Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ტოტემი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61132306
· 2 Apr 2024, 23:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტოტემი არის ადამიანის არაცნობიერში აკუმულირებული ენერგია, რომელიც ვიზუალიზაციას განიცდის და იღებს ტოტემური არსების სახეს. ტოტემური არსება შეიძლება იყოს ცხოველი, ფრინველი, მცენარე, მითიური არსება.
ტოტემიზმი რელიგიურობის ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა, შამანიზმთან და ანიმიზმთან ერთად. სათავეს იღებს უხსოვარი დროიდან, როდესაც ადამიანი ბუნებასთან მჭიდრო კავშირში იყო. ტოტემის გადმონაშთები და ნიშნებია თუნდაც სახელმწიფოების გერბებზე გამოსახული ცხოველები და სხვა არსებები, როგორც ერის იდენტიფიკატორი სიმბოლოები. ცხოველის მნიშვნელობის მქონე სახელები და გვარები. ტოტემიზმი აქტიურად არის შემორჩენილი იმ რეგიონებსა და ხალხებში, სადაც შამანური და მარტივი რელიგიური ცნობიერება დღემდე არის შემონახული: ამერიკის ინდიელთა ტომები, ციმბირის რეგიონი, ავსტრალია, აფრიკული ტომები...
ძველ დროში ტოტემურ არსებებს ცნობდა მთელი საგვარეულო, მოდგმა, ტომი. ეს იყო მათი შეკავშირებისა და იდენტიფიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. დღეს, როდესაც ძველი პატრიარქალური წყობილება დასუსტებულია და ადამიანთა შორის კავშირები იცვლება, საგვარეულო და ტომობრივი ტოტემები ჩრდილში წავიდა, თუმცა ზოგი სახელმწიფოს წარმოდგენა სიმბოლური ცხოველით ასევე ტოტემიზმს უკავშირდება. დღეს ფოკუსირებულები ვართ უფრო ინდივიდუალურ, პირად ტოტემებზე.
არის ხატოვანი გამოთქმა: ადამიანი კი არ ირჩევს თავის ტოტემს, არამედ ტოტემი ირჩევს ადამიანს. ტოტემის მიზანია არსებობის პირველადი მიზნის მიღწევა: გადარჩენა. როდესაც ადამიანი გაცნობიერებულად უერთდება და შეიცნობს თავის ტოტემს, იგი გააზრებულად იქცევა ამ ტოტემური არსების მსგავსად. მასთან პოულობს საერთოს, გრძნობს მასთან სიახლოვეს. ძველ დროში ტომები კონკრეტულ ტოტემში თავიანთ ნათესავს ხედავდნენ, იმდენად ძვირფასი იყო მათთვის კონკრეტული ცხოველი/ფრინველი. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ინდიელთა ომაჰას ტომში მომაკვდავ ადამიანს ბიზონის (თავიანთი ტომის ტოტემური ცხოველის) ტყავში გაახვევდნენ, სახეს ტოტემის ფერებში შეუღებავდნენ და ასე მიმართავდნენ: "შენ ბიზონებთან მიდიხარ! შენს წინაპრებთან მიდიხარ! გამაგრდი!"
ტოტემი არის საკუთარი ცხოველური ბუნების გააზრება, მასთან დაახლოვება და მისი ალგორითმებით მოქცევა მიზნის მისაღწევად. ეს არის ძალა, რომელსაც ადამიანი იაზრებს საკუთარ თავში, ბუნებასთან უშუალო კავშირით. ტოტემის ძიების სხვადასხვა გზა არსებობს. როდესაც ადამიანი იპოვის მას, სულიერი თვალსაზრისით იგი უერთდება იმ ტოტემური არსების მთელ სახეობასა და მათ ენერგიას, შეიძენს მათ ბუნებრივ სიფხიზლეს. ტოტემი არის კარგი ფილტრი, რათა ადამიანმა ზედმეტი მოიშოროს, პირველყოფილი ალგორითმები გაიხსენოს და ცნობიერება გაიჯანსაღოს.
