by ანრი ბეილი in გეი ფილმი, ექსკლუზიურად პირადი, ცისფერი განცდები Tags: აღიარება, გეი, გეი პაემანი, გეი. აღსარება, გინება, გულახდილი საუბარი, დამშვიდობება, ლიბერალი, პიდარასტი, უშედეგო გეი პაემანი, ქამინგ აუთი, ქურდი, ჯოჯოხეთი, queer as folk
ვინც ჩემს ბლოგს თვალს ხშირად ადევნებთ გემახსოვრებათ “უშედეგო გეი პაემანის ციკლი ( პირველი , მეორე ) თუმცა გუშინ გაბრაზებას ცნობისმოყვარეობამ სძლია და შეხვედრა X_ დროს, X_ ადგილას დავთქვით. ამჯერად ლოდინი მას მოუწია

არ ვიცი როგორი ურთიერთობა გვექნება მომავალშi, შევძლებთ დამეგობრებას ან იქნებ საერთოდ ვერ მოვახერხოთ შეხვედრა, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები, გუშინ საუბრის დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
ვილაპარაკეთ ბევრი, საერთოც უამრავი აღმოვაჩინეთ. ორივეს გვეგონა რომ ჩვენი ადგილი ჯოჯოხეთში იყო, რომ ასაკის მატებასთან ერთად მანერულები გავხდებოდით და ბევრი ასეთი დეტალი.
ასევე, გავამყარეთ სტერეოტიპი რომ გეები სთრეითებზე ბევრად ჭკვიანები არიან ( ბოდიში ნატურალებო

) და დავასკვენით რომ “queer as folk“_ ის სერიალია, რომელიც ყველა გეიმ აუცილებლად უნდა ნახოს.
სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო
ნამდვილად შემრცხვა და სინდისის ქეჯნამ შემაწუხა იმის სიტყვების გამო, რომელიც პირად საუბარშ მივწერე ( აქ არ ითქმის

). აქ შევჩერდები, უბრალოდ გეტყვით რომ ზოგჯერ გარისკვა ნამდვილად ღირს.
ქალაქიდან გავდივარ და გასაგები მიზეზების გამო ვერ დავპოსტავ. მინდა უბრალოდ ეს 4 თვე შევაჯამო და გამოგემშვიდობოთ .
13-14 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც საკუთარ ორიენტაციაში გავერკვიე, დავასკვენი რომ ავადმყოფი ვარ, არაფერი მეშველება და ჩემი ადგილი ჯოჯოხეთშია.ვფიქრობდი, რომ განწირული ვარ, დადგება დღე როცა ჩემს ორიენტაციას ვეღარ დავმალავ, მანერული გავხდები და იძულებული ვიქნები, რომ თავი მოვიკლა.
საკუთარ თავს ჰომოსექსუალიზმზე ფიქრიც კი ავუკრძალე. ეკლესიაში დავდიოდი, ვლოცულობდი, და ღმერთს ვევედრებოდი, ჩემთვის ჯოჯოხეთის ალი აეცილებინა და “ნორმალური გავეხადე”.
დავიწყე ჭიდაობაზე სიარული (წიპა” ვაჟკაცური სპორტის პონტში) ”გავშავდი’, დავდიოდი რაზბორკებზე და ვაყენებდი ფურთხის ტბორებს, “ქურდობა” მინდოდა.
მე-10- მე-11 კლასში მივხვდი რომ ჩემგან “ქურდი” არ დადგებოდა, მივედი “ძმა-ბიჭებთან” და ამოვალაგე ყველაფერი, ვუთხარი რომ მიყვარდა წიგნის კითხვა, და არ მინდოდა რაზბორკებზე სიარული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ”ქამინ აუთის” პირველი მცდელობა იყო.
თუმცა, თვითგვემას ვაგრძელებდი, ვცდილობდი მეცხოვრა, როგორც ჰეტეროს, 1 წლის წინ , 18 წლის ასაკში გავიჩინე მეგობარი გოგო , რომელთანაც 6 თვე ვიყავი. თუმცა ერთ დღეს მივხვდი რომე ს ყველაფერი მარაზმია, რომ მე არ ვარ ავადმყოფი და ასე გაგრძელება არ შეიძლება. მივხვდი რომ ფსიქიკურად ვიშლებოდი. იმავე დღეს დავჯექი , ბლოგი გავაკეთე და პირველი პოსტიც დავწერე. ეს ახლახანს, 17 აპრილს მოხდა.
მიზანი?_ მინდოდა ჩემი ცხოვრების შესახებ ვინმესთვის მომეყოლა, ვიღაცასთან მაინც არ ვყოფილიყავი კომედიანტი
მიმიქარავს “იავნანამ რა ჰქმნას” ეფექტი, ბლოგმა მე ახალი ცხოვრება დამაწყებინა.
ამ 4 თვეში ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა, მივხვდი რომ არ ვარ მარტო, რომ არიან ადამიანები რომლებიც ჩემს მსგავასად აზროვნებენ, უყვართ, განიცდიან _ და არ არიან ავადმყოფები, როგორც მე მეგონა. სულიერად გავიზარდე, , შევძელი გამეცნო ერთი -ორი ადამიანი, რომლებმაც მიმიღეს ნიღბის გარეშე.
ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც მეილზე მკითხველის პირველი მესიჯი წერილი მივიღე. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების აღწერით მცირედით ვიღაცასაც ვეხმარები.
14 წლის ასაკში, ჩემ გვერდით არავინ იყო, რომელიც გონებიდან სტერეოტიპებს გამომირეცხავდა, მეტყოდა რომ მეც სრულფასოვანი ადამიანი ვარ.
თუმცა , ეს იმას არ ნიშნავს რომ ქუჩაში გამოვვარდი და ყვირილით გავაკეთე ქამინ აუთი, ამის გაკჯეთების აუცილებლობას ვერ ვხვდები. რეალურ ცხოვრებაში გეი ფრენდლი როჟას ვთამაშობ.
coming out
ზოგადად მე მაინც იმ აზრზე ვრჩები რომ არ არის აუცილებელი , შენი ორიენტაციის შესახებ ყველამ გაიგოს. განსაკუთრებით როცა საქმე მშობელს ეხება. რაც არ უნდა ლიბერალი მშობელი გყავდეს, როგორც არ უნდა გაგიგოს, მისთვის ქუჩაში მოსიყვარულე წყვილის დანახვა ყოველთვის მტკივნეული იქნება. ( სხვათა შორის ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრეთ გუშინ) .
ცოტა ვრცელი პოსტი გამომივიდა, ველი გამოხმაურებებს, და გემშვიდობებით. 3 კვირა მალე გაირბენს.
გამოხმაურება:
GT
ძალიან საინტერესო პოსტია, ვკითხულობი და ჩემი პრობლემები მახსენდებოდა

რაც ანალოგიურია, სურვილებიც დაემთხვა- ევროპა, წყნარი ცხოვრება, მშვიდი, სიყვარული, ერთგულება და ა.შ. მართლაც ძალიან რთული ხვედრია იყო გეი და მით უფრო რთული ცხოვრობდე საქართველოში. თავისუფლება ყველას გვინდა, თითქოს ბევრს არაფერს ვითხოვთ და იმაზე განსხვავებულს რაც ჰეტეროსექსვალებს აქვთ. მაგრამ უსამართლობა ზეიმობს და ამას ჩვენი ეკლესიაც ხელს უწყობს.
