Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
რჩევა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nata.nn
5'2"⛈⚡
ჯგუფი: Members
nata.nn
5'2"⛈⚡
ჯგუფი: Members
წერილები: 2333
წევრი No.: 249083
რეგისტრ.: 2-March 19
#61095624
· 19 Mar 2024, 02:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სხვა სათაური ვერ მოვიფიქრე .. რჩევა მჭირდება და უბრალოდ მინდა ადამიანებისგან აზრი მოვისმინო ამ ყველაფერზე
ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი რომელიც შემიყვარდა და მგონია რომ ისე, როგორც აქამდე არავინ არასდროს. მისმა ხასიათმა და დამოკიდებულებამ გამოიწვია ჩემში ის ყველაფერი, რამაც შეცვალა ჩემი წარმოდგენები ყველაზე და ყველაფერზე. . მართლა მიყვარს და თავს თითქოს განსაკუთრებულად და მშვენივრად მაგრძნობინებს. აქამდე სულ ტოქსიკური ურთიერთობები მქონდა რატომღაც, სულ ეჭვები მიჩნდებოდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალი მეგონა და ჩემს თავს ვადანაშაულებდი, მაგრამ გვიან მივხვდი რომ მეორე ადამიანზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად გულწრფელია. იმდენად თავისუფლად და კარგად ვგრძნობ თავს რომ ერთი წამითაც არ შემიტანია ეჭვი მის სიტყვებში, უბრალოდ ისეთი გულწრფელი და პირდაპირია რომ ვერ შეიტან ეჭვს ვერც სიტყვებში და ვერც საქციელებში. ჩამოყალიბებულია და არ ჭირდება თამაში ან როლების მორგება. ვერ ავღწერ როგორია, უბრალოდ არ შეიძლება ვინმე იცნობდეს და არ უყვარდეს, დადებითი, კეთილი, მხიარული, სიმპატიური, არვიცი ბევრს ვეღარ დავწერ.. წარმოშობით არის Iraq-იდან. ერაყში დაიბადა და გაიზარდა, იქაურია, იქ ცხოვრობენ მისი მშობლები, ოჯახი ნათესავები.. სამ წელზე მეტია რაც საქართველოშია, ხშირად მიდის მაგრამ ძირითადად აქ არის, ზოგჯერ მამამისთან ერთად ჩამოდის. უბრალოდ არმინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ მისი ოჯახი არის პრობლემა. ზუსტად ვიცი რომ არ უნდათ მის მშობლებს ქრისტიანი ადამიანი მათი შვილის გვერდით. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს , მაგრამ ვხვდები ძალიან ბევრი რამით. როგორც ვიცი ყოველდღე ჩხუბობს მშობლებთან ამ ყველაფრის გამო. მე რა თქმა უნდა ჯერ გათხოვებაზე არ ვფიქრობ, ჩემი საქმეები და გეგმები მაქვს, უბრალოდ ჩემი მომავალი სხვასთან მართლა ვერ წარმომიდგენია. ისიც არ მინდა რო ჩემგამო ოჯახთან ცუდი ურთიერთობა ქონდეს, მის მშობლებს არ ვიცნობ , ერთი და ყავს და მარტო და გამაცნო, ხშირად ვწერთ ერთმანეთს და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს (28 წლისაა). მე 22 ჩემი შეყვარებული 30. რამდენჯერმე საზღვარგარეთ ცხოვრებაც შემომთავაზა, მაგრამ ვიცი რო მისი მშობლები წინააღმდეგი არიან და არმინდა კიდე უფრო გავამწვავო და ისე გამოვიდეს რომ შვილი ავუმხედრე ან წავართვი ან არვიცი .. მგონია რომ ვერ ვიქნებით ბოლომდე ბედნიერები თუ დაძაბული ურთიერთობა ექნება მშობელბთან .. მინდა რომ ისეთი რაღაც გავაკეთო რაც არცერთ მხარეს არ დააზარალებს, რაც ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება. უბრალოდ არვიცი რა გავაკეთო. . ყველანაირად ბედნიერად ვგრძნობთ თავს მაგრამ ვიცი რომ აწუხებს ეს საკითხი იმიტომ რომ ძალიან უყვარს ოჯახი და ბოლომდე კარგად არ არის როცა კამათი ან ჩხუბი უწევს. ჩემ გარშემო სხვადასხვა რამეს მეუბნებიან, ზოგი იმას რომ თუ გიყვარს არაფრის გამო უარი ართქვა (მეც ამას ვფიქრობ), ზოგმა ისლამურ ქვეყნებში ზოგადად მშობლები უწყვეტენ ყველაფერს და ეს ბიჭი ბოლოს მაინც მშობლების აზრზე გაივლისო. ვიცი რომ უცნაურად ჟღერს ესეთი რაღაც და რადროს რელიგიური განსხვავებებია და მშობლების აზრზე სიარული, და სიყვარული რო ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმაოდ ბევრი ფაქტით ვაცნობიერებ რომ მართლა არაა ასე ამ