ამ თემაში ვისაუბროთ ამ სულიერ პრაქტიკაზე. იცი რა არის შენი ტოტემი? რას იღებ მისგან? როგორ განიცდი მასთან სიახლოვეს?
--------------------
"მგლები თავისუფალი ხალხია, - თქვა მამა მგელმა."
("ჯუნგლების წიგნი")
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61147515
· 9 Apr 2024, 11:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გველის ტოტემი
გველი მიწის ენერგიას განასახიერებს, რადგან იგი უმეტესად მიწაზე გხვდება. ეს ტოტემი ადამიანს ერთგვარ დამიწების შეგრძნებას აძლევს.
გველი წარმოადგენს სასიცოცხლო ძალის პირველყოფილ ფორმას, საბაზისო ინსტინქტებს. ადამიანი, რომელიც ამ ცხოველს საკუთარ ტოტემად შეიგრძნობს, ამ პირველყოფილებას გამძაფრებულად აღიქვამს.
პირველყოფილი ენერგია
ინდურ კულტურაში გველი არის "კუნდალინის" ენერგიის აღმნიშვნელი, სიმბოლურად ეს ენერგია ადამიანის წიაღში დახვეულია გველივით. ადამიანი მოწოდებულია ეს საბაზისო ენერგია გააღვიძოს და აიტანოს გააზრების სიმაღლეზე, შეძლოს მისი რეალიზება.
აღორძინება
გველის მიერ ტყავის ცვლა ხაზს უსვამს ამ ტოტემური ცხოველის უნარს, რომ ადამიანს მისგან ეძლეოდეს განახლების უნარი. ცნობიერება იცვლის თავის "ტყავს" და ამით მოიპოვებს საშუალებას, რათა განვითარდეს, ავიდეს სხვა საფეხურზე.
მკურნალობა
გველი მკურნალობას უკავშირდება. მისი შხამი ოდითგანვე გამოიყენებოდა ამ მიზნისთვის. ამ ტოტემის წარმომადგენელ ადამიანს აქვს სულიერი თუ ფიზიკური აღდგენისა და მკურნალობის ნიჭი.
ცვლილება
გველის ტოტემის გაცნობიერება ადამიანისთვის დიდ და საფუძვლიან ცვლილებებს უკავშირდება. ეს ცხოველი საბაზისო ინსტინქტებს აღნიშნავს და შესაბამისად მისი გააზრება ცნობიერებას ძირფესვიანად უნდა ცვლიდეს.
სიბრძნე
გველი სინამდვილეში არ გამოირჩევა ცხოველებს შორის მაღალი ინტელექტით. გაცილებით უფრო მარტივი არსებაა, ვიდრე გვგონია ხოლმე. მისი სიბრძნე სხვა რამეში მოიაზრება. ეს არის ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც ძალიან ძველი დროიდან მოდის, ამ ცხოველს პრეისტორიული პერიოდიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია, ანუ როგორც არსება და სახეობა ახერხებს გადარჩენას სხვა სახეობებზე უფრო ეფექტურად. გველის ტოტემი ადამიანს ეხმარება, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის ძალა, ქცევის ალგორითმები, რომელიც მის თვითგადარჩენის ინსტინქტს გააძლიერებს.
დაცვა
გველის ტოტემი მოწოდებულია ძლიერი დაცვისთვის. ის ცნობიერებაში აამოქმედებს იმ ალგორითმებს, რომლებიც პიროვნებაში დაცვით მექანიზმებს ააქტიურებს.
მოქნილობა
გველი საოცრად მოქნილი სხეულის მქონე არსებაა და ეს აისახება იმ ადამიანზეც, ვინც ამ ცხოველს თავის ტოტემად იღებს. ცნობიერება შეიძენს იმ საოცარ მოქნილობას, რაც გველის გამორჩეული თვისებაა. ცნობიერება შეიძენს მოქნილობასა და ტევადობას ინფორმაციის ათვისებისას იმის გამო, რომ გველი საკვებს (სიმბოლურად ინფორმაციას) ჭამის დროს კი არ ანაწევრებს, არამედ ერთიანად შთანთქავს. ამ ტოტემს ახასიათებს ინფორმაციის დიდი მოცულობის ერთიანად შთანთქმა და მონელება.
საფრთხის დადგენა
გველზე მომართული ადამიანი ამ ცხოველივით ადვილად და სწრაფად ადგენს საფრთხეს. გველის სენსორული უნარები საკმაოდ განვითარებულია საამისოდ, განსაკუთრებით ძლიერია მისი ყნოსვა, ამისთვის იგი ენას გამოყოფს ხოლმე და ჰაერში იჭერს სუნს. გველის ტოტემის მქონე ადამიანსაც, შესაბამისად, ცხოვრებაში ძლიერი "ყნოსვა" აქვს.
გველის ტოტემის თანმდევი უარყოფითი ნიშნები შეიძლება იყოს: 1) ცუდი მხედველობა; 2) ემოციებზე კონტროლის დაკარგვა; 3) შეგრძნება, რომ მას ვერ უგებენ; 4) ინტუიციის მოჩლუნგება.
გველის ტოტემს იყენებ, როდესაც:
1) განიცდი კონფლიქტს, ეჭვს, იმედგაცრუებას, გჭირდება იმედი, რათა წინ წახვიდე.
2) გჭირდება დაცვა მენტალურ და ფიზიკურ დონეზე.
3) დიდ ცხოვრებისეულ საკითხებზე პასუხი გჭირდება.
4) საკუთარ თავში ჩახედვა და მეტის გაგება გჭირდება.
5) გსურს წარსულის გაშვება და ცხოვრებისეულ ცვლილებებთან შეწყობა.
6) სულიერ და ფიზიკურ აღდგენა-განკურნებას ეძებ.
7) განიცდი სტრესსა და შიშებს, გჭირდება ძალა და გამხნევება.
8) შენს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები იწყება.
9) დამიწება გჭირდება.
10) სიბრძნესა და შინაგან სიმშვიდეს ეძებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61154677
· 11 Apr 2024, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მგლის ტოტემი
ძლიერი ინტუიცია: თუ სიზმარში მგელს ხედავ, ეს იმის ნიშანია, რომ ინსტინქტები გიმძაფრდება. გზის გაკვალვისას გარეშე პირთა მსჯელობები ან რჩევები აღარ გჭირდება. გონება ეჭვებისგან თავისუფლდება და შინაგანი კომპასი სწორ მიმართულებას გიჩვენებს.
მაღალი ინტელექტი: მცდარია შეხედულება, რომ მგლები გარემოებებზე წმინდად იმპულსიურად მოქმედებენ. ისინი ფრთხილად გათვლიან თავიანთ ქმედებებს და პასუხს თავიანთი გამოცდილებითა და სიბრძნით იძლევიან. შესაბამისად მგლის ტოტემი აფრთხილებს გაუაზრებელ ქმედებებზე. იძლევა რჩევას, რომ მიენდო შენს უნარებს და დადგე ოპონენტების თამაშზე მაღლა.
ერთგულება და კომუნიკაცია: მგელი ძალზე ერთგულია თავის ხროვის. აქვთ კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები, რომლითაც ოჯახის წევრებთან სიახლოვეს ინარჩუნებენ. მგელი მოდის შენთან, რათა შენი გზა გიჩვენოს და უბედურებასა და მარტოობაში შენი ოჯახი გაგრძნობინოს. საკუთარ შინაურობასთან კავშირის აღდგენის გზას იპოვი.
თავისუფლების დიდი მოთხოვნილება: მგელი ვერ იტანს სხვის ზეწოლას. თავისუფალი არსებაა და თავის ჭკუაზე დადის.
როდესაც მგელი გხვდება სიზმრებში, ეს გაფრთხილებაა, რომ მეტი ყურადღება გმართებს, დამოუკიდებლობას კარგავ. ნიშანია, რომ შენი თავისუფლება უნდა დაიცვა და ტერიტორიისთვის უნდა იბრძოლო.
