"მთავარი არხი
შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე აქციზი შემცირდეს
გამოქვეყნდა: გუშინ, 18:45
შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადი შემცირდეს - შესაბამისი ცვლილებები "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.
ცვლილებების გათვალისწინებით, აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე 60-დან 30 ლარამდე შემცირდება.
ცვლილებების ინიციატორები კი უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, წლიურად, დაახლოებით 24 965 047,2 ლარით შემცირდება."
https://mtavari.tv/news/149959-shesadzloa-t...jya5iIoj9zkP4E0
ახლა თურმე დარგი ყოფილა გასავითარებელი და არალეგალური სიგარეტის აღმოფხვრა
არადა ხომ ვწერდით ( პირადად მეც ) რომ არალეგალური სიგარეტი მოიმატებდა ქვეყანაში, ეგრეც მოხდა .
იიი, მწეველების რაოდენობა შემცირდება და თქვენზე ზრუნავენ , ევროკავშირის რეკომენდაციააა ხალხი გამოჩნდით .
იციან ხალხს რა უნდა წინა საარჩევნოდ