ნახევარი ცხოვრებაა საზღვარგარეთ ვცხოვრობ.
პოტენციურად ჩვენზე ჭკვიანი და აზრზე მოსული ხალხი არ მინახავს. ძალიან დიდი პოტენციალის ხალხი ვართ, რომ არა, გარკვეული ხარვეზები. (და ხარვეზები ბევრია)
ბიჭო, რა გვჭირს ამ საკუთარ მთავრობებს ყურით, რომ არ გამოვათრევთ გარეთ. მოლოტოვით არ ხდება ეს, არამედ..
ისეთი ინსტიტუტები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ>
ხმა მოგეცი, დაგიქირავე - არ შეასრულე- გიშვებ, იმიტომ რომ ჩემ მიერ დაქირავებული ხარ და არა ჩემი ნაძირატელი.
არ გინდა წასვლა? - ეს ინსტიტუტები გაიძულებენ, რომ წახვიდე.
რატომ ვართ ასეთი ბოჩოლები?
ვიღაც ტიპების იმედზე ვართ ჩამოკიდებული- აი ის, რომ მოვა..მერე გავსწორდებით. კაით რა..
საიდან დავიწყოთ? .. ძლიერი ოპოზიციით. ოპოზოცია, რომელიც საკუთარი მომავლით კი არა, არამედ სახელმწიფო, ზემოთ აღნიშნული "ინსტიტუტების" გაძლიერების საქმეში იქნება ჩართული.
აი, ზუსტად იქიდან შეიძლება მერე ამათი შემოვლა და მოხვნა.
.. მაგრამ , პრიმიტივიზმში გაგყვავს მთელი დრო და დარწმუნებული ვარ ეს პრიმიტივიზმი გარედან არის შემოგდებული, რომ ეს ქვეყანა სულ ასე იყოს მბობღავ მდგომარეობაში.
ერთმანეთის სიძულვილოი, უკიდურესი პოლარიზება, არაპროფესიონალიზმი და ა.შ.
რას უნდა მივაღწიოთ ასე? მარჯვენა ფეხით წინ რომ მიდიოდეს, მარცხენა ფეხით უკან, სხეული საით წავა? არსაით. ასე ვართ. არსაით არ ვართ. საითაც ქარი გაგვისვრ4ის იქით მივექანებით, იმიტომ რომ შიგნით "სხეულში" არ არის ერთიანი გადაწყვეტილება.
უნდა გავერთიანდეთ. სულ ამას ვწერ.