#62438636 · 17 Jan 2026, 19:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Volkswagen Golf 5 1.9 TDI (BLS), 2007 წ. გამოშვება. დაძვრის დროს უკნიდან მესმის მოგუდული კაკუნისმაგვარი ხმა. თითქოს რკინა რკინაზე ერტყმევა, ოღონდ ეს ხმა მოგუდული/დახშულია. ანუ წკრიალა/მკაფიო ხმა არ არის, ნაჭერში რომ გაახვიო რკინები და ისე დაარტყა ერთმანეთს, დაახლოებით ასეთი ხმაა. ეს ხდება შენელების დროსაც, მაგრამ მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე, მაგალითად როცა 15-20 კმ/სთ-ით მივდივარ და გაზიდან ფეხს ავიღებ. მაღალ სიჩქარეზე არ ხდება. სამუხრუჭე სისტემა შევამოწმე და წესრიგშია. საბარგულიც გადავჩხრიკე ყოველი შემთხვევისთვის, მეთქი რამე ხომ არ აგდია და აქეთიქიტ ეხეთქება, მაგრამ არაფერია. მანქანა ავწიე, მაგრამ ხელოსანმა ვერაფერი იპოვა. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? რა შეიძლება იყოს?
|