მგელის ტოტემის მატარებელი ადამიანი მძაფრად იაზრებს საკუთარ ინსტინქტებს და იღებს მათ. ხდება დამოუკიდებელი, მამაცი და უშიშარი. სხვას არ გამოაყენებინებს თავს, იძენს პიროვნულ ქარიზმას, რის გამოც მის მიმართ პატივისცემით განეწყობიან.
მგლის ტოტემი ნიშნავს დიდ გამოცდილებას, რომლითაც მრავალი დაბრკოლება გადაილახება, მატებს შეუპოვრობას. მგელი ხროვის ცხოველია და ის გასწავლის, თუ როგორ იცხოვრო ჯგუფში. მარტო ცხოვრებისა და მოქმედების შემდეგ იგი იძლევა ჯგუფში მოქმედების ცოდნას.
მგლის ტოტემი იძლევა ასევე მომეტებულ აგრესიას, ვერაგობას და საკმაო ძალას, რათა გახდე გაცილებით საშიში და ეს მეტ პასუხისმგებლობასაც ითხოვს, რათა ამ ყველაფრის კონტროლი შეძლო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61188975
· 22 Apr 2024, 14:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათვის ტოტემი
დათვი როგორც ტოტემური ცხოველი იძლევა ძალასა და თავდაჯერებას. როდესაც ძალა გამოგეცლება, დათვი გეხმარება, რათა საკუთარ თავში ძალა და სიმამაცე გამონახო. მძიმე წუთებში იგი საკუთარი ინსტინქტების მოსმენას გასწავლის.
დათვი აღძრავს ადამიანს ლიდერობისკენ, რათა გააუმჯობესოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი მდგომარეობაც. იგი სხვებში იწვევს პატივისცემის გრძნობას.
დათვი ავითარებს ისეთ თვისებებს, როგორიც არის: მეგობრულობა, ემპათიურობა, მოთამაშის ბუნება, ზოგადად ალტრუისტული თვისებები, რომლებიც დათვის ტოტემს ახასიათებს.
იგი ავითარებს იმ ძალას, რომელიც ადამიანს პასუხისმგებლობას აგრძნობინებს, რათა სხვები უმიზეზოდ არ დააზიანოს, როდესაც ამის საჭიროება არ არის. ამ ტოტემის მქონე ადამიანს უყვარს თავისი ოჯახის წევრები და აქვს იუმორის შესანიშნავი გრძნობა.
დათვის ტოტემს ახასიათებს:
ძალა
მიუხედავად დიდი ზომისა, დათვი ძალიან მოქნილია. ძალიან ღონიერია. ბევრი უნარი აქვთ საკვების მოსაპოვებლად, როდესაც საკვებს მოიპოვებენ მიწაზე, წყალში თევზაობისას, ხეზე ცოცვისას. მისი ძალა უბრალოდ უხეში არ არის, იგი ასწავლის დიპლომატიასაც.
დაცვის უნარი და სიმამაცე
დათვი ერთგულად იცავს თავის ნაშიერებს და ოჯახის წევრებს. მისი ტოტემი ადამიანს აღძრავს თავისი საყვარელი ადამიანების, ტერიტორიისა და საკუთრების დასაცავად.
მოთმინება
დათვი, როგორც მომთმენი მონადირე, ადამიანს უვითარებს უნარს, რათა თავის მიზანზე მოთმინებით ინადიროს.
სიფიცხე
კეთილშობილება
მოთმინება
ცნობისმოყვარეობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anatory
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Anatory
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1104
წევრი No.: 22733
რეგისტრ.: 29-August 06
#61549775
· 18 Sep 2024, 20:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საინტერესოა მელიის ტოტემი თუ არსებობს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
markscheider
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
markscheider
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 216
წევრი No.: 274256
რეგისტრ.: 10-September 24
#61549971
· 18 Sep 2024, 21:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
იცი რა არის შენი ტოტემი?
რანაირად გავიგო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61560536
· 23 Sep 2024, 15:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anatory
QUOTE
საინტერესოა მელიის ტოტემი თუ არსებობს?