გამოხმაურება:
orzo
ძალიან გამეხარდა ეს ბლოგი რომ ვნახე, ეგ პრობლემები მეც მაწუხებს. თითქოს ჩემს თავს შევხედე. ნუ რა ვქნა მეც მჯერა და ვეძებ სიყვარულს
გამოხმაურება:
7-november
first of all, დავიწყებ იქიდან რომ გეი სიყვარული არსებობს, დიახაც არსებობს და ამის მთელი არსებით მჯერა… მჯერა იმისიც რომ ცხოვრებაში ბედნიერი ვიქნენი, ჩემს “gay love”-სთან ერთად… რაც შეხება ეკლესიას, ნუ მაინც ეს თემა ჩემთვის ერთგვარად ტაბუდადებულია დაჩემი შეხედულებები რელიგიაზე ცოტა განსხვავებულია სხვებისგან, არ ვუარყობ რა სისულელეა, მაგრადაც მწამს ღმერთის, უბრალოდ ეს “მამათმავლობა” არ მიმაჩნია დიიიიიდ ცოდვად, მითუმეტეს მაშინ, როცა ის სიყვარულშია გადაზრდილი.. არ მეთანხმებიით?? .. ხო აქვე ყველას უზომო ბედნიერებას გისურვებთ, არ იყოთ ბოროტები და შურიანები, უბრალოდ ისწავლეთ კარგის კეთება, ბევრი გაღიმეთ, ცოტა გაინძერით და დამიჯერეთ ყველაფერი ძალიან ძალიან ძალიან მაგრად იქნება…
გამოხმაურება:
ბურზო
ის განცდები, რაც ამ ბლოგში გაქვს აღწერილი, ჩემთვის ნაცნობია და ალბათ, ყველა გეისთვისაც. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამის გამზიარებელი არავინ გვყავს. რთულია, როცა ხვდები, რომ ამ სამყაროში მარტო ხარ – გარიყული საზოგადოებისგან მაშინ, როცა დახმარება ყველაზე მეტად გჭირდება. არ მინდა, ჩემი აზრები თავს მოგახვიოთ და დემაგოგად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეკლესია, პირველ რიგში, ზრუნავს ხალხის ზნეობრიობაზე. ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ უნდა უარმეყო ჩემი თავი, ანუ ის, ვინც სინამდვლეში ვარ? რატომ არ შეიძლება რომ ასეთად მიმიღონ? ჯვარი, რომელსაც ჩვენ ვზიდავთ ძალიან მძიმეა…
როცა ეკლესიაში სიარული დავიწყე, მივხვდი, რომ ეს ის ჯვარია, რომლის ტარებისკენაც მოგვიწოდებს მაცხოვარი (რომელიც ყველაზე მძიმედ მეჩვენება პირადად მე, რადგან ავადმყოფებს და გაჭირვებულებს მანუგეშებელი ჰყავთ, ჩვენ კი – მხოლოდ ზიზღს ვიწვევთ ადამიანებში). კიდევ ერთხელ, არ მინდა ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს, მაგრამ ჰომოსექსუალიზმი მძიმე ცოდვაა და ალბატ, უმჯობესი იქნება, თუ გეი მოინანიებს. ეკლესია მეხმარება, რომ სასო არ წარვიკვეთო ჰომოსექსუალურობის გამო. შეიძლება ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ლაჩრობა და საკთარი თავისგან გაქცევაა, მაგრამ, ჩემი აზრით, პირიქით, ეს სიმამაცეა., როცა საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებს ებრძვი ( ეს შეიძლება ბევრმა არასწორად გამიგოს). ჩემს სიტუაციას კიდევ უფრო ამძმებს ის დამცირება, რომლის გადატანაც ჰეტეროსექსუალებისგან მიწევს. ეს ჯვარია, რომელიც ადამიანმა უნდა იტვირთოს, ცხოვრების ბოლომდე. უცხოეთში წასვლაზე მეც მიფიქრია. ვოცნებობდი, როდის დადგებოდა დღე, როცა დამოუკიდებელ ცხოვრებას დავიწყებდი, მაგრამ ახლა, ღვთის შეწევნით ( უფლის დიდი წყალობა იყო, როცა ამ ცოდვისგან თავის დაღწევაში შემეწია), ვცდილობ შევიცვალო (მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლომდე ვერ განიკურნება ადამიანი). გავიღო ეს დიდი მსხვერპლი (საკუთარი თავის უარყოფა) ღვთისთვის, რომელიც ჩვენთვის განკაცდა და ჯვარს ეცვა. „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34) ამბობს უფალი. გააკეთო ეს ღვთისთვის, იმიტომ რომ ძალიან გიყვარს, აი ეს არის ნამდვილი სიყვარული და სიმამაცე. ფანატიკოსად ნუ მიმიჩნევთ, რადგან თქვენ არც კი იცით, თუ როგორ მესმის თქვენი და რა ახლობელია ჩემთვის ის განცდები,რაზეც წერთ, მაგრამ ნებისმიერ გეის შეუძლია, თუ მოინდომებს, ღვთის შეწევნით, რა თქმა უნდა, შეძლოს ეს ყველაფერი. ღმერთმა გაგაძლიეროთ!
