#62117366 · 12 Jun 2025, 11:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი, წინა 9 წლის მანძილზე გვქონდა, ფაბრიკას შენობაში, გრაფიტი შოპი "გრაფიტი დილერსი", მაღალი წნევა მონტანა ბლექი, ჰარდქორი, ასევე ლუპი, დაბალი კი მტნ 94, ახლა კი მხოლოდ ვერნილაკშია დაბალი წნევის ფლეიმი, ასევე ბათუმში შეიტანეს და თბილისშიც გახსნეს მაღაზია სადაც არის კობრას სპრეი. ყველა ეს ქილის სპრეი საღებავი არის ხარისხიანი, ჰო ასევე გოლდიც მონტანასი, მაგრამ ახლა მხოლოდ ფლეიმი და კობრა იშოვება თბილისში, ჰოდა სამშენებლო მაღაზიებში ისეთი დონის ნაგავია, რაც კაპიკად არ ღირს, რომც გჩუქნიდნენ არ ღირს სახატავად, მაქსიმუმ ნაჩუქარით რაღაცა ფრაზა კონკრეტულად მიჯღაპნო, კალიგრაფიაზე ზედმეტია საუბარი. ეს კი არა, სირცხვილიც კია მსგავსი ნაგვის გაყიდვა. ზემოთ, ანუ თავში ჩამოთვლილი კი ყველა მაგარია!
|