კი. მსოფლიოში უამრავი ხალხის ფოლკლორში არის წარმოდგენილი მელა. მისი მსგავსი ადამიანი არის რა თქმა უნდა საზრიანი, სიტუაციებს ძალიან კარგად იყნოსავს (მელას ძლიერი ყნოსვა), არის საკმაოდ მოქნილი თავის მოქმედებებში.
და კიდევ: ადამიანი, რომელიც მელას ტოტემს გრძნობს ახლობლად, აქვს ერთი მოთხოვნილება და უნარი: რომ იყოს შეუმჩნეველი, უხილავად მოქმედებდეს ხშირად, დამალვის კარგ უნარებს ავლენს (ისევე, როგორც მელას ეხერხა კარგად შენიღბვა)
markscheider
QUOTE
რანაირად გავიგო
შენს აღქმაში ტოტემია ის ცხოველი, რომელიც შენს გულთან ძალიან ახლოს მოდის. ასეთი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ უნდა გაითვალისწინო შემდეგი სატესტო შეკითხვები.
რა აზრებს იწვევს კონკრეტული ცხოველი, რომელიც შეიძლება იყოს შენი ტოტემი?
თავს როგორ გრძნობ, რა ემოციები გეუფლება როცა ტოტემურ ცხოველს ხედავ?
რომელი ცხოველით იყავი მუდამ აღფრთოვანებული?
რომელი ცხოველი მოდიოდა ფიქრებში უფრო ხშირად, რომლისთვის ცდილობდი მიგებაძა?
კონკრეტული ცხოველის ძლიერი და აკვიატებული შიშიც ტოტემის მანიშნებელია ზოგჯერ - გამოწვევა, რათა დაამუშავო მისი მნიშვნელობა, რათა აღმოაჩინო მასში ტოტემი.
ასევე შეიძლება გამოიყენო ეს შეკითხვები, რომლითაც ტოტემს უფრო კარგად გაარკვევ. რომელი ხარ უფრო მეტად?
მტაცებელი თუ ბალახისმჭამელი?
აქტიურობა ღამით გირჩევნია თუ დღისით?
ერთ ადგილას მცხოვრები ტიპი ხარ თუ ასე ვთქვათ "მომთაბარე"?
ჯგუფში თუ მარტო მცხოვრები? (პარალელი - ინტროვერტი თუ ექსტროვერტი)
მკაცრი იერაქრია გირჩევნია თავის სახეობაში (გარემოცვაში) თუ თავისუფლება?
როგორ ადგილას ცხოვრება და ყოფნა გსიამოვნებს? მსგავსება ტოტემის საცხოვრებელ გარემოსთან (რომელი ეკოსისტემები გიყვარს უფრო? ტყე, სტეპები, ტენიანი თუ მშრალი ადგილები, უდაბნოები და ა.შ.)
რომელ ცხოველს ჰგავხარ ქცევაში, მანერებში, ჩაცმულობაში, ცხოვრების სტილში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
markscheider
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
markscheider
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 216
წევრი No.: 274256
რეგისტრ.: 10-September 24
#61560577
· 23 Sep 2024, 16:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
მადლობა. რთული ყოფილა მაგის მიხვედრა. რამდენიმე ცხოველი მიყვარს განსაკუთრებით, მიჭირს ერთამდე დაყვანა.
QUOTE
კონკრეტული ცხოველის ძლიერი და აკვიატებული შიშიც ტოტემის მანიშნებელია ზოგჯერ - გამოწვევა, რათა დაამუშავო მისი მნიშვნელობა, რათა აღმოაჩინო მასში ტოტემი.
ბავშვობაში ძაღლების მეშინოდა ძაან, ჯელობაშიც. ნებისმიერი პატარა ძაღლის დაყეფილზეც ჟრუანტელი მივლიდა. რამდენიმე წელია მყავს ძაღლი და ძალიანაც მივეჩვიე, ქუჩის ცუგოებსაც არ ვტოვებ მოუფერებელს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61560975
· 23 Sep 2024, 19:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
markscheider
QUOTE
მადლობა. რთული ყოფილა მაგის მიხვედრა. რამდენიმე ცხოველი მიყვარს განსაკუთრებით, მიჭირს ერთამდე დაყვანა.
