სამაგიეროდ ფეისზე ტიკტოკზე ინსტაზე და იუთუბზე შესასვლელად ცალიათ?
არ არის ეგრე როგორც შენ ამბობ
მიზეზი ისაა რომ ფორუმზე ახალი ხალხის მოზიდვა არ ხდება და გიწევს ერთიდაიგივე იუზერების ერთიდაიგივე კომენტარების კითხვა
თან მოდერებს რომლებიც უფასოდ მუშაობენ თავმოყვარეობის დაკმაყოფილება უწევთ ბანების გაცემით წიპა: ნახე მე შენზე ძალაუფლება მაქვს
ადმინი მოდერებს არჩევს თავისი იდეოლოგიიდან გამომდინარე
შესაბამისა იქმნება ბაბლი სადაც ყველა ერთნაირად აზროვნებს და კამათი ძირშივე აღკვეთილია კამათი კი ფორუმის მაცოცხლებელი ძალაა
შესაბამისად ეს ფორუმი გადაიქცა ინფორმაციის მოძიების წყაროდ ინფორმაციას კი დღეს ტიკტოკზე რომ შეხვიდე იქიდანაც კი მიიღებ არაფერს ვამბობ ფეისბუქზე იუთუბზე და ა.შ.
ხოდა შედეგი სახეზეა პოსტავენ მხოლოდ ძველი იუზერები და მათაც ნელნელა ბეზრდებათ

სხვათაშორის იოსკამენმა გახსნა პოლიტიკაში თემა თქვენ რომ ითხოვდით ხალხის დაბლოკვას მაგიტო ჩაყლევდა ფორუმიო, ანუ პოლიტიკის განყშიც კი უკვე კამათი აღარაა შესაბამისად მალე ისიც მოკვდება პოლიტგანყის სიკვდილი კი გამოიწვევს ფორუმის დახურვას ამენ