#62173298 · 14 Jul 2025, 16:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | აგვისტოში მივდივარ შემდეგი მარშრუტით თურქეთი-ბულგარეთი-რუმინეთი-უნგრეთი-ავსტრია-გერმანია.
|
მე 1 კვირაში მივდივარ მაგ გზაზე და იმის იქით კიდევ  QUOTE | საერთაშორისო მართვის მოწმობა ავიღე უკვე ყოველშემთხვევისთვის. |
არაფერში არ გჭირდებოდა...
QUOTE | მანქანაში აფთიაქი-ცეცხლმაქრი მაქვს. |
ეს მხოლოდ შენ პონტში თუ დაგჭირდა, არავინ გიმოწმებს. ასევე გედოს ელექტრო ნასოსი და აკუმლატორის დამქოქი პოვერ ბანკი, ან დარწმუნებული იყავი რომ კარგი აკუ გაქვს.
QUOTE | ბულგარეთი-რუმინეთი-უნგრეთის გზების მოსაკრებელს ონლაინ ვყიდულობ, თურქულს ადგილზე ვგეგმავ. |
ეგრე უნდა ქნა, ონლაინ გადაიხდი მაგეებს საიტებზე. თურქეთში იხდი გზაზევე ქართული ბარათით.
QUOTE | მწვანე დაზღვევა უნდა ვიყიდო იმ თვის დასაწყისში (ევროკავშირში სასიარულოდ), ღუქეთში ეს დაზღვევა არ ჭრის და ადგილობრივი უნდა ვიყიდო ? |
მწვანე ბარათი 1 თვიანი იყიდება აქ კომპანია მაგნუსში მხოლოდ, ღირს 400 ლარი. მაგას რომ იყიდი თურქეთშიც მოქმედებს და ცალკე თურქეთის ყიდვა აღარ გიწევს.
QUOTE | მიდობილობას ვაკეთებ თურქულად და ინგლისურად |
შენი მანქანით არ მიდიხარ? მე ბარსელონადან მომყავდა მანქანა მინდობილობით და თურქებმა არ შემიშვეს, ოღონდ ჩემი ესპანურად იყო გაკეთებული და ბოლოს ქრთამი აიღეს 350 ევრო და ისე გამატარეს.
თუ მანქანა შენს სახელზეა, შეგიძლია ჩერეზ სერბეთითაც წახვიდე, კარგი გზები აქვთ რუმინეთთან შედარებით და იაფიც არის ყველაფერი. ნუ გააჩნია რომელ ქალაქში მიდიხარ რა.
გაითვალისწინე, რომ მანქანაში თვალსაჩინო ადგილას არ დატოვო ჩანთები და ნივთები, ხშირია რომ მინას ტეხავენ და მიაქვთ ყველაფერი, პოლიცია ვერაფერს შვება. ამიტომ პასპორტები, ფული, მნიშვნელოვანი რამეები თან გქონდეს ხოლმე.
ასევე, ქართულ ნომრებზე კამერები ჩვეულებრივად წერენ ჯარიმებს სიჩქარის გადაჭარბებაზე და მერე საზღვარსე შესვლისას გადაგახდევინებენ, ამიტომ არ გადააჭარბო დასაშვებს.
მარტივად: თუ მანქანა შენს სახელზეა, თუ საბუთები წესრიგში გაქვს, არსად არ შეგაფერხებენ და ყველგან მარტივად გაგატარებენ. განსაკუთრებით თუ ბავშვი მიგყავს, ბავშვებს რომ ხედავენ არავინ ტვინს არ გიჭამს.
This post has been edited by karlo-fan on 14 Jul 2025, 17:24
|