Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რა უნდა გაკეთდეს ქოცების შემდეგ?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54438
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#61224158
· 3 May 2024, 20:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც წესი, ამაზე მსჯელობისას ყურადღება პოლიტიკურ პლურალიზმზე და რაღაც კოალიციებზე კეთდება ხოლმე
მაგრამ პირველ რიგში უნდა მოხდეს ეკონომიკის დემონოპოლიზაცია
ბოლო უნდა მოეღოს მთელ ამ კარტელურ გარიგებებს და მაიმუნობებს
და უნდა შეიქმნას ეკონომიკა რომელიც შიგნიდან მაქსიმალურად კონკურენტული იქნება, ხოლო გარედან - პროტექციონისტული ზომებით დაცული
ასევე უნდა მოხდეს საბანკო სისტემის დემონოპოლიზაცია რათა საპროცენტო განაკვეთი ისეთი იყოს რომ ხელი შეეწყოს გრძელვადიან ინვესტიციებს პირველ რიგში წარმოებაში
რეალურად უნდა ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მონოპოლისტები უბრალოდ კი არ უნდა ჯარიმდებოდნენ, უნდა დაიშალონ კონკურენციაში მყოფ მცირე კომპანიებად, როგორც ამას აშშ-ს ანტიტრესტული კანონმდებლობა ითვალისწინებს
მხოლოდ ენერგეტიკა და სტრატეგიული წარმოებები უნდა დარჩეს სახელმწიფოს რეგულირების ქვეშ
ხოლო პოლიტიკური პლურალიზმი ამ ყველაფერს თავისთავად მოჰყვება
ეს გეგმა მიახლოებითი მონახაზია და დიდი ალბათობით არასრულყოფილი
მსჯელობის პროცესში დავხვეწოთ და საჭირო დეტალები დავამატოთ
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
სულელთა წრეში, სიბრიყვით რომ არის ძლიერი
და სურს დაიგდოს ქვეყანაზე ხმა ბრძენთა სწორის -
ამ ვირებს შორის შენც მიიღე ვირის იერი,
თორემ ჩაგწერენ ერეტიკოს - ცოდვილთა შორის.
აბუ ალი იბნ სინა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
killAvata
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
killAvata
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7848
წევრი No.: 234135
რეგისტრ.: 26-July 17
#61224172
· 3 May 2024, 20:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
+ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო.
ამის გარეშე არაფერი არ გამოვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IronBank
ya dingus
ჯგუფი: Members
IronBank
ya dingus
ჯგუფი: Members
წერილები: 4517
წევრი No.: 217632
რეგისტრ.: 25-April 16
#61224175
· 3 May 2024, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. ნეპოტიზმის მოსპობა, აი ყველაზე რთული ამოცანაა შეიძლება საქართველოში საერთოდ.
--------------------
აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#61224176
· 3 May 2024, 20:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა უშლიდა იმ ძალას ვინც ქოცებამდე იყო ამის ყველაფრის გაკეთება ?
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
furuckssia
ჯგუფი: Members
furuckssia
ჯგუფი: Members
წერილები: 21530
წევრი No.: 190249
რეგისტრ.: 20-August 14
#61224186
· 3 May 2024, 20:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა უნდა გაკეთდეს ქოცების შემდეგ?
შემდეგ სახელმწიფო მანქანაში ისეთი მექანიზმები უნდა ჩაიდოს რომ იგივე არასოდეს განმეორდეს.
--------------------
MAGA მაგათ დედებს სთხარა ობამამ!
.....
დემოგრაფია, ჯარი, ევროინტეგრაცია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54438
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#61224207
· 3 May 2024, 20:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
IronBank
QUOTE
ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. ნეპოტიზმის მოსპობა, აი ყველაზე რთული ამოცანაა შეიძლება საქართველოში საერთოდ.
აი ეგაა ზუსტად ქართველობის წართმევა და მეტი არაფერი
furuckssia
QUOTE
შემდეგ სახელმწიფო მანქანაში ისეთი მექანიზმები უნდა ჩაიდოს რომ იგივე არასოდეს განმეორდეს.
კერძოდ რა მექანიზმები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7391
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#61224213
· 3 May 2024, 20:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მთავარი არის დემოკრატია ადგილებზე, ანუ ნამდვილი დემოკრატია.
თუ პირამიდის ძირი არ არსებობს, ზედა ნაწილი არ დააშენდება. თუ ადგილობრივი დემოკრატია არ არის ქვეყანაში, მთლიანობაში დემოკრატია ვერ აშენდება.
არც ერთ მთავრობას არ უნდოდა და არ უნდა ამის გაკეთება.
This post has been edited by
griankali
on 3 May 2024, 20:23
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anti-Totleben
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Anti-Totleben
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5356
წევრი No.: 20150
რეგისტრ.: 2-June 06
#61224214
· 3 May 2024, 20:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1. დამოუკიდებელი სასამართლო
2. სრული თავისუფლება მედიას - ვისაც რა უნდა ის აყრანტალოს, მოქალაქე თავად გადაწყვეტს რა დაიჯეროს და თუ უმეტესობას ტყუილი სჯერა, ესე იგი, ეს ქვეყანა ქოცების ღირსია.
3. მინიმალური სახელმწიფო ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში - "მცირე მთავრობის" მოდელი, გადასახადების მინიმუმამდე დაყვანა, ბიზნესის დემონოპოლიზაცია და სრული თავისუფლება ახალ წამოწყებებს.
4. თავდაცვის გაძლიერება უცხოელი პარტნიორების ჩართულობით.
5. ანაკლიის პორტი, ენერგომომწოდებლების დივერსიფიცირება.
6. დოტაციური პროექტების შეწყვეტა სეპარატისტულ რეჟიმებში; დახმარება მხოლოდ მათ, ვისაც აქვს საქ. მოქალაქეობა. ამასთანავე მაქსიმალური სამოქალაქო ჩართულობა აფხაზებთან და ოსებთან ზედმეტი პიარის, ცრემლების მდინარეებისა და მშიბზია-ფანდარასტების გარეშე.
--------------------
You will do what I say, when I say; Back to the front!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
malishi2007
Super Member
ჯგუფი: Registered
malishi2007
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 487
წევრი No.: 49240
რეგისტრ.: 14-December 07
#61224215
· 3 May 2024, 20:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩვენ საზოგადოება თუ არ ვიაქტიურებთ და არ დავადგებით ,,კომბალით" ხელისუფლებას არაფერი დიდად არ შეიცვლება .
სასამართლო რეფორმა პირველ რიგში .
სამართლიანი სასამართლო არის სახელმწიფოს საძირკველი.
--------------------
♡♡♡♡full
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7391
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#61224216
· 3 May 2024, 20:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ალექსის დე ტოკვილი ჯერ კიდევ 150 წლის წინ წერდა - „სახელმწიფოში ხალხმა შეიძლება თავისუფლად აირჩიოს მთავრობა, მაგრამ თუკი მათ არ აქვთ თვითმმართველობა, ისინი ვერასდროს გაიგებენ თავისუფლების ჭეშმარიტ სულს“.
ეს სიტყვები მან დაწერა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ, როცა დაასკვნა, რომ ამ ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერისა და დინამიკური განვითარების საიდუმლოების გასაღები არც პრეზიდენტის ძალაუფლებაშია, არც კონგრესისა და არც ჯარის სიძლიერეში.
რომ ამ ყველაფრის ლოკომოტივი ამერიკული თვითმმართველობაა...“
https://www.interpressnews.ge/ka/article/58...zjf6FoXRCRC3eeJ
წაიკითხეთ, ღირს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54438
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#61224217
· 3 May 2024, 20:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(butkuj @ 3 May 2024, 20:10 )
რა უშლიდა იმ ძალას ვინც ქოცებამდე იყო ამის ყველაფრის გაკეთება ?
ქართველობა
ანუ კლანური სისტემა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7391
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#61224222
· 3 May 2024, 20:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ალექსის დე ტოკვილი ჯერ კიდევ 150 წლის წინ წერდა - „სახელმწიფოში ხალხმა შეიძლება თავისუფლად აირჩიოს მთავრობა, მაგრამ თუკი მათ არ აქვთ თვითმმართველობა, ისინი ვერასდროს გაიგებენ თავისუფლების ჭეშმარიტ სულს“.
ეს სიტყვები მან დაწერა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ, როცა დაასკვნა, რომ ამ ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერისა და დინამიკური განვითარების საიდუმლოების გასაღები არც პრეზიდენტის ძალაუფლებაშია, არც კონგრესისა და არც ჯარის სიძლიერეში.
რომ ამ ყველაფრის ლოკომოტივი ამერიკული თვითმმართველობაა...“
https://www.interpressnews.ge/ka/article/58...zjf6FoXRCRC3eeJ
...
- სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება საქართველოში ერთი და იგივე სისტემით მოქმედებს, ისინი განიხილავენ თვითმმართველობას ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებად და საკუთარი ნების უტყვ აღმსრულებლად.
არც ერთმა მთავრობამ არ დაუტოვა თვითმმართველობას ადგილობრივ გადადასახადები, არ მისცა დამოუკიდებელი ფინასური რესურსები და ქონება მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, რათა თვითმმართველობას ნებისმიერი პროექტის განხორციელებისათვის მთავრობის დოტაცია, ანუ მისი კეთილგანწყობა არ სჭირდებოდეს.
ეს არის ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ მმართველობის საბჭოური სტილის გაგრძელება, როცა მთავრობას მიაჩნია, რომ თბილისში მსხდომმა მინისტრებმა და ჩინოვნიკებმა ადგილობრივებზე უკეთ იციან თუ რა არის გასაკეთებლი საქართველოს 3500 ქალაქსა თუ სოფელში, თუ რა ჭირდება ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში მაცხოვრებელს, შესაბამისად, თავად უნდა გადაწყვიტონ რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს, რისთვის შეიძლება იქ თანხები დაიხარჯოს და ასე შემდეგ.
ათწლეულობის განმავლობაში ამ მიდგომას ეწირება ჩვენი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის განვითარება, ჩინოვნიკების გადაწყვეტილებები სულ უფრო მეტად ცდება მოქალაქეების საჭიროებებს, რეგიონებში იზრდება სიღარიბე, მინიმუმ არ იკლებს, სამაგიეროდ არჩევნებზე გაღარიბებული და გაუბედურებული, შენი ხელის შემყურე მოქალაქე ადვილად მოსასყიდია, იოლად ექვემდებარება ზეწოლას და მუშაობს ყველა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი.
ცნობილი ფრანგი განმანათლებელი ალექსის დე ტოკვილის ჯერ კიდევ 150 წლის წინ წერდა - „სახელწმიფოში ხალხმა შეიძლება თავისუფლად აირჩიოს მთავრობა, მაგრამ თუკი მათ არ აქვთ თვითმმართველობა, ისინი ვერასდროს გაიგებენ თავისუფლების ჭეშმარიტ სულს“.
ეს სიტყვები მან დაწერა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ, როცა დაასკვნა რომ ამ ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერის და დინამიური განვითარების საიდუმლოების გასაღები არც პრეზიდენტის ძალაუფლებაშია, არც კონგრესის და არც ჯარის სიძლიერეში.
რომ ამ ყველაფრის ლოკომოტივი ამერიკული თვითმმართველობაა, რომელიც აძლევს ჩვეულებრივ მოქალაქეს საშუალებას ჩინოვნიკის თუ მთავრობისგან დამოუკიდებლად ჩაერთოს ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკუთარი ნიჭი, ცოდნა და ენერგია გამოიყენოს და მიმართოს როგორც საკუთარი თავის, ასევე საკუთარი დასახლების, თემის თუ ადგილობრივი საზოგადოების სასარგებლოდ.
ტოკვილის აზრით, ამერიკული თავისუფლების, მისი საზოგადოების წარმატების საფუძველია სისტემა, სადაც ამერიკის მოქალაქე მთავრობას კი არ უყურებს ხელებში და იმის იმედად კი არ არის, როდის დაეხმარება პრეზიდენტი და მოუგვარებს პრობლემას, არამედ თავად, როგორც თავისუფალი ადამიანი, სხვა მისნაირ მოქალაქელეებთან ერთად წყვეტს, თუ რა ჭირდებათ მათ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად, თავადვე იღებენ გადაწყვეტილებებს, ამით თავადაც ნახულობენ სარგებელს და ქვეყნისთვისაც მოაქვთ სიკეთე. ამიტომ არიან ისინი თავისუფლები.
ჩვენ კი არასდროს გვექნება თავისუფალი ქვეყანა და სხვათა შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან თავისუფალი არჩევნები, სანამ მთავრობის თავმჯდომარიდან დაწყებული სოფელში მერის რწმუნებულით დამთავრებული ერთპარტიული ვერტიკალის წევრი იქნება, სანამ ბიზნესმენის, ფერმერის, მასწავლებლის ექიმის, პენსიონერის თუ შშმ პირის განვითარება, წარმატება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა თუ სიცოცხლე დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ გამოყოფილ ფულზე, გადმოცემულ ქონებაზე, განხორციელებულ პროგრამაზე, თუ გაწეულ დახმარებაზე.
სანამ ყველა სოფელსა თუ ქალაქში ეცოდინებათ, რომ გზის გაკეთებაა საჭირო, წყლის თუ გარე განათების, ამის ფული მთავრობამ უნდა მისცეს. ასეთ სისტემაში საზოგადოება და ადამიანი თავისუფალი კი არ არის, არამედ ყველა ამ სოციალური ფენის თუ ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელს „ესმის“ თუ „აგებინებენ“, რომ თუ სურთ საკუთარი პრობლემის გადაჭრა, ლოიალურები უნდა იყვნენ საკუთარი კეთილისმყოფელების, მთავრობის მიმართ და ყბადაღებულ „ადმინისტრაციულ რესურსს“ უნდა დაუმორჩილონ საკუთარი პოლიტიკური ნება.
ამით მიიღწევა მერების და საკრებულოს სრული მორჩილება და ლოიალურობა. სამაგიეროდ, ასეთი არათავისუფალი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა არის იოლად სამართავი, ყოველთვის მზადაა იქცეს ნებისმიერ არჩევნებზე მმართველი პარტიის ადგილობრივ შტაბად, უხვად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და გახდეს არჩევნებზე მთავრობის ხმების ყულაბა.
ტრაგედია მხოლოდ ის კი არ არის, რომ ხელისუფლება ასე იქცევა, არანაკლებ ცუდია ისიც რომ ოპოზიციაში მყოფთა უდიდესი ნაწილიც ზუსტად ასევე ხედავს თვითმმართველობის როლსა და ფუნქციას, შესაბამისად, ასევე სურს ქვეყნის მართვის გაგრძელება.
ძალიან ბევრ მათაგანს ვიცნობ, უმრავლესობა მათგანთან მისაუბრია ამ საკითხებზე. ამიტომ ყურმოკვრით ან ვიღაცის მონაყოლით არ ვამბობ ამას. შემთხვევით არაა, რომ თვითმმართველობის რეფორმა პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგში მეორესხარისხოვან საკითხებშიც კი ვერასდროს ხვდება.
ბევრს უბრალოდ სურს სწორედ ასეთ სისტემაში იყოს ხელისუფალი, ნაწილი კი უბრალოდ ვერ ხვდება, რომ მაგალითად იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზა, ფინანსურად და ეკონომიკურად ძლიერ, მრავალპარტიულ და დამოუკიდებელ თვითმმართველობის ფორმირებაზე გადის და ამ საკითხს საარჩევნო კოდექსით ვერ გადაჭრი.
ამიტომ, საშინაო პოლიტიკის პრობლემები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმეტესი ნაწილისთვის ცენტრალიზებული მმართველობა სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელების ერთადერთი ფორმაა.
...