გამოხმაურება:
Judas Iscariot
მოდი ასე გიპასუხებ მარტივად, მეც ვცადე რომ მევლო ეკლესიაშჳ მაგრამ რა ხეირი? გეის ”განკურნება” შეუძლებელია… ვერ დაგეთანხმები ბევრ რამეში თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს და ამას ხელს ვერ შევუშლით, მე ვფიქრობ შენ ამ ეტაპზეც არანაკლებ იტანჯები ვიდრე მე და ამის შემდგომ გკითხავ: რა განსხვავებაა ჩვენს შორის, ადამიანი რომელიც ეკლესიაში დადის და მე, რომელმაც ხელი ჩავიქნიე ,?
გამოხმაურება:
NAPSTER
განსხვავება ისაა, რომ იმდენად აღარ მაწუხებს ვნებები და არც თავს მივიჩნევ ყბედურად “გეობის” გამო. ეკლესია მეხმარება თავი ვიგრძნო პიროვნევად და მაძლევს იმედს დას ნუგეშს, რომ ის მსხვერპლი, რისი გაღებაც მე მიწევს, დამიფასდება. ეკლესიაში სიარულისას საოცარი სითბოთი და სიმშვიდით ივსება ჩემი გული და არ მინდა ეს მადლი დავკარგო რაღაც წუთიერი სიამოვნების გამო ( ცუდად არ გამიგო).
გამოხმაურება:
სპორტი
gamarjobat, eg saiti shemtxvevit agmovachine,yvelas tavisi cxovreba aqvs, lesboseli iqneba is tu gay. adamiani saertid tavisi orientaciit ar unda daapaso, magram saqartvelo mainc provinciaa, gay urtiertobaze xosaubari xedmetia, minda vipovo iseti adamiani vinc mxolod chemi iqneba samudamod da survili maqvs vinc gamochndeba mastan ertad cavide ucxoetshi madlobt………
გამოხმაურება:
მამაო ენუქი
fu tqveni sanam droa wadit eklesiashi da moinaniet codvebi sanam meored mosbvla daiwkebodeees drozeeett dzaalian cota dro gaavqt ufali dzalian brazobs tqvenze magram yvelapers gapatiebt tu mixvdebit tqvens danashaullsss drozet aiyvanet mamaoebi au es ra xdeaba saqartveloshi to imitomaa uwmindesi ro kankalebs tqvens gamoa es dzalian gtxovt ra mec aranaklebi codvili var magram wadit raa tore samudamo cecxli ar agcdebat jojoxetshiiiiiiii gevedrebit snaanam droa wadit ra eklesiashiii
გამოხმაურებ:
barcafan
ათი წლის ვიყავი, როცა მამაკაცისადმი ლტოვა გამიჩნდა. ვიზრდებოდი, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი, მაგრამ მიყვარდა კაბების ჩაცმა, „ბასანოჩკები“ „ქუსლოჩკებზე“. „ჩაკრასკვა“, ჩათხაპვნა, ინდური ცეკვების ცეკვა. როცა დედაჩემი ჩხუბობდა, ჩემი და ამბობდა, თეატრალურზე უნდა ჩააბაროსო. აღმოჩნდა, რომ თეატრი ცხოვრებაა, მე კი ამ ცხოვრებაში მარიონეტი ვერ ვიქნები. დღეს საკუთარი ცხოვრების რეჟისორი უფრო ვარ. გულახდილი რეჟისორი ვარ და, შესაბამისად, კარგიც გამოვდივარ. რადგან არ ვმალავ იმ სცენას, რომელიც ცხოვრებისეულია.
