რატომღცა მინდოდა რომ დამეწერა რომ ეს მოზაიკურა ბიზანტიელების (ბერძნების) ნახელავი იქნება მეთქი თქო და ჰა
და რა საინტეერსო სტატიას წავაწდი
გელათის ღვთისმშობლის ტაძრის, საკურთხევლის აფსიდის კონქში, მოზაიკური მხატვრობაა, რომელიც შესრულებულია 1125-1130 წლებში. საკურთხევლის აფსიდის კონქის შემკობა მოზაიკით ჯერ კიდევ ძველი მოვლენაა (მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი და წრომი. VIIს.). საკურთხევლის მოზაიკა შესრულებულია დავით აღმაშენებლის ანდერძით, მისი შვილის დემეტრე მეფის დაკვეთით, 1125-1130 წლებში.
კონქის ცენტრში მოზაიკით ოქროსფერ ფონზე წარმოდგენილია მდგომი ღვთისმშობელი ყრმა იესო ქრისტეთი ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. მოზაიკა საერთოდ კარგად არის მოღწეული, მაგრამ მოზაიკის მხატვრობის ქვედა ნაწილი ჩამოწვენილია, რომელიც XVI საუკუნეში ფრესკით შეუვსიათ.
ღვთისმშობლის ფიგურა ყრმა იესოთი, რომელსაც მთელ კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, ოდნავ მობრუნებულია მარჯვნივ და ერთგვარად ბუნებრივი მოძრაობით ხასიათდება. აქ პირველადაა დარღვეული საზეიმო მონუმენტალობა და მოზაიკის მხატვრობაში დინამიკურობაა მიღწეული.
გელათის მოზაიკის კომპოზიცია მხატვრული გადაწყვეტით წმინდა ქართული შემოქმედებაა, რომელსაც პარალელი იმ დროის მსოფლიო ხელოვნებაში არ მოეძებნება. ამგვარი გადაწყვეტა ახალი მოვლენაა.
ბიზანტიურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ღვთისმშობელი გადმოცემულია ფრონტალურად, მკაცრი რელიგიურ-დოგმატური გაგებით. გელათის საკურთხევლის მოზაიკაში კი, ღვთისმშობლის მარჯვნინვ მობრუნებით, პირველად და გაბედულად დარღვეულია ეს ბიზანტიური ტრადიცია.
გელათის საკურთხევლის მოზაიკის ღვთისმშობლის პირისახის ნაკვთები საგრძნობლად განსხვავებულია ბიზანტიური ძეგლების ასეთივე საკურთხევლის ღვთისმშობლისაგან.
გელათის ქართულ ღვთისმშობელს საგრძნობლად მოგრძო პირისახე აქვს, თვალის ჭრილი გრძელი, თხელი ცხვირი თითქოს მოღუნული, გამოყვანილი ტუჩები. მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს.
გელათის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა
იზანტიურ მოზაიკაში, თითქმის ყველა დროის ძეგლში, ღვთისმშობელს აქვს ერთნაირი დამახასიათებელი პირისახე. ოვალური სახის მოყვანილობა, გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი და ა.შ.
ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული გელათის მოზაიკა სრულიად ორიგინალური მხატვრული ძეგლია. აქვე აღსანიშნავია, რომ გელათის მოზაიკაში კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი სოფიის ტაძარში. ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრული გაფორმება შესანიშნავია იმითაც, რომ მოზაიკისთან შერწყმულია ფრესკაც, ხოლო ასეთი ერთიანობა არ იცის ბიზანტიურმა მხედველობამ.
კონქი (ბერძ. κόγχη [konche] — „ნიჟარა“) ნახევარგუმბათი, რომელსაც იყენებენ შენობათა ნახევრადცილინდრული ნაწილების გადასახურად (აფსიდა, ნიში).
აფსიდა, აბსიდი (ძვ. ბერძნ. ἁψίς, ἁψῖδος — თაღი, კამარა) — შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის მოცულობა, რომელიც გადახურულია ნახევარგუმბათით. პირველად გამოიყენეს ძვ. რომის ბაზილიკაში. ქრისტიანულ ტაძრებში აფსიდა ჩვეულებრივ აღმოსავლეთკენაა მიმართული და შიგ მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი.

ესეც ბიზანტიური აია სოფიაზე
This post has been edited by tengo9786 on 31 Jul 2024, 21:04