არ მჩვევია ქართველებზე ცუდის თქმა რაც არ უნდა იყოს მუდამ ვიცავ ქართველებს; ქართველი არ არის სულით ბოროტი,არ არის სადისტი, არ არის ქურდი, ა.შ. მუდამ გავიძახი, ესენი სხვა ჯიშია ჩვენ ქართველებს რომ გვირევია...განა იმიტომ რომ ვიტყუები, არა, მართლა ასე ვფიქრობ მაგრამ 1 რამე რაც ყველამ ჩვენ ვიცით უხსოვარი დროიდან ბევრი სისხლით ქართველი შადიმანი გვყოლია!
მარტო ის ფაქტი რად ღირს რომ ულამაზეს გოგო-ბიჭებს თავად თავადები ყიდნენ!!! უხსოვარი დროიდან! დღემდე!!!დიახ, აგერ დღემდე....თამუნა მუსერიძის ´ვეძებ´ყველამ იცით რა ხდებოდა როგორ ყიდდნენ, როგორ აცლიდნენ ჩვილებს სამშობიაროებში დედებს !!!
ამ ცოდვას სად წავუვალთ ქართველები!!!
ანდა 90წლ იმ ცოდვას ქართველები ერთურთს რომ დაესიენ და ამოხოცეს!
ყველა ერს თავის ნაკლი აქვს მაგრამ ჩვენნაირი თურმე არც ერთს!!!
სულით გამყიდველობა და ერთმანეთის მოშურნეობა და სიძულვილია სამწუხაროდ ჩვენი მტავარი თვისება და ამაზე უარესი რაღაა?! ამიტომაც ვისჯებით! უკვეც ვქრებით....30წლში გავნახევრდით და ამ ტემპით თუ წავიდა აქ 20წლ ქართველი აღარც ივლის!
ამიტომ მოგიწოდებთ რომ დავფიქრდეთ ამაზე რატომ დავდივართ მუდამ ამ წრეზე, რატომ ვართ რესურსებით, მიწით ეს მდიდარი ქვეყანა ასეთ დღეში და გულით ვილოცოთ ყოველ დილას თვალს რომ გავახელთ ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდვების მოტევებით...იფიქრეთ ამაზე
ახლა კი ნახეთ ეს კაცი რას ყვება; როგორ ამარაგებდა რუსეთი იმ დაწყევლილ ომში/92წლ ორივე მხარე სიარაღით რომ ერთმანეთი ეხოცათ! და იგივეს აკეთებს ახლაც!
საქართველო უქართველებოდ ეს ზღაპარი არ არის!
უკვეც აღწევს ამას, ჩვენ 3 მილიონიც არ დავრჩით და ეთნიკური ქართველები ამის ნახევარიც აღარ დარცა ქვეანაში!
ქართველმა სხვა/ ჩვენი მოძმე ერის სიფათი მიიღო კაი ხანია!
რუსეთი მუდამ იყენებდა ამ ჩვენს ცუდთვისებას ჩვენს წინააღმდეგ!
აი, მოუსმინეთ ეს კაცი რას ამბობს, როგორ ამარაგებდა რუსეთი იარაღით ძმათა მკვლელ ომში ორივე მხარეს!
მამუკა არეშიძის სკანდალური ინტერვიუ - „ვიცი, ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა და მომავალმა თაობამ“
https://kvirispalitra.ge/article/116775-mam...mavalma-taobam/ * * *
თბილისის ომის დროს რუსები იარაღით ორივე მხარეს ამარაგებდნენ. როცა სასტუმრო "თბილისი" იწვოდა, კიტოვანის მომხრეები "იმელში" იყვნენ გადასული. მეც იქ ვიყავი, იმიტომ, რომ იმხანად ოპოზიციაში ვიყავი. სამწუხაროდ, ჩართული ვიყავი იმ პროცესში. ჩართულობას იმიტომ კი არ ვნანობ, რომ პოლიტიკური გემოვნება შემეცვალა, არამედ იმიტომ, რომ ძმათა მკვლელი ომის მონაწილე ვიყავი. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა როგორ იცლებოდა "იმელის" შენობასთან. იმ ავტომობილის დაცვაში იყვნენ რუსული სპეცდანიშნულების რაზმ "ღამურების"“ წევრები. ამას განმასხვავებელი ნიშნით მივხვდი, რომელიც ეკეთათ. ნახევარი მანქანა რომ ჩამოცალეს, ვკითხე, რატომ არ ცლით ბოლომდე-მეთქი, და მიპასუხეს, დანარჩენი იქითა მხარისთვის მიგვაქვსო. თუ არ ვცდები, ეს იყო 1992 წლის იანვრის დასაწყისი. ვიცი, რომ ეს ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა და მომავალმა თაობამ. სხვათა შორის, ამას პირველად ვამბობ. რუსეთს არც ერთი მხარე არ აინტერესებდა, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერთმანეთს წაჰკიდებოდა ხალხი, მთავარი იყო, აქ დაძაბულობის კერა შექმნილიყო.
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)