ლოს-ანჯელესის ფედერალურმა სასამართლომ 46 წლის რუსეთის მოქალაქ სერგეი ოჩიგავას, რომელიც ნოემბერში დანიიდან შეერთებულ შტატებში უბილეთოდ ჩაფრინდა, 93-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოჩიგავა, რომელსაც რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს, შეერთებულ შტატებში სკანდინავიური ავიახაზებით (SAS) არა მხოლოდ ბილეთის, არამედ უვიზოდ და პასპორტის გარეშე ჩავიდა.
მოსამართლე ჯორჯ ვუს გადაწყვეტილებით ოჩიგავას დაევალა აენაზღაურებინა SAS ავიაბილეთის ღირებულება 2174,90 აშშ დოლარის ოდენობით. Los Angeles Central-ის დატოვების შემდეგ, სავარაუდოდ, ოჩიგავას დააპატიმრებს აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური, რომელიც მას დეპორტით უკან დააბრუნებს
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ფრენის დროს, რომელიც 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა, უბილეთო ოჩიგავამ მოტყუების გზით მიიღო თითო ორი პორცია საკვები და შეეცადა ეჭამა შოკოლადის ფილა, რომელიც ეკიპაჟის წევრებს ეკუთვნოდათ.
მოსამართლე ვუმ მხარი დაუჭირა დაცვას, რომელმაც ოჩიგავა დაახასიათა, როგორც „ღირსეული“, „კეთილი“, „პასუხისმგებლიანი“ და „სიმპატიური“ ადამიანი
ადვოკატების თქმით, ოჩიგავას ბოლო დროს რამდენიმე პირადი ტრაგედია აქვს გადატანილი და უძილობა აწუხებსო
ნაფიცი მსაჯულები არ ამტკიცებდნენ, რომ მისი ბრალეულობა დადასტურდა, მაგრამ გამოთქვეს იმედი, რომ დიდხანს არ ჩაკეტავდნენ და გამოთქვეს შეშფოთება მისი უსაფრთხოების შესახებ ისრაელსა და რუსეთში, რადგან ისინი ამჟამად საომარ ვითარებაში არიან
ოჩიგავას დაკავებამ ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დიდი აურზაური გამოიწვია ამერიკულ პრესაში, რომელსაც აინტერესებდა, ოჩიგავამ როგორ მოახერხა საერთაშორისო რეისზე ასვლა ბილეთის, ჩასხდომის ბარათისა და საბუთების გარეშე.
ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს შეიცავს სასამართლოს გამოქვეყნებული დოკუმენტები და მრავალი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იანვარში უბილეთო მგზავრის სამდღიან სასამართლო პროცესზე გამოჩნდა.
გაირკვა, რომ გასული წლის 3 ნოემბერს, ოჩიგავა მეტროთი ჩავიდა კოპენჰაგენის აეროპორტში და შევიდა აკრძალულ ზონაში, მჭიდროდ მოკალათდა ვიღაც მგზავრის უკან და ამგვარად გაიარა ტურნიკეტზე.
მან ასევე გააკეთა ჟესტები, რომ თითქოს ასკანირებდა ჩასხდომის პასპორტს ან პასპორტს.
აეროპორტის პოლიციამ კი შეამოწმა, რომ ოჩიგავას შენგენის ვიზა ვადაგასული იყო, , მას ჩამოერთვა რუსეთის და ისრაელის პასპორტი და უბრძანა, არ დაეტოვებინა ტერმინალი, სანამ ისინი ვიზას შეამოწმებდნენ .
თუმცა, ოჩიგავას უკვე ორჯერ ჰქონდა მცდელობა კოპენჰაგენიდან გაფრენილ თვითმფრინავებზე ასვლა
იმავე გვიან საღამოს ოჩიგავა ცდილობდა ბანგკოკის მიმართულებით გაფრენას. მან წარმოადგინა რუსული პირადობის მოწმობა და ფურცელი რუსული ტექსტით. მაგრამ SAS-ის თანამშრომლებმა ის მგზავრთა სიაში ვერ იპოვეს და ჩასხდომის უფლება არ მისცეს.
მაგრამ ოჩიგავა არ დანებდა და 4 ნოემბრის დილით სცადა უკვე ლონდონში გაფრენა, მაგრამ ისევ უშედეგოდ.
ამის შემდეგ დილის 8 საათზე ოჩიგავა შეერია Gate C33-თან შეკრებილ მგზავრთა ბრბოს, რომლებიც სკანდინავიური ავიახაზების რეისი SK931 ლოს-ანჯელესში მიფრინავდნენ
ოჩიგავამ კვლავ არ აჩვენა ჩასხდომის ბარათი ან პასპორტი, მაგრამ მოახერხა თვითმფრინავში შესვლა. ჯერ ბიზნეს კლასში მონახა ადგილი, მაგრამ როცა ბორტგამცილებელი მიუახლოვდა, ეკონომ კლასისკენ გაემართა, სადაც ცარიელ სკამზე დაჯდა, საბედნიეროდ, სალონი არ იყო სავსე.
მოგვიანებით თვითმფრინავის პერსონალი გაიხსენებს , რომ ფრენის დროს იოჩიგავა დახეტიალობდა სალონში და პერიოდულად იცვლიდა ადგილებს
ოჩიგავა კომუნიკაბელური იყო და გამუდმებით ცდილობდა საუბრის დაწყებას სხვა მგზავრებთან, თუმცა უშედეგოდ. ( რა უინტერესო ინტროვერტები არიან ეს დანიელები )
როდესაც თვითმფრინავი ლოს-ანჯელესში დაეშვა, ოჩიგავამ აეროპორტის თანამშრომლებს უთხრა, რომ რუსული პასპორტი თვითმფრინავში დარჩა. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ( რას იპოვიდნენ?)
საპასპორტო ოფისში გაირკვა, რომ ოჩიგავა არ იყო მისი რეისის მგზავრთა სიაში.
მესაზღვრემ ოჩიგავას გვარი, დაბადების თარიღი და ფრენის ნომერი მოსთხოვა, მაგრამ მაინც ვერაფერი დაადგინა, მით უმეტეს, რომ ოჩიგავა უკვე თავის თავს სერგეი შლომოს უწოდებდა.
ოჩიგავას ზურგჩანთის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა რუსული და ისრაელის პირადობის მოწმობები, მაგრამ არა საერთაშორისო პასპორტები. როდესაც ოჩიგავას კვალი არცერთ მონაცემთა ბაზაში არ აღმოჩნდა, საბოლოოდ დააკავეს.
დაკითხვისას ოჩიგავამ განაცხადა, რომ სამი დღე არ ეძინა და ვერ ახერხებდა კონცენტრირებას და ასევე არ ახსოვს ბოლო დღეებში მომხდარი ამბების დეტალები
მის მობილურ ტელეფონში იპოვეს პასპორტის ნაწილის ფოტო, სახელად სერგეი ოჩიგავა. ამ გვარის მიხედვით არანაირი მტკიცებულება არ მოიძებნა მისი ლეგიტიმური ყოფნის შესახებ დანიიდან SAS-ის რეისზე.
აქედან დაიწყო მისი სისხლის სამართლის საქმე და იანვრის სასამართლო პროცესი, რომელიც მან ამ ეტაპზე წააგო
ვნახოთ მომავალში რას იზამს მოხერხებული ოჩიგავა
93 დღე იქნება შტატებში, მერე კიდევ რაღაცას იზამს
https://www.bbc.com/russian/articles/cy95dl91479o
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი