ერთი თემაც და გავდივარ. :დ აღარ შევუშლი ხელს ნაცების, ქოცების და ვითომ შუაშისტების შეხმატკბილებულ გალობას. :დ ეს 3-4 თემა, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, საქართველო და სომხეთი და ეს აპინეთ და ჩამაბარეთ 5 წლის შემდეგ. :დ
მაშ ასე, როგორც ნაცქოცები აცხადებენ, თურმე რუსეთის ინტერესში ყოფილა საქართველოს მიერ აფხაზეთის რაიმე ფორმით აღიარება, თუნდაც დე-ფაქტო. კაი ბატონო, ვთქვათ დავიჯერეთ.
მაშინ რატომ ხდება, როცა საქართველოს ბოლო წლებში ჰყავს პირწავარდნილი პრორუსული მთავრობები, რომლებიც მაშა ზახაროვას, სიმონიანის და სოლოვიოვის, ლავროვზე რომ არაფერი ვთქვათ, აღტაცებას და ქებას იმსახურებს, როცა რუსეთმა გაუხსნა საქართველოს უვიზო რეჟიმი, ფრენები, გრუ-ს და ფეესბეს აგენტები დაშლიგინობენ საქართველოში, თითქოს რიაზანში ან ვორონეჟში იყვნენო...
და ამ დროს, საქართველოს ამ პირწავარნილ პრორუსულ, შეიძლება ითქვას, რუსეთის ერთ ადგილში ფეხებიანად შემძვრალ მთავრობებს... ერთი პაწაწინა, აი წამლად სულ ერთ პაწაწინა ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ აფხაზეთის და ცხინვალის არა თუ აღიარებამდე, თუნდაც დე-ფაქტო, წინა წლებში რა კონტაქტებიც იყო, მაგალითად, ჟენევაშიც, ისინიც კი ნულამდე დაიყვანეს. რავა, ხაბეიშვილის მიტინგების ეშინიათ? :დ თუ მაინცდამაინც ამ საკითხებში გაუსკდათ "პატრიოტიზმის" ბუშტი? :დ
უფრო მეტიც, არა თუ საქართველოს მიერ აფხაზეთის და ცხინვალის მეტი აღიარებისკენ და ლეგიტიმიზაციისკენ ტენდენციაა ბოლო წლებში, რაც მაქსიმალურად პრორუსული მთავრობები მოვიდნენ, არამედ პირიქით, გაგეცინება ავთანდილოვიჩ და რუსეთმა და საქართველომ ერთობლივად დაიწყეს ზეწოლა ანუ "ტისკი" აფხაზეთზე და ცხინვალზე. :დ
ზედიზედ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რუსეთის მთავრობამ, რომელიც აფხაზეთში აღიქვეს, როგორც მტრული, მაგალითად, შეუზღუდეს ნავთობპროდუქტების შეტანა, დაფინანსებაც შეუმცირეს, რუსეთი ახორციელებს დიდ ზეწოლას აფხაზეთზე, რომ მიიღოს იგივე "აგენტების კანონი" :დ, ე.წ. აპარტამენტების კანონი, რითაც რუსებს შეეძლებათ უძრავი ქონების ყიდვა აფხაზეთში და სხვა კანონები.
რა ხდება ესე იგი? მოვიდა საქართველოში 100%-იანი პრორუსული კაგებეშნიკური პრავასლავნიკური ერთობის მქადაგებელი მთავრობა, და იმის მაგივრად, რომ აფხაზეთში რკინიგზა გაეხსნა, დე ფაქტო აღიარებისკენ წაეყვანა საქმე, რაც თითქოსდა რუსეთის ინტერესებში იყო, რუსეთმა და "ჭკუაზე მოსულმა" საქართველომ ერთობლივ ტისკში ჩააგდეს აფხაზეთი.

ეს ინჩა ტო? :დ ხო პირიქით უნდა ყოფილიყო (თქვენ რომ დაგიჯეროთ).
მარა ყველაფერი ლოგიკურია, ჯიგრებო. ყველა პრორუსული ძალა საქართველოში ქადაგებს აფხაზეთის "დაბრუნებას" რუსეთთან ალიანსის საშუალებით.
