ასე მგონია მე გავხსენი თემა. ზუსტად ეგრე ვარ, როგორც კი მოსაღამოვდება ეგრევე ცუდი განწყობა მოდის და სანამ არ გათენდება ყოველი წუთის გაყვანისთვის ვიბრძვი. ფეხით სეირნობა მშველის ხოლმე ოღონდ თუ დავიცავი რეჟიმი ერთ კვირაში მოდის შედეგი, მაგრამ ძაან გაზარმაცებული ვარ. ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, ცუდად რო ხარ მაინცდამაინც მაშინ გეზარება სეირნობა ადამიანს, კარგად რო ხარ მაშინ არც გჭირდება მაგრამ ხალისით გადიხარ სასეირნოდ, ასე რომ თავს უნდა დააძალო რა მაგას ვფიქრობ და თან დილასაა მაგარი გაიღვიძებ თუარა სანამ ასქროლავ ნიუსებს და ნახავ რომ ვიღაცა სადღაც გადაიჩეხა, თენგიზა დაიკარგა, ლამარას გოგომ ვერ ჩააბარა და ა,შ, ათას ნეგატიურ რამეს სანამ წაიკითხავ და მოისმენ მანამდე უნდა ადგე, გახვიდე ჰაერზე და ისეირნო რომ რაღაც ველი შექმნა დამცავი შენს გარშემო რომ იმ შეტევებს გაუძლო მერე დღის მანძილზე რაც ყოველი მხრიდან მოდის. თან ახალ გაღვიძებულზე ენერგიაზეც ხარ და ყველაზე ნაკლებად მაგ დროს გეზარება. ერთი ყავა და ეგაა. ხვალიდან უნდა მოვსინჯო ეგ მეთოდი, მაგრამ რომ გათენდება ისე კარგად ვარ ხოლმე სულ მავიწყდება წინა ღამით ჩემი თავისთვის მიცემული პირობა, მგონია რომ უკვე გადამიარა ცუდმა განწყობამ და რომ მოსაღამოვდება ისევ იმ წრეს ვუბრუნდები ასე რომ ხვალიდან უკვე მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი სეირნობა
* * *
*Irresistible*ხო, კიდევ ღრმა სუნთქვა მშველის ხოლმე, თავიდან უნდა აკონტროლო და რომ შეეჩვევი მერე შენდაუნებურად გესუნთქება ძალისდატანების გარეშე ღრმად და აი ეგ ძალიან მაგარია დროთა განმავლობაში ვაფშე გცვლის ერთ თვეში ორ თვეში მაგარ ხოდზე მოყავხარ. მომენტალური ეფექტიც აქვს 10 წუთშიც უკეთესად იქნები მაგრამ ერთი ორი თვის შემდეგ ვაფშე სხვა ტალღაზე გადადიხარ. თავიდან თუარ გაქვს ღრმა სუნთქვაში გამოცდილება ეგრევე მთელი დღე ნუ იზავ ცოტახნით აკეთე ხოლმე თან ძაან ღრმად არ გინდა თავიდანვე იმაზე ოდნავ ღრმად ისუნთქე ვიდრე ჩვეულებრივ სუნთქავმ სულ ოდნავ ღრმად და საკმარისი იქნება, თავს ძალა არ დაატანო და მერე და მერე რომ შეეჩვევი რამდენი ხანიც გინდა იმდენ ხანს ისუნთქე ღრმად და როგორ ღრმადაც გინდა ისე ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე მერე უკვე ეჩვევა ორგანიზმი და აღარც გული აგიფრიალდება და არც თავი აგტკივდება ან რამე ეგეთი რაც თავიდან შეუჩვეველზე იცის ხოლმე.წარმოიდგინე რა გაზარმაცებული ვარ რომ ეგეც მეზარება ხოლმე
This post has been edited by დიეგოსანჩესი on 4 Mar 2024, 01:38