#61004608 · 6 Feb 2024, 13:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეცდომა, რომელსაც მოსახლეობა არჩევნებიდან არჩევნებამდე უშვებს ისაა რომ ოპოზიციას უყურებს როგორც რაიმე კონკრეტული პროგრამის გამკეთებელს ან არგამკეთებელს. ჰოდა კეთდება ხოლმე დასკვნა: მთავრობა არ ვარგა მაგრამ ეს ოპოზიცია რისი მაქნისია? - ასე იყო ედიკას დროს, მიშას დროს და ასეა ახლაც. ეს არის შეცდომა. რატომ? იმიტომ რომ მთელი უბედურებება ისაა რომ ქვეყნის სათევეში ერთი პოლიტიკური ძალა მოდის და ბოლომდე ჯეჯილობს. ამიტომ იმას კი არ უნდა ვუყუროთ როგორია ოპოზიცია, არამედ იმას რომ მთავარია ვერც ერთი პოლიტიკური ძალა უმრავლესობით ვერ მოვიდეს ხელისუფლებაში. ანუ, საჭიროა კოალიციური მთავრობა. ეს გამოცდილება უნდა მივიღოთ და ავტომატურად დალაგდება ყველაფერი. ესაა მთავარი. ასე რომ წინასაარჩევნო სიტყვებს ნუ უყურებთ ხალხო, მთავარია ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ისე დავაჯახოთ პარლამენტში ერთმანეთს რომ სხვა გზა აღარ ჰქონდეთ გარდა კოალიციისა.
კაი, გევედი.
|