» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კაცენელენბაუმი, "დემაგოგია: კლასიფიკაციის გამოცდილება":
1. დემაგოგია ლოგიკის დარღვევის გარეშე
.
1. ფაქტის გამოტოვება, რომელზე ეჭვსაც მსმენელი ვერ აიღებს, მაგრამ რომელიც ცვლის ერთი შეხედვით აშკარა დასკვნას. მაგალითი: "X-მა აღმოაჩინა სამი კომეტა. არის თუ არა იგი დიდი მეცნიერი?"; "ჩემმა სიდედრმა აღმოაჩინა ხუთი კომეტა". გამოტოვებულია: "ჩემი სიდედრი - მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერია".
2. ფაქტების გამოტოვება, რომელიც ხილულია და ივსება მსმენელების მიერ "სიცხადის თანახმად", რასაც მივყავართ არასწორ დასკვნამდე. მაგალითი: კათედრის სხდომაზე იხილება საკითხი დოცენტ X-ის მიერ ლექციაზე დაშვებული შეცდომისა. ირკვევა, რომ შეცდომას ადგილი არ ჰქონია. გადაწყდა სწავლების დონის ამაღლება. სხდომის ანგარიშში მოყვანილია მხოლოდ პირველი და მესამე ფრაზები.
3. ფაქტების გამოტოვება, რომელიც ცვლის დასკვნას. ამ გამოტოვების შესახებ მსმენელი შეიძლება მიხვდეს, თუ იგი არ ენდობა მთხრობელს. მაგალითი: "თეორემა, რომელიც დაამტკიცა X-მა, მეც დავამტკიცე". გამოტოვებულია: "მე დავამტკიცე ის მოგვიანებით".
4. უნდობლობის შექმნა მსმენელთათვის რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სიტყვიერი შებრუნებების საშუალებით. აი, მაგალითი ასეთი უნდობლობის "თანდათანობით" ფორმირებისა: "მოხდა შემთხვევა A", "მე შემატყობინეს, რომ მოხდა შემთხვევა A". "შეეცადნენ ჩემს დარწმუნებას, რომ მოხდა შემთხვევა A": "მე კატეგორიულად მარწმუნებდნენ, რომ თითქოს მოხდა შემთხვევა A". მოკლედ, ნათელი იყო, რომ ამ მტკიცებულების გადამოწმება მე არ მძალმიძს".
2. დემაგოგია ლოგიკის შეუმჩნეველი დარღვევით.
1. გამოიყენება ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსებისთვის ცნობილი ლოგიკური შეცდომა, როდესაც ორ მოვლენას შორის დროებითი კავშირი განიხილება, როგორც მიზეზ-შედეგობრივი. ("ამის შემდეგ - ესე იგი, ამის შედეგი"). მაგალითად: "ჩემი გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემის პროცედურამ დაამტკიცა ჩემი სიმართლე". მაგრამ მთქმელი არ უთითებს, რომ თავის გამოსვლაში მან მხოლოდ მხარი დაუჭირა საყოველთაოდ აღიარებულ მოსაზრებას.
2. A-დან გამომდინარეობს B ან C, მაგრამ ვარიანტი C არ მოიხსენიება. მაგალითად: "თუ თქვენ ჩემს აზრს არ იზიარებთ, ესე იგი, თქვენ ეთანხმებით H-ს". - სინამდვილეში მე შემიძლია მესამე მოსაზრება მქონდეს.
3. იგულისხმება, რომ თუ A-დან გამომდინარეობს B, მაშინ- B-დან A-ც ანალოგიურად. მაგალითი: "ყველა უსაქმური ფლობს დემაგოგიას, H. ფლობს დემაგოგიას, აქედან გამომდინარე, ის უსაქმურია".

შეცდომები ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას :
2.1. მონაწილე არ უთითებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას (ნიკ(ებ)ს, თემის ლინკს ან კონკრეტულ წესს), ეს ართულებს ადმინისტრაციის მუშაობას.
2.2. მონაწილე ავალდებულებს მოდერატორს გასცეს მყისიერი პასუხი/რეაგირება მის პირად შეტყობინებას, პირად თემასა თუ რეპორტს. რეალურად ადრესატი ვალდებულია განიხილოს კონკრეტული შემთხვევა მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ზემო ინსტანციისადმი მიმართვა.