არც ისე რთულია. ადამიანს შეიძლება რამდენიმე ტოტემიც ჰყავდეს, რომლებიც ფუნქციურად მის სხვადასხვა უნარებს შეესაბამება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთი არსება გამოირჩევა, როგორც წამყვანი ტოტემი, რომელზეც უფრო მეტად ფოკუსირდება ყურადღება. არ არის აუცილებელი, რომ ერთი იყოს.
QUOTE
ბავშვობაში ძაღლების მეშინოდა ძაან, ჯელობაშიც. ნებისმიერი პატარა ძაღლის დაყეფილზეც ჟრუანტელი მივლიდა. რამდენიმე წელია მყავს ძაღლი და ძალიანაც მივეჩვიე, ქუჩის ცუგოებსაც არ ვტოვებ მოუფერებელს.
შიში ზოგადად გამოწვევაა, რომელიც ადამიანმა უნდა დაამუშავოს და გააცნობიეროს.
ძაღლს რაც შეეხება, შეიძლება შინაური ცხოველიც აირჩიოს ადამიანმა თავის ტოტემად, მაგრამ ძაღლებით ადამიანი ირიბად მაინც აქცენტს აკეთებს მის გარეულ ნათესავებზე, ძაღლისებრ არსებებზე - მგელზე, ტურაზე და ა.შ. ისევე როგორც კატის შემთხვევაში კატისებრებზე - ვეფხვზე, ლომზე, ლეოპარდზე...
აქ ის პრინციპი მოქმედებს, რომ შინაური ცხოველი შედარებით უფრო მოწყვეტილია ველურ პირობებს, განსხვავებით მისი ველური ნათესავებისგან. და რადგან ადამიანს პირველყოფილი ძალების გახსენება სჭირდება, რათა გადარჩეს და გაიაზროს საკუთარი ინსტინქტები, უმჯობესია ველური არსების იდენტიფიკაცია საკუთარ ტოტემად. ძაღლიც და კატაც შეიძლება, მაგრამ მათი პირველყოფილი ვარიანტები მათივე გარეულ ნათესავებში მოიძებნება. ტოტემით ადამიანი თავის ქვეცნობიერ და ცხოველურ ძალებს იხსენებს/აცნობიერებს, რათა გადარჩეს, პირველადი საჭიროება ეს არის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
markscheider
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
markscheider
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 216
წევრი No.: 274256
რეგისტრ.: 10-September 24
#61561043
· 23 Sep 2024, 20:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაახ, უნდა გავეცნო ლიტერატურას ამ თემაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნარიმენ-ერთადერთი
წინასწარმეტყველი
ჯგუფი: Registered
ნარიმენ-ერთადერთი
წინასწარმეტყველი
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 274067
რეგისტრ.: 14-August 24
#61565971
· 26 Sep 2024, 03:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვიცი ვიცი ეგ ტოტემი
აჭარაბეთი, ევროპაბეთი და ასე შემდეგ
ტოტემი
--------------------
მეზობელი პარაშუტით გადმოხტა - ოღონდ ავტობუსიდან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anatory
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Anatory
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1104
წევრი No.: 22733
რეგისტრ.: 29-August 06
#61566209
· 26 Sep 2024, 11:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მიქაელ @ 23 Sep 2024, 15:51 )
Anatory
QUOTE
საინტერესოა მელიის ტოტემი თუ არსებობს?
კი. მსოფლიოში უამრავი ხალხის ფოლკლორში არის წარმოდგენილი მელა. მისი მსგავსი ადამიანი არის რა თქმა უნდა საზრიანი, სიტუაციებს ძალიან კარგად იყნოსავს (მელას ძლიერი ყნოსვა), არის საკმაოდ მოქნილი თავის მოქმედებებში.
