
როდემდე თქვე ღორებო
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №351
1999 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ
საბაზრო ურთიერთობათა პირობებში შრომის ანაზღაურების სახელმწიფო რეგულირების, დაქირავებულ მუშაკთა სოციალური დაცვის მიზნით და „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, დამტკიცდეს:
1. მინიმალური ხელფასი 20 ლარის ოდენობით.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის დაფინანსება ხორციელდება:
ა) საბიუჯეტო სფეროს დაწესებულებებში – შესაბამისი ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე;
ბ) სხვა დანარჩენ დაწესებულებებში – საკუთარი შემოსავლების ხარჯზე.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ლ. ჭანტურია) დაინტერესებულ დაწესებულებებთან ერთად ერთ თვეში მოამზადოს კანონპროექტი იმ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, სადაც მოსაკრებლები, სანქციები, ჯარიმები და სხვა გადასახდელები დაკავშირებულია მინიმალურ ხელფასთან, და შეუსაბამონ ისინი ამ ბრძანებულებას.
ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანამდე მოსაკრებლების, სანქციების, ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების განსაზღვრისათვის ძალაში დარჩეს მინიმალური ხელფასი 1,5 ლარის ოდენობით.
4. „საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს N 469 ბრძანებულების დანართში 1;2;3 თანრიგის ნაცვლად ჩაიწეროს: 1;2;3 თანრიგი – თანამდებობრივი სარგო 20 ლარი.
5. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გათვალისწინებით საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილი წესით წარმოადგინოს წინადადებები მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 დეკემბრის №734 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 იანვრის №9 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/112786?publication=0დაბალანაზღაურებადი შრომის ბაზარი საქართველოში
გადავხედოთ თუ რა სიტუაცია და სახელფასო მაჩვენებლებია საქართველოში დაბალანაზღაურებად შრომის ბაზარზე: საქართველოს პრეზიდენტის, 1999 წლის 4 ივნისის ბრძანების მიხედვით, საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ მუშაკთა სოციალური დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 20 ლარის ოდენობით. ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები დღესაც მოქმედებს და ფორმალურად, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დღეისათვის ასე გამოიყურება: 40 საათიანი სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულს გადაუხადოს საათში არანაკლებ 0.13 თეთრისა. ხოლო 48 საათიანი სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში – არანაკლებ 0.10(4)-თეთრისა.
მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არსებული ხელფასები 20 ლარს აჭარბებს, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე – ანუ დღეის მდგომარეობით თითქმის 197 ლარზე – დაბალია. მაგალითად. 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოში 200 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა საშუალოდ 69 080 ადამიანი. ბევრად მეტია იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 300-ს, 400-ს, ან 500 ლარსაც კი ჩამოუვარდება: 500 ლარს ქვემოთ სახელფასო ანაზღაურების მქონეთა რიცხვი მთლიანობაში მნიშვნელოვნად აღემატება 200 000 დასაქმებულს. რაც შეეხება ყველაზე დაბალანაზღაურებულ საქმიანობებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2018 წელს, ყველაზე დაბალანაზღაურებადი დარგები იყო განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, სასტუმროები და რესტორნები, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ნაწარმის რემონტი, დამამუშავებელი მრეწველობა, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, ნადირობა და სატყეო საქმიანობა.
საინტერესოა ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მდგომარეობა: ბოლო კვლევების მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ყველაზე დაბალია და მინიმუმ 9-ჯერ ჩამორჩება მეზობელი ქვეყნების მინიმალურ ხელფასს. მაგალითად, აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი 76$-ია, სომხეთში 114$, მოლდოვაში 115%, უკრაინაში 123$, რუსეთში – 132$, ხოლო ბელორუსიაში – 155$.
https://1tv.ge/analytics/minimaluri-khelfasi/