რაც უფრო პრორუსულია ესა თუ ის ძალა ან პოლიტიკოსი ან თუნდაც სასულიერო პირი საქართველოში, მით უფრო გააფთრებული ეწინააღმდეგება ის აფხაზეთის და ცხინვალის ნებისმიერ, თუნდაც სულ ერთ ბეწო ლეგიტიმაციას, მათთან თანასწორ დიალოგს, მით უფრო მკაცრი ცენტრალისტური პოზიცია აქვს მას.
რატო ხდება ეს? პასუხი აქაც ძალიან მარტივია. აფხაზეთის და ცხინვალის გაურკვეველი სტატუსის საშუალებით რუსეთი და მისი აგენტი პრორუსული ძალები საქართველოში აბამენ საქართველოს რუსეთზე. რუსეთი პირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ თუ პრორუსული იქნებით, შეიძლება, ოდესმე, აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი "დაიძრას".
სინამდვილეში კი რუსეთი ვერასოდეს ვერ დაუბრუნებს აფხაზეთს და ცხინვალს საქართველოს. რუსეთს ამის საშუალება უკვე აღარ აქვს, რომც მოინდომოს. რადგან ეს ნაბიჯი გამოიწვევს ჩრდილო კავკასიაში აფეთქებას, რაც უკრაინის ომის ფონზე რუსეთს საერთოდ არ სჭირდება.
ერთადერთი, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში, ეს არის "დაბრუნების" ილუზია და ცრუ დაპირება და პატარ-პატარა ტისკის მოხდენა აფხაზეთზე საქართველოსთან შეთანხმებით, რაც მაინც ვერ აიძულებს აფხაზეთს რაიმე სერიოზული ნაბიჯები გადადგას საქართველოსკენ. თუნდაც დღევანდელი პრორუსული მთავრობის პირობებში აფხაზეთში.
სამაგიეროდ, ქართულ საზოგადოებაში იქმნება მოლოდინები პრორუსული მთავრობის და ძალების მხრიდან, რომ სიტუაცია "სასიკეთოდ" იცვლება, რომ პრორუსულობა "გვიფასდება", მალე რუსეთი გადადგამს უფრო სერიოზულ ნაბიჯებს აფხაზეთში და ცხინვალში ჩვენ სასარგებლოდ და ა.შ. :დ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბლეფი და ილუზიაა, ანუ ე.წ. ზებოს მეთოდი (ცრუ მოლოდინის შექმნა და ამის საშუალებით მართვა).
ახლა გადავიდეთ საკითხზე, ვთქვათ, რუსეთი გაქრა ერთ მშვენიერ დღეს, ან დაიშალა, ან ისე დასუსტა, რომ ჯარები გაიყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და საქართველოს მწვანე გზა აენთო აფხაზეთში და ცხინვალში შესასვლელად. ამ შემთხვევაში მაინც აქვს საქართველოს რაიმე შანსი, რომ დაიბრუნოს ეს ტერიტორიები? თქვენდა სამწუხაროდ, არც ამ იდეალურ და ნაკლებად რეალისტურ შემთხვევაში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, სამხედრო ძალით ან რაიმე სხვა საშუალებით აღადგინოს კონტროლი ამ ტერიტორიებზე.