და კიდევ: ადამიანი, რომელიც მელას ტოტემს გრძნობს ახლობლად, აქვს ერთი მოთხოვნილება და უნარი: რომ იყოს შეუმჩნეველი, უხილავად მოქმედებდეს ხშირად, დამალვის კარგ უნარებს ავლენს (ისევე, როგორც მელას ეხერხა კარგად შენიღბვა)
markscheider
QUOTE
რანაირად გავიგო
შენს აღქმაში ტოტემია ის ცხოველი, რომელიც შენს გულთან ძალიან ახლოს მოდის. ასეთი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ უნდა გაითვალისწინო შემდეგი სატესტო შეკითხვები.
რა აზრებს იწვევს კონკრეტული ცხოველი, რომელიც შეიძლება იყოს შენი ტოტემი?
თავს როგორ გრძნობ, რა ემოციები გეუფლება როცა ტოტემურ ცხოველს ხედავ?
რომელი ცხოველით იყავი მუდამ აღფრთოვანებული?
რომელი ცხოველი მოდიოდა ფიქრებში უფრო ხშირად, რომლისთვის ცდილობდი მიგებაძა?
კონკრეტული ცხოველის ძლიერი და აკვიატებული შიშიც ტოტემის მანიშნებელია ზოგჯერ - გამოწვევა, რათა დაამუშავო მისი მნიშვნელობა, რათა აღმოაჩინო მასში ტოტემი.
ასევე შეიძლება გამოიყენო ეს შეკითხვები, რომლითაც ტოტემს უფრო კარგად გაარკვევ. რომელი ხარ უფრო მეტად?
მტაცებელი თუ ბალახისმჭამელი?
აქტიურობა ღამით გირჩევნია თუ დღისით?
ერთ ადგილას მცხოვრები ტიპი ხარ თუ ასე ვთქვათ "მომთაბარე"?
ჯგუფში თუ მარტო მცხოვრები? (პარალელი - ინტროვერტი თუ ექსტროვერტი)
მკაცრი იერაქრია გირჩევნია თავის სახეობაში (გარემოცვაში) თუ თავისუფლება?
როგორ ადგილას ცხოვრება და ყოფნა გსიამოვნებს? მსგავსება ტოტემის საცხოვრებელ გარემოსთან (რომელი ეკოსისტემები გიყვარს უფრო? ტყე, სტეპები, ტენიანი თუ მშრალი ადგილები, უდაბნოები და ა.შ.)
რომელ ცხოველს ჰგავხარ ქცევაში, მანერებში, ჩაცმულობაში, ცხოვრების სტილში?
მე ყოველთვის მეჩვენებოდა რომ ტოტემი ადრე თუ გვიან თითონ გააკეთებს თავის თავის დემონსტრაციას იმ მომენტში როცა მიხვდები რო ის ტოტემია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61566359
· 26 Sep 2024, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anatory
QUOTE
მე ყოველთვის მეჩვენებოდა რომ ტოტემი ადრე თუ გვიან თითონ გააკეთებს თავის თავის დემონსტრაციას იმ მომენტში როცა მიხვდები რო ის ტოტემია
ტოტემიზმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმოდგენაა, რაც კი არსებობდა ჩვენთვის ცნობილ პირველყოფილ წყობილებებში. და რაზე იყო მაშინ კონცენტრირებული მთელი ჯგუფის/ჯოგის/კოლექტივის ძალისხმევა? გადარჩენაზე. და ამ გადარჩენას ცდილობდნენ ერთობლივად. იგივეს ვაკეთებთ დღესაც, უბრალოდ დღევანდელ კომფორტის ზონაში ხშირად გვავიწყდება ეს, ასევე შედარებით დავშორდით ბუნებას. მაშინ ეს არ ავიწყდებოდათ, რადგან უშუალოდ ბუნების წიაღში ცხოვრობდნენ. ჩვენში ცხოველური საწყისი ისევ იგივეა, უბრალოდ დღეს გამოვიყურებით და ვმოქმედებთ უფრო დახვეწილად (იმ მომენტამდე, სანამ კრიზისი არ დაიწყება ან პირველყოფილ პირობებში არ ჩაგვაგდებენ). ტოტემის გააზრება ადამიანს პირველ რიგში გადარჩენაში ეხმარებოდა. ტოტემი ადამიანს ახსენდება რთულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, როცა ის დახვეწილი და ხშირად ყალბი ქცევა-წარმოდგენები გვერდზე უნდა გადადოს და ბუნებრივ პროცესებს დაუბრუნდეს, რათა გადარჩეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anatory
