კაებს ლაპარაკობს სანდრო

კაი რაღაცეები წერია კიდე დანარჩენიც, ნახეთ ლინკზე
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრინციპული სიახლეები არ გამოჩნდა, 2024 წლის არჩევნები ყველაზე არაპოპულარული არჩევნები იქნება ჩვენ უახლეს ისტორიაში და ამომრჩეველთა მობილიზება ძალიან გაჭირდება
14.03.2024 / 09:54
https://www.interpressnews.ge/ka/article/79...lian-gachirdeba- ბატონო ალექსანდრე, არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი. არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქართულ საზოგადოებაში არსებულ როგორ განწყობებზე და რა პოლიტიკურ თავისებურებებზე შეიძლება საუბარი?
- საუბარი საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობაზე შეიძლება. მეჩვენება, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ და მთლიანად გაწყვეტილი აქვთ საზოგადოებასთან საუბრის, მისი პრობლემების გაზიარების უნარი.
ვითომც, აქვთ მიღებული სამუდამო პოლიტიკოსობის მანდატი და თავის თავს ერის წინამძღოლებად განიხილავენ. როგორც ცნობილ ლექსშია: „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,/რომ წარვუძღვე წინა ერსა“.
მაგრამ, ჩვენი პოლიტიკოსები ილია ჭავჭავაძეები არ არიან და ასეთი განწყობებისთვის ინტელექტუალური პოტენციალი აშკარად აკლიათ. სხვათა შორის, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სცოდავენ.
ოპოზიციურ ფლანგზე კი ერთადერთი ლოზუნგი ისმის - უნდა შევცვალოთ მთავრობაო. ხოლო შემდეგ რას გააკეთებენ - სრული დუმილია. საზოგადოებაში კი ორაზროვნება და გაურკვევლობა სუფევს.
ერთი მხრივ, მოქალაქეებს ქართული „საოცნებო“ ადმინისტრაცია, რომელიც, აგერ, 12 წელი ხელისუფლებაშია, აშკარად მოჰბეზრდათ, მაგრამ მეორე მხრივ, არც ავადსახსენებელი „ნაციონალური“ თარეშის დაბრუნება სურთ. ალტერნატივა კი არ ჩანს. ვერც გიორგი გახარია, ყოველ შემთხვევაში - ჯერ ჯერობით, ვერ სთავაზობს ჩვენ საზოგადოებას რაღაც ახალ, მიმზიდველ პროექტს და ჩვენ განწირულნი ვართ ისევ და ისევ ამ უკვე აყროლებულ ქვაბში ვიხარშოთ.
დააკვირდით ტელევიზორის ეკრანს, რასაც მე, სხვათა შორის, სულ უფრო იშვიათად ვაკეთებ: ისევ ის სახეები, რომლებსაც ათწლეულები ვიცნობთ, ისევ ის ლოზუნგები, რომლებმაც თავი მოგვაბეზრა, ისევ გაუმართლებელი ყოჩობა, ისევ იდეათა სრული დეფიციტი.
თან ადამიანები, რომელთა რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან დაბალია, თავს უფლებას აძლევენ თავისი თავი საზოგადოების, ასე ვთქვათ, მაცნედ გამოაცხადონ, რაც, რასაკვირველია, დიდ გაღიზიანებას იწვევს. ამ თვალსაზრისით არც ახალი ალიანსებისა თუ პარტიების გამოჩეკა შველის საქმეს, ეს პრინციპულად სურათს ვერ ცვლის.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ პრინციპული სიახლეები არ გამოჩნდა, 2024 წლის არჩევნები ყველაზე არაპოპულარული არჩევნები იქნება ჩვენ უახლეს ისტორიაში და ამომრჩეველთა მობილიზება ძალიან გაჭირდება.
This post has been edited by მაწო:+) on 16 Mar 2024, 10:02