
პარადოქსია, მაგრამ გაგანია კომუნისტების დროს გვყავდა ისეთი ეროვნული და პატრიოტი მმართველი, რომელიც არ გვღირსებია "დამოუკიდებლობის" დროს.
ვასილ მჟავანაძე ყველაზე ქართველი პოლიტიკოსია ბოლო ასი წლის ისტორიაში!
ვასილ მჟავანაძის სახელს უამრავი კარგი რამ უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში.
მაშინ აშენდა უამრავი რამ, მათ შორის ზოგიერთი გრანდიოზული მასშტაბის ეკონომიკური ობიექტი.
დიდი კაცი იყო ვასილ მჟავანაძე და ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
ბიოგრაფია:
ვასილ მჟავანაძე
დაბადების თარიღი: 7 სექტემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი: 31 აგვისტო, 1988 (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია: თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია 1937 წელს.
1914-1924წწ. მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953წწ. ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972წწ. საქართველო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში. სამუშაო საქმიანობაში მისი ხელშემწყობი იყო ნიკიტა ხრუშჩოვი. ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თბილისის განაშენიანება-კეთილმოწყობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. მის დროს დაიწყო ფართო საბინაო მშენებლობა ქალაქის მასივებში (საბურთალო, დიღომი), 1961 წელს აშენდა სპორტის სასახლე, 1971 წელს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი დარბაზი და სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონები, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალი შენობა დიღომში (1967), უნივერსიტეტის ახალი კორპუსი (1968), სასტუმროები "ივერია" (1967), "კოლხეთი" (1962) და სხვა. 1960 წელს ქალაქმა მიიღო ბუნებრივი გაზი. 1966 წელს გაიხსნა მეტროპოლიტენი. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოები. საბჭოთა პარტიული მოღვაწე. გენერალ-ლეიტენანტი (1944).
წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.690
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი;
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი;
სკკპ, წევრი (1927-);
სკკპ ცკ-ის პოლიტბიურო, წევრობის კანდიდატი (1966-1972);
სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმი, წევრობის კანდიდატი (1957-1966);
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1962 - სოციალისტური შრომის გმირი
კუტუზოვის I ხარისხის ორდენი
კუტუზოვის II ხარისხის ორდენი
სუვოროვის II ხარისხის ორდენი
სუვოროვის I ხარისხის ორდენი
ლენინის ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი
არა არს დაფარულ...