2014 წელს ჩატარდა საყოველთაო მოსახლეობის აღწერა იხილეთ მონაცემები:

მაშინვე ნათელი იყო რომ მონაცემები არაზუსტია, რადგან მაგალითად არც ჩემს ოჯახში, არც იმ ადამიანების ოჯახებში ვისაც პირადად ვკითხე, არ ყოფილა არავინ გამოსაკითხად.
ეხლახანს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაავრცელა საინტერესო მონაცემები:
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით აქტიურ პირადობის ელექტრონულ მოწმობას საქართველოს
3 345 274 მოქალაქე ფლობს. მათგან არასრულწლოვანია 141 572, ხოლო სრულწლოვანი 3 203 702.
იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც მხოლოდ პასპორტს ფლობენ
458 234-ია. მათგან არასრულწლოვანია 164 371, ხოლო სრულწლოვანი 293 863.
საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას
882 052-ია. მათ შორის არასრულწლოვანია 682 943, სრულწლოვანი 199 109.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად აქტიურ არაელექტრონულ პირადობის მოწმობას საქართველოს
395 მოქალაქე ფლობს. მათგან 394 სრულწლოვანია და 1 არასრულწლოვანი.
მარტივი გამოთვლით ჯამში მივიღეთ 4,685,955 საქართველოს მოქალაქე, მათგან არასრულწლოვანი 505,053 მოქალაქე.
ნახეთ რამხელა ცდომილებაა 2014 წლის აღწერასა და ამ მონაცემებს შორის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ შობადობა დაბალია ხოლო სიკვდილიანობა მაღალი.
ერთადერთი დასვკნა ალბათ რაც შეიძლება გამოვიტანოთ არის ის რომ გვჭირდება ახალი და პროფესიონალურად ჩატარებული საყოველთაო მოსახლეობის აღწერა.
წყარო:
საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს და არც პირადობის მოწმობას This post has been edited by Kidnapped on 19 Oct 2024, 04:19