ამ თემის გახსნა მაშინ მინდოდა, როცა მაკედონიასთან წავაგეთ, მაგრამ არ მინდოდა ''ისარი''

თემა ყოფილიყო. მაშინ დავთქვი, გავალთ და მერე გავხსნი მეთქი და მევიდა ჩემი დრო

ყველა ეს კლუბი დაახლოებით 4-5 ათასმა ფანმა შექმნა, საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ალბათ ბევრი წელი გავა, სანამ ასეთი რამ ჩვენთანაც შესაძლებელი იქნება. ეს მოძრაობა ევროპის ქვეყნებშიც ახლა იდგამს ფეხს... ამიტომ თემა უბრალოდ ინფორმაციისთვის იყოს. აქ დავპოსტავ ხოლმე და მოვაგროვებ, წიგნებს, სტატიებს და ინფორმაციებს ამ მოძრაობის შესახებ.
დასაწყისში თეორიული მსჯელობა რომ არ გამოვიდეს, სამ ამბავს მოვყვები თანამედროვე ფეხბურთის წინააღმდეგ.
***
პირველი ამბავი იუნიონისტაზეა. წელს, იანვარში კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ფანების დაარსებული ეს კლუბი ვილიარელას შეხვდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. შემდეგ ეტაპზე ბარსელონას დაუპირისპირდა. ოდესღაც არსებობდა სალამანკა, რომელიც 70-იან და 80-იან წლებში პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა. კლუბი 1998-99 წლების სეზონში გავარდა პრიმერადან. 2013 წელს ოფიციალურად დაიშალა, მაგრამ ფანებმა შექმნეს იუნიონისტა. ხალხის კლუბი, რომელიც მთლიანად გულშემატკივრების საკუთრებაა. მხოლოდ ისინი იღებენ ყველა გადაწყვეტილებას.
***
მეორე ამბავი არის უიმბლდონზე, რომლის მფლობელებმაც დათვალეს და გადაწვიტეს, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა სხვა ქალაქში გადასვლა. რაც ბიზნესისთვის ლოგიკური გადაწყვეტილებაა, ფანებისთვის უბრალოდ სისულელეა. მათ დააარსეს AFC Wimbledon. ახლა ეს კლუბი თამაშობს ლიგა 2-ში. ამ ლიგაშია დონსი. ის კლუბი, სხვა ქალაქში გადასულების... 2 მარტს ერთმანეთს შეხვდნენ და ფანების უიმბლდონმა მოიგო. 94-ე წუთზე გაიტანეს გოლი. მსაჯმა 12 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. სულ ასეა, წინა თამაში წააგეს, უიმბლდონის ორი ფეხბურთელი გააძევეს.
***
მესამე ამბავი ომინიაზეა. კვიპროსი 1960 წელს გათავისუფლდა კოლონიური რეჟიმისგან. აპოელი იყო კოლონიური რეჟიმის მომხრე მდიდრების კლუბი. აპოელიდან გამოაგდეს ის ფეხბურთელები, რომლებიც რეჟიმის წინააღდეგ გამოდიოდნენ. ისინი გახდნენ ომონიას პირველი ვარსკვლავები. აქედან იწყება აპოელის და ომონიას დერბი, რომლის უკანაც რეალური სამოქალაქო ომი დგას... 2018 წლისთვის კლუბის ყიდვა გადაწვიტა ოლიგარქმა პაპასტავრუსმა. ფანები ეწინააღდებოდნენ და დიდი ბრძოლები იყო, მაგრამ კლუბი მაინც გაიყიდა.
საპასუხოდ, დააარსეს ახალი კლუბი. ომონია 29 მაისი, რომელსაც ფლობენ ფანები. ყოველი წლის მაისში არის კრება, რომელზე დასწრებაც ყველას შეუძლია. წელს ძალიან ახლოს არიან უმაღლეს ლიგაში გადმოსვლასთან. ამ წუთისთვის მეორე ლიგას ლიდერობენ და მომავალ წელს ფანების კლუბი პირველად ითამაშებს უმაღლეს ლიგაში.