შემთხვევაში, რაღაცნაირად ტრადიციული თუ რელიგიური ოჯახია და არვიცი გული ცუდს მიგრძნობს. მეც ვფიქრობ რომ ზოგადად სიყვარული ყველაზე მთავარია, მაგრამ არვიცი რა შეიძლება მოხდეს. ჩემ შეყვარებულში დარწმუნებული ვარ 100%ით მაგრამ არმინდა რომ ცუდად განვითარდეს ყველაფერი, ან დავკარგო ადამიანი რომელიც მიყვარს .. თან იმასაც ვფიქრობ რო თუ დაინახავენ რო მათი შვილი მართლა ბედნიერია იქნებ შეიცვალონ დამოკიდებულება. ყველა მშობელს ხო უნდა რომ შვილი ბედნიერი იყოს? არც ის მინდა რომ მშობლებზე წინასწარ ცუდი განწყობა შევიქმნა მაგრამ არც ძაან პირფერობას არვაპირებ რო თავი მოვაწონო. არვიცი რა გავაკეთო მართლა
..
This post has been edited by
nata.nn
on 19 Mar 2024, 02:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IirinOK
Member
ჯგუფი: Registered
IirinOK
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 268378
რეგისტრ.: 7-November 22
#61097978
· 20 Mar 2024, 08:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნატა
28 წლის კაცი თუ მშობლებს ეკითხება ვინ, რა ეროვნების და რა რელიგიის გოგოსთან ჰქონდეს და როგორი ურთიერთობა?!
ჰმ
მაგაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ეხლა აქ შემოიხედება 50 წლის ეკლესიური ქალიშვილი და დაგიწყებს რჩევების მოცემას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nata.nn
5'2"⛈⚡
ჯგუფი: Members
nata.nn
5'2"⛈⚡
ჯგუფი: Members
წერილები: 2333
წევრი No.: 249083
რეგისტრ.: 2-March 19
#61098863
· 20 Mar 2024, 17:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(IirinOK @ 20 Mar 2024, 08:55 )
28 წლის კაცი თუ მშობლებს ეკითხება ვინ, რა ეროვნების და რა რელიგიის გოგოსთან ჰქონდეს და როგორი ურთიერთობა?!
30ის არის. მართლა არ ეკითხება .. იმათ აქვთ უბრალოდ სხვანაირი დამოკიდებულება. რაც იწვევს მერე კონფლიქტს ალბათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
s-n-r
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2226
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11
#61099114
· 20 Mar 2024, 19:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nata.nn
რაც შემიძლია დანამდვილებით გირჩიო(თ), ის არის, რომ 22 წლის ადამიანს მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს.
შეიძლება რადიკალურად შეიცვალო აზროვნება და მსოფლმხედველობა.
ამით ოდნავაც არ ვცდილობ იმის ხაზგასმას, რომ თითქოს ახლა არ შეიძლება შენი, დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული აზრი გაგაჩნდეს.
უბრალოდ, ადამიანის ბუნებაა ასეთი - ასაკის მატებასთან ერთად ვიცვლებით.
ბევრი ახალი ადამიანიც გამოჩნდება შენ გვერდით, მათი უმრავლესობა ალბათ ნაკლებად მიმზიდველი, ზოგმა პირიქით, შესაძლოა, უკეთესად გაგრძნობინოს თავი, თეორიულად რომ ვიმსჯელოთ.
რავი, არ არის მარტივი სიტუაცია და ალბათ ძნელია სწორის რჩევის მიცემა, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი:
დას თუ იცნობ უკვე, თხოვე და შეხვდით ერთდროულად დას და მამას, ერთი შეხვედრით, იმედია, არაფერი არ დაშავდება.
თუ მამასაც მოეწონები, ვფიქრობ შემდეგ უკვე არც დედის დარწმუნება და შემორიგება იქნება ძნელი.
საერთოდ, თუ უნდათ, აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მთელი ოჯახი.
