არ ანდოთ თქვენი ავტომობილი თეგეტას!
მანქანა დამიზიანეს და აქეთაც., ,მიმაკაჩავეს''
ძალიან გრძელი ისტორიაა, თუმცა შევეცდები რომ შედარებით მოკლედ მაინც დავწერო.
მოკლედ ზეთის შეცვლა მინდოდა BMW I3 ზე. რადგან ძრავი უკან აქვს დავრეკე ცხელ ხაზზე, სადაც დამიდასტურეს რომ შეძლებდნენ კვალიფიციურად ზეთის შეცვლას მაგ მოდელზე
სერვისში აღმოჩნდა რომ არათუ ''კვალიფიციური'' თანამშრომლები არიან, არამედ ვერ გაარკვიეს რამდენი ზეთი მიდოდა მანქანაში. ჩათჯიბიტიმ ეს რაოდენობა გვითხრაო, მეორემ არა მაგაში ამდენს ვასხამთქო... მოკლედ აღმოჩნდა რომ შუპის წაკითხვაც არ იცოდნენ და ზედმეტი რაოდენობის ზეთიც ჩსმისხეს.
არც გაჩერებულ.მანქანაზე ძრავის დაქოქვა იცოდნენ, 3 ადამიანი მიმტკიცებდა მაგ მანქაზე ადგილზე ძრავს ვერ დაქოქავო. მერე იქვე იუთუბ ტუტორიალი ვნახე და აღმოჩნდა რომ იქოქება ჩვეულებრივად.
საბოლოოდ გავარკვიე რა რაოდენობის ზეთი მიდიოდა სინამდვილეში და მივედი რომ დაეყენებინათ ზეთი ნორმაში. ამჯერად უკვე ზედმეტი ამოწრუპეს. როცა ვთხოვე რომ დაეყენებინათ შუპზე რეკომენტირებულ დიაპაზონში იმ დასამატებელი 400 გრამი ზეთის ყიდვა მომთხოვეს, ოღონდ ლიტრიანი ბოთლის

თავიანთი შეცდომის გამო მე უნდა მეყიდა ზეთი თურმე
დავრეკე ოპერატორთან. თქვენი სურვილით მოხდა ზეთის ამოღება და მაგიტო თქვენ უნდა იყიდოთო

ყველაფერთან ერთად ძრავის 8 სამაგრიდან 5 მომიწყვიტეს და ბოლტები იქვე ძრავის ფოლგაზე დამიყარეს. ამ ყველაფრის გამოსაწრორებლად ამბოლში მივედი, რადგან პასუხისმგებლობა არაფერზე აიღეს. (ამბოლში სხვათაშორის იგივე ზეთი ლიტრი 14 ლარით იაფი ღირდა). ზეთის ჩასამატებლად რო ავხადეთ ძრავის ხუფი აღმოჩნდა რომ სხვა ყველაფერთან ერთად ზეთის ჩასასხმელი ხუფიც არ ჰქონდათ დაჭერილი.
ყველაფერი ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მირეკავს მათი თავაზიანი თანამშრომელი. ბოდიშს გიხდით გაურკვევლობიათვის და თუ გამონახავთ დროს რომ შევხვდეთ, მოკვლევაში დაგვეხმარებითო. შეხვედრას მარტო მე და ერთი თანამშრომელი დაესწრებაო.
მივედი შეხვედრაზე და დაპირებული ერთი თუ ორი თანამშრომლის მაგივრად მთელი ''უფროსობის'' გუნდი დამხვდა,6-7 კაცი კაბინეტში გრძელ მაგიდასთან და უნისონში მიმტკიცებდნენ აფსურდს: სწორად ჩაგისხით ზედმეტი ზეთიო, არაფერს უზამდა ზედმეტი.ზეთიო. ჩამოვასხათ და ნახავ რო ამბოლმაც არასწორად თუ იგივე რაოდენობა ჩაგისხაო. არც ძრავია სამაგრები დაგვიწყვეტიაო და მოკლედ....
მე რათქმაუმდა ცამდე მართალი ვიყავი და არგუმენტირებული პასუხების მერე ცოტახანში ერთ-ერთმა მითხრა აწი სერვისზე ფასდაკლებას გაგიკეთებთო.
შემდეგ ჯერზე როცა გამოცვლი ზეთს გაგვაგებინე ბოლობოლო რამდენი მიდისო
მოკლედ ლიტრი ზეთი გამზადებული გვქონდა თქვენთვის და აბა აწი ამბოლში ჩაგისხამსო.
არადა 3 დღე მეუბნებოდა მაგათი თანამშრომელი ზეთი თქვენ ამოაღებინეთ, ჩვენ არ ავანაზღაურებთო. ვიდრე არ ვუთხარი რომ.ყველა ფაქტი დაფიქსირებული მაქვს და გავასაჯაროებ თქო.
მოკლედ ძალიან გრძელი ისტორიაა ბევრი ნიუანსით, თუმცა დაახლოებით ასე იყო.
17 წელია მანქანა მყავს. ვინ და რანაირი ხელოსანი და ცენტრი არ მინახავს, თუმცა ეგეთი არაპროფესიონალი სტაფი.და უტიფარი კომპანია არსად შემხვედრია
მირჩრვნია რო რამე მანქანა ვასმოის და ელიავას ბოქსებში მივიყვანო ვიდრე მაგათთან - იაფი მაინცაა იქ

ხო კიდევ... იმაზე აღარაფერს ვამბობ მაგ ამბამდე ერთი კვირით ადრე მანქანა ფარების გასასწორებლად მივიყვანე და 5 წუთში გამომიყვანეს ისევ არეული ფარებით.
მერე მეუბნებიან: უი უი ეგ დალნები ყოფილა.ტუმანიკები.გვეგონა შიტოკში რო იყოო
This post has been edited by srt-8 on 11 Nov 2024, 20:51