სიზმარში ვნახე მოხუცი ქალი , სათნო და სანდომიანი სახით.
შავი თავსაბურავი ეხურა ცისფერ თვალებში ახალგაზრდული სიცოცხლის წყურვილი და ცეცხლი უგიზგიზებდა, ამავდროულად სევდაც შეპარული ჰქონდა და ეს ერთიანობაში საოცარ კონტრასტს ქმნიდა.
თვალზე გადაკრული ბინდი ებრძოდა თითქოს, მაგრამ ვერაფერს აკლებდა.
იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა, გეგონება სამყაროს ჩაჰყურებს თვალებშიო.
დამინახა და თითქოს არც გაუკვირდა, დიდი ხანი მელოდა გეგონებოდა.
ჩამოჯექიო და რომ შემომხედა დამბურძგლა - თან შემეშინდა, თან სიმშვიდე ვიგრძენი, ორი განსხვავებული ემოცია მებრძოდა.
დავჯექი და გამიღიმა - ვიცი რასაც ფიქრობ, შენ ძალიან კეთილი ბიჭი ხარ და მინდა ერთი რჩევა მოგცეო...
დაკვირვებული და სპეტაკი გოგო უნდა მოიყვანო ცოლადო -
თემა გახსენი ფორუმზე, ციფრები აურიე და დაელოდე ამას ვინ შეამჩნევსო.
შოკში ვარ მართლა.
თან ცაში ამახედა და ბეღურა დავინახე.
შემოვედი და ლითლ ნესთლინგას პოსტი დამხვდა