გამოხმაურება:
IOSKAMAN
არ მახსოვს პირველად როდის მივხვდი , რომ გეი ვიყავი.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბიჭებთან ურთიერთობა, ვგულისხმობ ეზოში მათთან ერთად ომობანას თამაშს და სხვა ბავშვურ გასართობებს. მშობლების ახირებით სპორტის თითქმის ყველა სახეობაში დავდიოდი , ფეხბურთის გარდა. მსიამოვნებდა შხაპის მიღების დროს, მათი შიშველი სხეულების დანახვა.
11-12 წლის ვიქნებოდი, როცა რომელიღაც ჟურნალში (სავარაუდოდ სარკეში) ერთი ბიჭის ”გულახდილი საუბარი წავიკითხე. სადაც თავის არატრადიციულ ორიენტაციაზე საუბრობდა, პირველად ეს ტერმინი მაშჳნ გავიგე. მივხვდი რომ ჩემი შემთხვევაც ანალოგიური იყო.
სამწუხაროდ კომპიუტერი და ინტერნეტი არ მქონდა და თუ კი რომელიმე ჟურნალში გეებზე სტატიას ვნახავდი დიდი ინტერესით ვკითხულობდი და ნელ ნელა ვხვდებოდი რომ მეც გეი ვარ.
იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს რაღაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო და რომ ბევრი პრობლემა მექნებოდა. რა უფრო ვიზრდებოდი მეგობრების რიცხვი ენლ ნელა კლებულობდა, არა არ მივიჩნევ რომ მანერული ვარ.. უბრალოდ ჩემი მსოფლმხედველობა მათთვის უცხო და მიუღებელი იყო.
ნელ ნელა ჩემს ცხოვრებაში მობილური ინტერნეტი და გამიოჩნდა და პირველი ფანჯარა გაიღო გეი სამყაროში….
14 წლის ასაკში პირველად შემიყვარდა, შემიყვარდა წრფელი გრძნობით და ცალმხრივად. ის ფოტოსალონში (თუ რა დავარქვა არ ვიცი ) მუშაობდა. მაღალი იყო და მოკლე წაბლისფერი თმა ჰქონდა., საოცრად დახვეწილი მანერებით. ვიცოდი რომ ის ჰეტერო იყო, უფრო სწორად ვხვდებოდი, თუმცა მის სანახავად და თვალის შესავლებად ყოველ მეორე დღეს მივდიოდი და რაღაც უაზრო ფოტოებს ვაბეჭდინებდი.
ძალიან დაულაგებლად ვწერ, მაგრამ მომიტევეთ , ნელ ნელა დავიხვეწები ….
ბლოგის გაკეთება იმან გადამაწყვეტინა რომ მინდოდა ჩემი ცხოვრების შესახებ ბევრს გაეგო, აქ რაღაც დეტალები იქნება დამალული , რადგან ჩემი იდენტიფიცირება არ მოხდეს, ჯერ არ ვარ მზად რომ ჩემი ორიენტაცია საჯარო გავხადო. ველოდები იმ დღეს როცა წავალ უცხოეთშჳ და იქ თავისუფალ ცხოვრებას გადავწყვეტ.
აქ ცხოვრებამ კი მართლა დამღალა. თქვენი არ ვიცი და მე უკვე მომბეზრდა ამ მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ არც იმის გამბედაობა მყოფნის რომ თუნდაც ახლო მეგობარს გავუმხილო. არ ვიცი ის რას იფიქრებს, ან შემდეგ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, მე კი არც ერთი ადამიანის დაკარგვა არ მინდა.
ვცხოვრობ მონოტონურად და ვეძებ სიყვარულს . ( ამ სიტყვების წაკითხვისას ახალბედა გეი გაიფიქრებს, მეც მაგას ვეძებო, სტაჟიანს კი ირონიულად გაეღიმება, როგორ გეტყობა რომ ნირჩი ხარო smile.gif თქვენია რ ვიცი მაგრამ მე მჯერა გეი სიყვარულის და მინდა გვერდით სასურველი ადამიანი მყავდეს.
თქვენ რას იტყვით?
გამოხმაურება:
kardu
რამე კანონი ირღვევა?
This post has been edited by SPLIYVI on 30 Apr 2011, 03:49