#61462445 · 9 Aug 2024, 00:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მეგობრებო, სასწრაფოდ ვყიდი ბინას დიდ დიღომში, მეოთხეში (49 კვადრატია). დავადე 53 კ და ვიფიქრე მაააქსიმუმ 1000 დოლარი დამეკლო. მეტს თუ დავაკლებ, ქვაბს და აბაზანის ავეჯსაც კი მოვხსნითქო და გაუკვირდა ტიპს...
ხოოდა საიტიც კი მიწერს, რომ საშუალოზე იაფი ფასია. ტიპები მირეკავენ და დაკლებაზე მეჩალიჩებიან (მესმის ყველა სათავისოდ ჩალიჩობს და ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი დაგაკლებინოს, მაგრამ მეც ხომ უნდა ვეცადო ჩემი, მე რაღაზე ვიზარალო-მეც ხომ მაქვს საანცვლოდ ბინა საყიდი) მთქი ესეთი ბინები 60 და ზემოთ ღირს ეგაო კაცო ზოგი ტესტავსო, ზოგი ერთობაო, მართლა მასე კი არ ღირის ბინები, რაც განცხადებებში წერია, მინიმუმ 5-7 ათასით იაფად იყიდება სინმადვილეშიო
ხოდა კი გავაჯმეინე იმ 2 ტიპს, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, მართლა ეგრეა? ბორჯომში ყიდის 2 ოთახიანს ნაცნობი 47-ად, მეორე 50 წლის წინ აშენებულ ხრუშოვკის ერთოთახიანს- 40-ად შვიდიანებში და დავიჯერო თბილისში 53 ძვირია? მოკლედ ოჯახში და საახლობლოში არ გვაქვს არავის ბინის გაყიდვის გამოცდილება და იქნებ მირჩიოთ რა ფასი დავადო ასეთ ბინას
ერთმა დამირეკა, 47 მიჭირავს ხელში დამიდი რა მომყიდეო.გგონია მასეთი ბინები სინამდვილეში ეგრე ღირსო? :დ
This post has been edited by John Jolie on 9 Aug 2024, 00:32
--------------------
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
|