This post has been edited by
griankali
on 3 May 2024, 20:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
witcher
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
witcher
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5974
წევრი No.: 47175
რეგისტრ.: 18-November 07
#61224257
· 3 May 2024, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ოღონდ ეხლა სისხლიანი 12 წელეეე არ დავიწყოთ თავიდან
ქოცები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას, არც ერთ ქოცს, ვინც ამ კანონს ხმა მისცა, არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება რომელ პარტიაში არ უნდა გაწევრიანდნენ.
უნდა გაიმართოს საჯარო სასამართლო. ყველა ეს 83 თუ 85 ქოცი + ბიძინა უნდა იყვნენ ეჭვმიტანილები სამშობლოს ღალატში. ვისაც დაუმტკიცდება, ციხე კანონის მიხედვით.
უნდა ჩატარდეს მოკვლევა და ყველა კანონის დარღვევით გადაცემული ქონება უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. დამნაშავეები ციხეში კანონის მიხედვით. იგივე ეხება კორუფციის ფაქტებსაც.
უნდა გაანალიზდეს ყველა ქმედება 1990 წლიდან დღემდ საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების შესახებ. დამნაშავეები ციხეში.
უნდა მივიღოთ ლუსტრაციის კანონი.
უნდა გაიწმინდოს პოლიცია და ჩამოყალიბდეს სრულიად აპოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება ხალხს და არა ცალკეულ პარტიებს. მყარად უნდა ჩაიწეროს ეს კანონში და მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს პოლიციას, რომ ხალხის ნების და კანონის უზენაესობის დაცვის შემთხვევაში ვერავინ შეეხებათ.
კრიმპოლი უნდა დაიშალოს და თავიდან ჩამოყალიბდეს.
და რაც მთავარია, პირველ რიგში ხალხმა, და მერე მთავრობამ, მინისტრებმა, ჩინოვნიკებმა, პოლიციამ, ჯარმა უნდა შეითავისონ და შეიგნონ რომ არიან დაქირავებული მუშაკები, რომელთაც ხალხი უხდის ხელფასს, დელეგირებული აქვთ ქვეყნის მართვა მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნების მიხედვით და ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოქმედებაზე.
პ.ს. აი ეს ბოლო დიდი ასოებით უნდა ეწეროს ყველგან.
This post has been edited by
witcher
on 3 May 2024, 20:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჩეკო
+ + Anaconda + +
ჯგუფი: Members
ჩეკო
+ + Anaconda + +
ჯგუფი: Members
წერილები: 21305
წევრი No.: 213490
რეგისტრ.: 30-January 16
#61224259
· 3 May 2024, 20:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაკე, ვერა საბურთალოს ბნელიტა უნდა მოვისროლოთ რუსეთში, 30 წელია ქართულ სახელმწიფოებრიობას უთხრიან პერმანენტულად ძირს!
ამისთანა რუსები გვინდებლარიან ჩუენ
This post has been edited by
ჩეკო
on 3 May 2024, 20:39
--------------------
#ხიხონახუი! ჟარიმა ₾500 © სქროლვა-სქრინვის სააგენტო. ცქიფო
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ბიძინა შევა უფლის სასუფეველში." მათეს სახარება 19:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54438
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#61224264
· 3 May 2024, 20:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(griankali @ 3 May 2024, 20:26 )
„ალექსის დე ტოკვილი ჯერ კიდევ 150 წლის წინ წერდა - „სახელმწიფოში ხალხმა შეიძლება თავისუფლად აირჩიოს მთავრობა, მაგრამ თუკი მათ არ აქვთ თვითმმართველობა, ისინი ვერასდროს გაიგებენ თავისუფლების ჭეშმარიტ სულს“.
ეს სიტყვები მან დაწერა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ, როცა დაასკვნა, რომ ამ ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერისა და დინამიკური განვითარების საიდუმლოების გასაღები არც პრეზიდენტის ძალაუფლებაშია, არც კონგრესისა და არც ჯარის სიძლიერეში.
