დღეს ელბაქიძეზე "სამაია"-ს გაპარტახებულ სკულპტურულ კომპოზიციას რომ ვუყურებდი, მეთქი ეს სასწრაფოდ სარესტავრაციოა და გადასატანია მანდედან სადმე სადაც დიდი მრგვალი სივრცეა. გამახსენდა სულ ორი მსგავსი ადგილი თბილისში - მრგვალი ბაღი და ახმეტელის მეტროსთან მუხიანის დიდი წრე. მრგვალ ბაღში ისედაც დგას პატარა შადრევანი და მუხიანის წრეს კი მოუხდებოდა "სამაია".
ჰოდა ამაზე ფიქრში თავში გამიელვა ერთმა აზრმა წრიდან მეტროსკენ მონაკვეთში სრული განუკითხაობაა ტრანსპორტის მხრივ. ხომ არ აჯობებს ამ წითლად მონიშნულ სივრცეში აიკრძალოს სამანქანო მოძრაობა თავისი პარკინგით და ეს არეალი თემქა-მუხიანის ტრანსპორტის მოწესრიგებულ კვანძად იქცეს.
წესით მუხიანი-ცენტრის ნაკადს თავისუფლად გაატარებს შენგელიას ქუჩა, ხოლო მუხიანი-გლდანის კი ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა.