Madisonishereთავიდანვე დავწერ რომ ცენტრალურ უბნებში რა ხდება არ ვიცი
შარშან გაზაფხულიდან ვაკვირდები მე გასაყიდი ბინების ფასებს. 2023 ზამთარი იყო ის პერიოდი როცა პიკში ავიდა მოთხოვნა და შესაბამისად ფასებიც, გარეუბნებში (ვარკეთილი, ვაზისუბანი, სამგორი, მოსკოვის გამზირი, გლდანი, თემქა, მუხიანი, დიდი დიღომი ამ უბნებში ვაკვირდებოდი) სარემონტო ბინები (აშენებული თეთრი კარკასი ან ძველი სარემონტო) 1000-1100$ იყო საშუალოდ. 1000$ ნაკლებად უბრალოდ ვერ ნახავდი, ან ნახავდი ნახევრად სარდაფს, ან ლილოს, ან აფრიკას, ან ფონიჭალას, ისაც უნდა გაგმართლებოდა, ბინები ფიზიკურად არ იყო. გაზაფხულიდან ზაფხულამდე პერიოდში მოთხოვნის შემცირება დაიწყო და ფასები დასტაბილურდა, აღარ იზრდებოდა მაგრამ არც იკლებდა. შემოდგომიდან დაიწყო ქირის ფასის კლება და ნელნელა მოყვა ბინის ფასებიც (საშუალოდ 21% ით შემცირდა გაყიდვები და დაეტყო ფასებსაც). ახლა ამ წუთას გარეუბნებში (ვარკეთილის მხარეს) 800-850$ არის აშენებული თეთრი კარკასის ან ძველი სარემონტო ბინების ფასები საშუალოდ, უფრო იაფადაც მხვდება უკვე 750$ ის ფარგლებშიც მაგრამ ეგენი ნაკლებად, ფაქტია კლება არის და მაგ ფაქტს ამყარებს ბიზნეს გადაცემებში შემოყრილი ვითომ ექსპერტები დ სამშენებლოს წარმომადგენლობა, რომლებიც ყველა გვიმტკიცებენ რო ბინები ისევ გაძვირდება, არადა პირიქით ხდება, როცა ეგენი ბევრი ჩნდებიან გადაცემაში ესე იგი ტრაკისკენ აქვთ ხოლმე საქმე. რეალურად საბაზრო ღირებულება 650-700$ უნდა იყოს იმ უბნებში რაც დავწერე სარემონტო ან აშენებული თეთრი კარკასები, მაგაზე ნაკლები ფიზიკურად ვერ იქნება. მაგრამ მგაზე მაღალიც არ უნდა იყოს. მე პირადად ველი გაზაფხულის მიწურულს რომ ჩამოვა საბაზრო ღირებულებაზე.
ცენტრალურ უბნებში ფასებზე ვერაფერს ვიტყვი, მანდ ბევრი რამე მოქმედებს ღირებულების განსაზღვრაზე და ძნელია ივარაუდო რა მოხდება, მაგრამ გარეუბნებში მიზეზი რაც იყო ყველამ ვიცით და ისაც ყველამ ვიცით, რომ ეგ მიზეზი აღარ არსებობს თითქმის 1 წელია, რასაც მოყვა ფასების კლება. ხო კიდევ დავამატებდი რომ მ2, არქი და მსგავსი კომპანიები გარეუბნებში მაინც ძვირად ყიდიან. 1100$ დან ზევით
პ.ს. აჭარას ვაკვირდები და იქ თითქმის უკვე დავიდა საბაზრო ღირებულებამდე ბინები, თბილისიც წამოეწევა რამდენიმე თვეში
This post has been edited by donrobita on 13 Jan 2024, 11:26
გარე კახეთი, შიდა კახეთი და ზემო მაჩხაანი არ ვიცი მე. ქიზიყი ქიზიყია © უჩინარი