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Anatory
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1104
წევრი No.: 22733
რეგისტრ.: 29-August 06
#61567423
· 26 Sep 2024, 18:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მიქაელ @ 26 Sep 2024, 12:26 )
Anatory
QUOTE
მე ყოველთვის მეჩვენებოდა რომ ტოტემი ადრე თუ გვიან თითონ გააკეთებს თავის თავის დემონსტრაციას იმ მომენტში როცა მიხვდები რო ის ტოტემია
ტოტემიზმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმოდგენაა, რაც კი არსებობდა ჩვენთვის ცნობილ პირველყოფილ წყობილებებში. და რაზე იყო მაშინ კონცენტრირებული მთელი ჯგუფის/ჯოგის/კოლექტივის ძალისხმევა? გადარჩენაზე. და ამ გადარჩენას ცდილობდნენ ერთობლივად. იგივეს ვაკეთებთ დღესაც, უბრალოდ დღევანდელ კომფორტის ზონაში ხშირად გვავიწყდება ეს, ასევე შედარებით დავშორდით ბუნებას. მაშინ ეს არ ავიწყდებოდათ, რადგან უშუალოდ ბუნების წიაღში ცხოვრობდნენ. ჩვენში ცხოველური საწყისი ისევ იგივეა, უბრალოდ დღეს გამოვიყურებით და ვმოქმედებთ უფრო დახვეწილად (იმ მომენტამდე, სანამ კრიზისი არ დაიწყება ან პირველყოფილ პირობებში არ ჩაგვაგდებენ). ტოტემის გააზრება ადამიანს პირველ რიგში გადარჩენაში ეხმარებოდა. ტოტემი ადამიანს ახსენდება რთულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, როცა ის დახვეწილი და ხშირად ყალბი ქცევა-წარმოდგენები გვერდზე უნდა გადადოს და ბუნებრივ პროცესებს დაუბრუნდეს, რათა გადარჩეს.
თუ იცი, რამე სამეცნიერო ლიტერატურა არის იმის შესახებ თუ რა ტიპის ტოტემები იყო გავრცელებული საქართველოში ადრე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61567751
· 26 Sep 2024, 20:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anatory
QUOTE
თუ იცი, რამე სამეცნიერო ლიტერატურა არის იმის შესახებ თუ რა ტიპის ტოტემები იყო გავრცელებული საქართველოში ადრე
ყველა საკულტო ცხოველი, რომელთა შესახებ ქართველი მეცნიერები ან მკვლევარები წერდნენ, შეიძლება ტოტემიზმთანაც დააკავშირო. ზოგი ცხოველი ან მათთან დაკავშირებული ჩვეულება არ იყო კლასიკური გაგებით ტოტემიზმის გადმონაშთი, მაგრამ ირიბად მაინც ამ თემას უკავშირდებოდა. ადამიანების სახელები - მგელიკა, ვეფხია და სხვა მსგავსი, ასევე ტოტემებს უკავშირდება, როცა ადამიანს ამსგავსებენ, ანუ სურთ, რომ დაემსგავსოს კონკრეტულ ცხოველს... საქართველოში ტოტემური ცხოველებია მაგალითად: მგელი, ვეფხი (და არა ვეფხვი. ვეფხი არის იგივე კავკასიური ლეოპარდი, ჯიქი), დათვი, ხარი, გველი, მცენარეული ტოტემების მაგალითია ვაზი, მუხა და ა.შ. ქართული სამეფო-სამთავროების დროშებზე ცხოველები რომ იყო გამოსახული, ეგეც ტოტემიზმის გადმონაშთია, ზოგადად ცხოველური გერბები ტოტემებიდან მოდის.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0435 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.