* * *
შეიძლება ნანახიც გაქვს - კარგი, გულწრფელი ფილმია ამ თემაზე, შეიძლება დაგეხმაროს რაღაცების უკეთესად დანახვაში
fond kiss
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nata.nn
5'2"⛈⚡
ჯგუფი: Members
nata.nn
5'2"⛈⚡
ჯგუფი: Members
წერილები: 2333
წევრი No.: 249083
რეგისტრ.: 2-March 19
#61099761
· 20 Mar 2024, 23:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(s-n-r @ 20 Mar 2024, 19:02 )
nata.nn
რაც შემიძლია დანამდვილებით გირჩიო(თ), ის არის, რომ 22 წლის ადამიანს მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს.
შეიძლება რადიკალურად შეიცვალო აზროვნება და მსოფლმხედველობა.
ამით ოდნავაც არ ვცდილობ იმის ხაზგასმას, რომ თითქოს ახლა არ შეიძლება შენი, დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული აზრი გაგაჩნდეს.
უბრალოდ, ადამიანის ბუნებაა ასეთი - ასაკის მატებასთან ერთად ვიცვლებით.
ბევრი ახალი ადამიანიც გამოჩნდება შენ გვერდით, მათი უმრავლესობა ალბათ ნაკლებად მიმზიდველი, ზოგმა პირიქით, შესაძლოა, უკეთესად გაგრძნობინოს თავი, თეორიულად რომ ვიმსჯელოთ.
რავი, არ არის მარტივი სიტუაცია და ალბათ ძნელია სწორის რჩევის მიცემა, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი:
დას თუ იცნობ უკვე, თხოვე და შეხვდით ერთდროულად დას და მამას, ერთი შეხვედრით, იმედია, არაფერი არ დაშავდება.
თუ მამასაც მოეწონები, ვფიქრობ შემდეგ უკვე არც დედის დარწმუნება და შემორიგება იქნება ძნელი.
საერთოდ, თუ უნდათ, აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მთელი ოჯახი.
* * *
შეიძლება ნანახიც გაქვს - კარგი, გულწრფელი ფილმია ამ თემაზე, შეიძლება დაგეხმაროს რაღაცების უკეთესად დანახვაში
fond kiss
ძალიან დიდი მადლობა♥♥♥
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიეგოსანჩესი
Super Member
ჯგუფი: Registered
დიეგოსანჩესი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 534
წევრი No.: 271783
რეგისტრ.: 4-November 23
#61109502
· 24 Mar 2024, 01:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nata.nn
იქნებ რელიგია არაფერ შუაშია და უბრალოდ არ მოწონხარ მის ოჯახს
This post has been edited by
დიეგოსანჩესი
on 24 Mar 2024, 01:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seek_er
Super Member
ჯგუფი: Registered
Seek_er
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 614
წევრი No.: 247814
რეგისტრ.: 11-January 19
#61110837
· 24 Mar 2024, 18:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nata.nn
QUOTE
ზოგმა ისლამურ ქვეყნებში ზოგადად მშობლები უწყვეტენ ყველაფერს და ეს ბიჭი ბოლოს მაინც მშობლების აზრზე გაივლისო. ვიცი რომ უცნაურად ჟღერს ესეთი რაღაც და რადროს რელიგიური განსხვავებებია და მშობლების აზრზე სიარული, და სიყვარული რო ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმაოდ ბევრი ფაქტით ვაცნობიერებ რომ მართლა არაა ასე ამ
შემთხვევაში, რაღაცნაირად ტრადიციული თუ რელიგიური ოჯახია და არვიცი გული ცუდს მიგრძნობს.
სწორად გეუბნებიან. ხალხი ქრისტიანს ეძახის თავს და ქალი და შინაური ცხოველი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. და მუსლიმისგან რაღას უნდა ელოდო. მშობლების აზრზე ძალიან ბევრი ბიჭი დადის საქართველოშიც და ერაყში მით უფრო ბუნებრივია. ეგ უბრალოდ სხვებს და საკუთარ თავსაც არწმუნებენ ხოლმე რომ ვითომ საკუთარი ჭკუით ცხოვრება შეუძლიათ ან გამოუვათ.
ეხლა როგორც იქცევა, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. დიდი ალბათობაა კარდინალურად შეიცვალოს.ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც, რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს, ოჯახთან მუდმივი უთანხმოება მაინც იქონიებს ნეგატიურ გავლენას.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0263 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.