რომ ამ ყველაფრის ლოკომოტივი ამერიკული თვითმმართველობაა...“
https://www.interpressnews.ge/ka/article/58...zjf6FoXRCRC3eeJ
...
- სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება საქართველოში ერთი და იგივე სისტემით მოქმედებს, ისინი განიხილავენ თვითმმართველობას ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებად და საკუთარი ნების უტყვ აღმსრულებლად.
არც ერთმა მთავრობამ არ დაუტოვა თვითმმართველობას ადგილობრივ გადადასახადები, არ მისცა დამოუკიდებელი ფინასური რესურსები და ქონება მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, რათა თვითმმართველობას ნებისმიერი პროექტის განხორციელებისათვის მთავრობის დოტაცია, ანუ მისი კეთილგანწყობა არ სჭირდებოდეს.
ეს არის ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ მმართველობის საბჭოური სტილის გაგრძელება, როცა მთავრობას მიაჩნია, რომ თბილისში მსხდომმა მინისტრებმა და ჩინოვნიკებმა ადგილობრივებზე უკეთ იციან თუ რა არის გასაკეთებლი საქართველოს 3500 ქალაქსა თუ სოფელში, თუ რა ჭირდება ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში მაცხოვრებელს, შესაბამისად, თავად უნდა გადაწყვიტონ რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს, რისთვის შეიძლება იქ თანხები დაიხარჯოს და ასე შემდეგ.
ათწლეულობის განმავლობაში ამ მიდგომას ეწირება ჩვენი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის განვითარება, ჩინოვნიკების გადაწყვეტილებები სულ უფრო მეტად ცდება მოქალაქეების საჭიროებებს, რეგიონებში იზრდება სიღარიბე, მინიმუმ არ იკლებს, სამაგიეროდ არჩევნებზე გაღარიბებული და გაუბედურებული, შენი ხელის შემყურე მოქალაქე ადვილად მოსასყიდია, იოლად ექვემდებარება ზეწოლას და მუშაობს ყველა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი.
ცნობილი ფრანგი განმანათლებელი ალექსის დე ტოკვილის ჯერ კიდევ 150 წლის წინ წერდა - „სახელწმიფოში ხალხმა შეიძლება თავისუფლად აირჩიოს მთავრობა, მაგრამ თუკი მათ არ აქვთ თვითმმართველობა, ისინი ვერასდროს გაიგებენ თავისუფლების ჭეშმარიტ სულს“.
ეს სიტყვები მან დაწერა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ, როცა დაასკვნა რომ ამ ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერის და დინამიური განვითარების საიდუმლოების გასაღები არც პრეზიდენტის ძალაუფლებაშია, არც კონგრესის და არც ჯარის სიძლიერეში.
რომ ამ ყველაფრის ლოკომოტივი ამერიკული თვითმმართველობაა, რომელიც აძლევს ჩვეულებრივ მოქალაქეს საშუალებას ჩინოვნიკის თუ მთავრობისგან დამოუკიდებლად ჩაერთოს ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკუთარი ნიჭი, ცოდნა და ენერგია გამოიყენოს და მიმართოს როგორც საკუთარი თავის, ასევე საკუთარი დასახლების, თემის თუ ადგილობრივი საზოგადოების სასარგებლოდ.
ტოკვილის აზრით, ამერიკული თავისუფლების, მისი საზოგადოების წარმატების საფუძველია სისტემა, სადაც ამერიკის მოქალაქე მთავრობას კი არ უყურებს ხელებში და იმის იმედად კი არ არის, როდის დაეხმარება პრეზიდენტი და მოუგვარებს პრობლემას, არამედ თავად, როგორც თავისუფალი ადამიანი, სხვა მისნაირ მოქალაქელეებთან ერთად წყვეტს, თუ რა ჭირდებათ მათ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად, თავადვე იღებენ გადაწყვეტილებებს, ამით თავადაც ნახულობენ სარგებელს და ქვეყნისთვისაც მოაქვთ სიკეთე. ამიტომ არიან ისინი თავისუფლები.