იმიტომ, რომ როგორც კი ქართული ჯარი შევა რომელიმე წარმონაქმნში, მთელი ჩრდილო კავკასია დაიძრება მათ დასაცავად და არა მხოლოდ ჩრდილო კავკასია, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან მრავალრიცხოვანი მოხალისეები. თუ თქვენ გგონიათ, რომ დასავლეთი მხარს დაუჭერს ამ სიტუაციაში საქართველოს, ძალიან ცდებით, საქართველოს მნიშვნელობა დღესაც ნულის ტოლია დასავლეთისთვის და იმ სიტუაციაში მით უმეტეს არა თუ ნული, მინუს უსასრულობა იქნება. არასოდეს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს უმცირესობების წინააღმდეგ შეიარაღებულ შეტევას და მათ ძალით დამორჩილებას, რაც მათ პრაქტიკულად გენოციდის და ეთნიკური წმენდის წინაშე დააყენებს. 100%-იანი გარანტიით შეიძლება ითქვას, რომ როგორც კი პირველი ტყვია გავარდება, საქართველო აღმოჩნდება ზუსტად იუგოსლავიის და სერბეთის როლში კოსოვოსთან დაკავშირებით, იმ განსხვავებით, რომ საქართველოს საჰაერო დაბომბვას დასავლეთის ქვეყნები არ დაიწყებენ, რადგან ეს არც იქნება საჭირო. საქართველოს არანაირი საშუალება, 2-3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, არ ექნება, არც საბრძოლო მასალის, არც ტექნიკის მხრივ, დარჩება მხოლოდ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარმტყორცნები და ნაღმტყორცნები ორივე მხრიდან, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილო კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს ჩვენთან შედარებით უფრო დიდი ადამიანური რესურსები აქვს, პრაქტიკულად არანაირ შანსს არ უტოვებს საქართველოს. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი ერთ კვირაში ჩამოიშლება და 90-იანი წლების მდგომარეობაში გადავარდება.
ამიტომ არის, რომ მოლდოვა, რომელსაც უკრაინასთან ერთად შეუძლია 1 დღეში აიღოს დნესტრისპირეთი, არ აკეთებს ამას, რადგან იცის, რომ როგორც კი ერთი ტყვია გავარდება, მოლდოვას პერსპექტივა, რომ როდესმე შევიდეს ევროკავშირში, რომელიც ისედაც მიზერულია, საერთოდ განულდება სამუდამოდ. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას ასე თუ ისე პროდასავლური მთავრობა ჰყავს დღეს.
დავუბრუნდეთ სერბეთს და კოსოვოს. ზუსტად ისეთივე სიტუაციაა იქ, როგორც საქართველოში. ყველა პრორუსული ძალა სერბეთში სასტიკად ეწინააღმდეგება კოსოვოს აღიარებას და მომხრეა კოსოვოს მიმართ მკაცრი პოლიტიკისა. და პირიქით, ერთადერთი რეალურად პროდასავლური გავლენიანი პოლიტიკოსი სერბეთის უახლოეს ისტორიაში იყო ზორან ჯინჯიჩი, რომელიც იხრებოდა ა ამზადებდა ნიადაგს კოსოვოს აღიარებისთვის, რა თქმა უნდა, რუსეთის დახმარებით ეს ზორან ჯინჯიჩი სერბმა "პატრიოტებმა" გააგორეს.
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა ღვთის სასწაული და საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა რეალურად ლიბერალური ძალა და დაიწყო მოძრაობა აფხაზეთთან და შესაძლოა ცხინვალთანაც პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის და შემდგომი სერიოზული კომპრომისებისთვის ორივე მხრიდან. რა მოხდება მაშინ? რა და კაგებეს ფილიალი ე.წ. საპატრიარქო ატეხავს შემზარავ ყმუილს, რომ სატნები ყიდიან საქართველოს, ამ ყმუილს აყვება ყველა პრორუსული ძალა და ყველაზე ხმამაღლა იყმუვლებენ, ისევ გაგეცინა ავთანდილოვიჩ და ალტინფო, :დ, შარდოვიჩ ვასაძე და მისი მიმდევრები, ნინო ბურჯანაძე, და მათვე აყვებიან ყმუილში ნაცებიც და ქოცებიც. :დ და უმეტესობა ე.წ. ვითომ "შუაშისტებიც". :დ აი ეს მოხდება. რადგან მათ ძალიან კარგად ესმით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის რეალური განბლოკვა იქნება საქართველოს რუსეთისგან ჩამოცილების რეალური დაწყება, ჩრდილო კავკასიის და განსაკუთრებით ჩერქეზების პირდაპირი გასვლა ზღვაზე და შესაბამისად, რუსეთისთვის სასიკვდილო განაჩენი. აი ასე მარტივია ყველაფერი.
ახლა ვიცი, რომ "პრორუსული" პროპაგანდისთვის ბანი მელოდება, ეს სამი ასაპინი თემა დავტოვე და ყველა ერთად ვნახავთ უახლოეს 5-10 წელში, როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ აღმოჩნება, მართალი. :დ