ბედნიერება სუბიექტურია.
ყველა თავის საზომიდან საზღვრავს ბედნიერებას და სხვას უწყვეტს, რომ ის უბედურია, რადგან მაგალითად შეიძლება რაღაც ნივთი არ ჰქონდეს, რომელიც სულაც არ სჭირდება რეალურად, ან სტატუსი ან რამე მსგავსი.
ბედნიერება ჩემთვის თვითგანვითარების სურვილია, რომლის მოტივაციაც კაი ხანია არ დამიკარგავს და იმაში, თუ როგორ ამჩნევ, დღითიდღე როგორ ვითარდები .
ასევე განათლებულ და აზრზე მოსულ ხალხთან ურთიერთობა, როცა სიტყვა არ გაქვს დამთავრებული ან იმას არ აქვს დამთავრებული და უკვე გასაგებია რაზეა საუბარი და აქ რომ შეცდომა თითქმის არ არსებობს

სიკეთეების გაცვლა და თვითგანვითარება.
მთელი წლები სადღაც რომ დავდივარ და უდაბნოს ვხედავ, მერე ვიღაცამ რომ გაამწვანა რამდენიმე ბუჩქით თუ ხით, ეგეც ბწდნიერებას მანიჭებს.
უბედურობას ვგრძნობ, როცა ადამიანებს ელემენტარული არ ესმით

მაგალითად აი ის, სარჩიბალდმა რომ თავისი ტვინით და თვალებით გადახარშა, რომ თურმე მე დავწერე ქალი ერთ ლიტრ კონიაკს სვამს , ამ დროს კირილემაც აიტაცა, უფრო მეტიც, იმან ორი ლიტრი დაწერა, მერე
სხვებსაც რეალობა ეგონა ეს, არადა აშკარად ეწერა -
ერთად ვსვამთ შეიძლება ადამიანმა თვალით ნდანახული მოვლენა არასწორედ დაინახო და აღიქვა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ემოციურ ფონზე, ჩვენს აღებზე, გარე ფაქტორებზე, მაგრამ როცა ნათლად წერია ერთი სიტყვა, რომელიც შინაარს აბსოლუტურად ცვლის, მაგას კი კითხულობ, მაგრამ მაინც სხვა რაღაც გგონია, რადგან მანდაც კი შენი წარმოდგენები ირთვება და " ასე მინდა წავიკითხო და მჯეროდეს " თემაა...
ვრცელი თემაა.
ამ დროს გახსენდება, რომ რა ადვილი ამ ბრბოს მართვა, რომელსაც შეგიძლია დააჯერო, რომ კალამი მანქანაა, თანაც 1500 ცხენის ძალით და ასეთი აზროვნება რიმ არის, სწორედ მაგიტომ არის , რომ ბევრად ჩამორჩენილები ვართ თანამედროვეობას და უამრავ სიკეთეს ვკარგავთ ცხოვრებაში, არამხოლოდ ჩვენ, ჩვენი მომავალი თაობებიც
