გამარჯობა
ებრაულ ქრისტიანული დებატების ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოში წავაწყდი საკითხს, რომელზეც ქრისტიანმა ვერ გასცა პასუხი. გარკვეული დრო მეც დავუთმე ძიებას მაგრამ სამწუხაროდ ღირებული ვერაფერი ვიპოვე. იქნებ ვინმემ იცოდეთ და შეძლოთ დახმარება? საქმე შემდეგშია:
საქმე მოციქულთა 7:15-16 (სტეფანეს სიტყვა სასამართლოს წინაშე)
15 ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.
16 გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.
დაკავშირებული პუნქტები:
დაბადება 33:19. შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
დაბადება 49
29. უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,
30. მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.
31. იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა.
32. ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.
33. გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
დაბადება 50:12-13
12. ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ.
13. წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან.
იესო ნავეს ძე: 24:32. იოსების ძვლები, ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს ას კესიტად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა.
საკითხი 1: როგორც დაკავშირებული პუნქტებიდან ჩანს აიაკობი დაიკრძალა ჰებრონში, იგივე სამარხში სადა აბრაამი და ისააკი და არა სიქემში/შექემში. იქ დაკრძალულია იოსები და არა იაკობი
საკითხი 2: სიქემში/შექემში მიწა ნაყიდი იყო იაკობის მიერ (ცხვრების ან 100 მონეტის ფასად) და არა აბრაამის მიერ, როგორც ეს აღწერა სტეფანემ.
ერთ-ერთი რუსი მღვდლის განმარტებით (Валерий Духанин:
https://www.youtube.com/watch?v=SUhm6OK3z_Y ) სტეფანეს ეს მოყავს არა წმინდა წერილიდან არამედ, გარდამოცემიდან, თუმცა არ აკონკრეტებს რა გარდამოცემაა ეს და სად შეიძლება მისი გაცნობა.
პრეტენზია, რომელიც ებრაელმა წაუყენა ქრისტიანს შემდეგია: თუ წერილი არის შთაგონებული სულიწმინდის მიერ იქ დაუშვებელია იყოს უხეში აცდენები მათემატიკურ დათვლებში, გეოგრაფიულ წერტილებში და ა.შ. შემდეგ ვიდეოში არის დებატები ქრისტიანსა და ებრაელს შორის სადაც ქრისტიანმა ვერ შეძლო პასუხის გაცემა. შეიძლება იმიტომ რომ პროტესტანტია და სოლოსკრიპტურას აწვება თუმცა მეც დამოუკიდებლად ვერ შევძელი დამეძლია ეს შეკითხვა
https://youtu.be/22YvxT82SSI?si=Gz_WVN-RN-fyoJ9q&t=9685 2:41:25-დან.
გთხოვთ დახმარებას. მადლობა!