ჩვენ კი არასდროს გვექნება თავისუფალი ქვეყანა და სხვათა შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან თავისუფალი არჩევნები, სანამ მთავრობის თავმჯდომარიდან დაწყებული სოფელში მერის რწმუნებულით დამთავრებული ერთპარტიული ვერტიკალის წევრი იქნება, სანამ ბიზნესმენის, ფერმერის, მასწავლებლის ექიმის, პენსიონერის თუ შშმ პირის განვითარება, წარმატება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა თუ სიცოცხლე დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ გამოყოფილ ფულზე, გადმოცემულ ქონებაზე, განხორციელებულ პროგრამაზე, თუ გაწეულ დახმარებაზე.
სანამ ყველა სოფელსა თუ ქალაქში ეცოდინებათ, რომ გზის გაკეთებაა საჭირო, წყლის თუ გარე განათების, ამის ფული მთავრობამ უნდა მისცეს. ასეთ სისტემაში საზოგადოება და ადამიანი თავისუფალი კი არ არის, არამედ ყველა ამ სოციალური ფენის თუ ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელს „ესმის“ თუ „აგებინებენ“, რომ თუ სურთ საკუთარი პრობლემის გადაჭრა, ლოიალურები უნდა იყვნენ საკუთარი კეთილისმყოფელების, მთავრობის მიმართ და ყბადაღებულ „ადმინისტრაციულ რესურსს“ უნდა დაუმორჩილონ საკუთარი პოლიტიკური ნება.
ამით მიიღწევა მერების და საკრებულოს სრული მორჩილება და ლოიალურობა. სამაგიეროდ, ასეთი არათავისუფალი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა არის იოლად სამართავი, ყოველთვის მზადაა იქცეს ნებისმიერ არჩევნებზე მმართველი პარტიის ადგილობრივ შტაბად, უხვად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და გახდეს არჩევნებზე მთავრობის ხმების ყულაბა.
ტრაგედია მხოლოდ ის კი არ არის, რომ ხელისუფლება ასე იქცევა, არანაკლებ ცუდია ისიც რომ ოპოზიციაში მყოფთა უდიდესი ნაწილიც ზუსტად ასევე ხედავს თვითმმართველობის როლსა და ფუნქციას, შესაბამისად, ასევე სურს ქვეყნის მართვის გაგრძელება.
ძალიან ბევრ მათაგანს ვიცნობ, უმრავლესობა მათგანთან მისაუბრია ამ საკითხებზე. ამიტომ ყურმოკვრით ან ვიღაცის მონაყოლით არ ვამბობ ამას. შემთხვევით არაა, რომ თვითმმართველობის რეფორმა პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგში მეორესხარისხოვან საკითხებშიც კი ვერასდროს ხვდება.
ბევრს უბრალოდ სურს სწორედ ასეთ სისტემაში იყოს ხელისუფალი, ნაწილი კი უბრალოდ ვერ ხვდება, რომ მაგალითად იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზა, ფინანსურად და ეკონომიკურად ძლიერ, მრავალპარტიულ და დამოუკიდებელ თვითმმართველობის ფორმირებაზე გადის და ამ საკითხს საარჩევნო კოდექსით ვერ გადაჭრი.
ამიტომ, საშინაო პოლიტიკის პრობლემები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმეტესი ნაწილისთვის ცენტრალიზებული მმართველობა სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელების ერთადერთი ფორმაა.
ხო მაგრამ ჩვენ პირობებში დიდია იმის ალბათობა რო ამ სისტემის გადმოღების შემთხვევაში მივიღოთ არა ამერიკული, არამედ "ქართული თვითმმართველობა" - ანუ სრული ანარქია და ფეოდალურ-კლანური უწესრიგობა
ამერიკულ თვითმმართველობას ფესვები ადრეპროტესტანტულ თვითმმართველობაში აქვს
საქართველოში კი ერთადერთი პოლიტიკური ტრადიცია ე.წ. ფეოდალური პლურალიზმია, როგორც ამას ერთი ამერიკელი მკვლევარი ამბობდა (გვარი დამავიწყდა)
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(7)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0365 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.