-60). იყო თბილისის "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960-67), სსრკ ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962-64). მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1958), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 57), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), სსრკ ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 60) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 59), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 62, 63) და ორჯერ - მესამე პრიზიორი (1964, 66). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO...sportmen_id=112ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი წყალბურთი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს. პირველი შეჯიბრება 1927 წელს გაიმართა ბათუმში წყალჯომარდობის დღესასწაულის პროგრამით. იმ პერიოდში წყალბურთს ზღვის სანაპიროზე მოწყობილ წყალჯომარდობის სადგურებში თამაშობდნენ (ბათუმში, ფოთში, სოხუმში, მოგვიანებით _ თბილისში). ამ სახეობის შემდგომი გავრცელება საცურაო აუზების მშენებლობას უკავშირდება. პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები, მათ შორის საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენები _ პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია და პეტრე ბრეუსი. მშვენიერაძე მალე მოსკოვის “დინამოში” გადავიდა, შემდეგ კი სსრკ ნაკრებში ჩაირიცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყალბურთელის სახელიც მოიპოვა.
სპორტის საწყლოსნო სახეობებმა თანდათან მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მოცურავის, წყალბურთელისა და მწვრთნელ-ორგანიზატორის, ლუკა იოაკიმიდის ღვაწლი საქართველოში ამ სახეობათა განვითარებაში. მისი თაოსნობით სპორტსაზოგადოება “დინამოში” გაიხსნა ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები. მოგვიანებით დინამოელმა წყალბურთელებმა თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. თბილისის “დინამო” არაერთხელ იყო სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი, ცალკეული წყალბურთელები კი _ დიდი ტურნირების მედალოსნები. პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის უნდა გამოვყოთ ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (1956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958, ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960). საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპულ და ოლიმპიურ სარბიელზე თავი გამოიჩინეს ლერი გოგოლაძემ, გივი ჩიქვანაიამ და მიხეილ გიორგაძემ, რომელიც 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
საქართველოს გუნდებმა პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს 1958 წელს თბილისში გდრ-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის “დინამომ” (4:2), მეორეში თბილისის “ბურევესტნიკი” დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის, სსრ კავშირის, აშშ-ის, კუბის ნაკრები გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილი. ამას გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის “დინამომ” სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 63, 79) და 2-ჯერ (1959, 67) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ (იუგოსლავია, უნგრეთი, რუმინეთი). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ ზურაბ ჩაჩავა, ბორის მედვედი, ვლადიმერ გოიაშვილი, ირაკლი სხირტლაძე, ვასილ სანაძე, ომარ მიმინოშვილი, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ნოდარ კურტანიძე, დავით რურუა, გელა ტუკვაძე და სხვები.
http://www.sok.ge/ge/%E1%83%AC%E1%83%A7%E1...%97%E1%83%98-2/თბილისის დინამოს წყალბურთელები, 1948 წელი.
მარცხნიდან მეოთხე პეტრე მშვენიერაძე
ძველებური მუღამები II (post #30293167)ეს რაც ინტერნეტში ვნახე, თუ არ დამეზარა რაღაც ფოტოებს დავასკრინებ და დავდებ აქ, არის კიდევს აინტერესო ინფორმაციები დინამოს შესახებ,
აქ საქართველოს ნაკრები იგივე დინამოა ფაქტიურად
შეიძლება რამე გამომრჩა ან შეცდომით დავწერე, მოგვიანებით წლების მიხედვით გადავხედავ და მატჩებსაც დავდებ თუ არ დამეზარა, იმედია აინტერესებს ხალხს

)
აქვე დავწერ რომ საუკეთესო მოთამაშეები ეგრევე მოსკოვში მიყავდათ. სამწუხაროდ თუ არ წახვიდოდი მაინც წაგიყვანდნე