2.3. მონაწილე ბრალს დებს ადმინისტრაციას, რომ ეს უკანასკნელი სპეციალურად არ რეაგირებს კონკრეტულ დარღვევებზე (მაგ. „რატომ არ შლით ამ პოსტს/თემას?“). რეალურად კი ადმინისტრაციას ფიზიკურად არ შეუძლია აბსოლუტურად ყველა პოსტის თუ თემის წაკითხვა ფორუმზე, შესაბამისად მსგავსი პრეტენზია მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდა ამ დარღვევის მოდერატორებისადმი შეტყობინება და მოდერაციამ არ ირეაგირა რეპორტის მომენტიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე დროს, შესაძლებელია კონკრეტულ დარეპორტებულ პოსტსა თუ თემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ არ გაიზიაროს მომხმარებლის აზრი.
2.4. მონაწილე ბრალს დებს ადმინისტრაციას მიკერძოებულ მოდერაციაში (მაგ. „მე მომცეს ბანი, ჩემს ოპონენტს - ვორნი“). რეალურად კი ადმინისტრაცია იღებს მხედველობაში კონკრეტული მომხმარებლის ვორნების/ბანების/სიტყვიერი გაფრთხილებების ისტორიას, მანამდე არსებულ სიტყვიერ გაფრთხილებებს, იმ თემის მიმდინარეობას, სადაც მოხდა დარღვევა და ასევე კონკრეტულ შემთხვევებში - მომხმარებელთა ურთიერთდამოკიდებულების „რთულ“ ისტორიას.
2.5. მონაწილე უხეშად მიმართავს ადმინისტრაციას/აყენებს შეურაცხყოფას. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია არათუ არაა ვალდებული განიხილოს მონაწილის პრეტენზია, არამედ შესაძლებელია მოხდეს მონაწილის დაბლოკვაც.
2.6. მონაწილე უყენებს ბრალს ადმინისტრაციას წესების არასწორად ინტერპრეტაციაში. რეალურად კი, ფორუმზე რეგისტრაციისას ყველა მონაწილე ვალდებულია მიიღოს ფორუმზე არსებული წესები და ამ წესების ადმინისტრაციისეული ინტერპრეტაცია. თუმცა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მოდერატორი ყოველთვის მართალია და ყოველთვის შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილების განხილვა პირად თემებში ზემო მდგომი ინსტანციის ჩარევით.
2.7. მონაწილე ეკამათება ადმინისტრაციას სასჯელის თაობაზე და აცხადებს რომ ის არ ეთანხმება წესებს (მაგ., მის წრეში ზემოთხსენებული მიმართვა არაა უხეში ან შეურაცხმყოფელი, ამიტომაც ის არ იმსახურებს სასჯელს). ადმინისტრაცია ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში მიღებულია ურთიერთობის სხვადასხვანაირი ფორმა, თუმცა, ამ კონკრეტულ საზოგადოებას, რომელსაც წარმოადგენს forum.ge, აქვს ურთიერთობის დადგენილი ფორმები და საზღვრები. ხოლო მომხმარებლის პირადი უთანხმოება ამ ნორმებთან და წესებთან ვერ გახდება მათ დარღვევაზე ადმინისტრაციის მხრიდან თვალის დახუჭვის მიზეზი, მეტიც, გამუდმებულმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ამ მონაწილის ფორუმის ექაუნთის გაუქმება.
2.8. მონაწილე ასაჩივრებს მოდერატორის ქმედებას პირდაპირ ზემო ინსტანციასთან (სუპერმოდერატორთან/ადმინისტრატორთან), ამ მოდერატორთან პირადი მიმოწერის ან პირად თემებში დისკუსიის გარეშე. ფორუმზე ეს დაუშვებელია, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციისათვის აუცილებელია ორივე მხრის არგუმენტების მოსმენა.
2.9. თუ მონაწილე ხშირად მიმართავს ადმინისტრაციას პროტესტით, მოთხოვნით, საჩივრით და ამავე დროს გამუდმებით არღვევს ზემოთხსენებულ პუნქტებს, მიუთითებს იმაზე, რომ ეს მონაწილე ვერ ახერხებს წესებში გარკვევას და მათ დაცვას. წესების ხშირი დარღვევა კი შეიძლება გახდეს მონაწილის ექაუნთის დაბლოკვის მიზეზი.
