აქა-იქ ინტერვიუებში და რეპლიკებში, კობახიძე ახსენებდა რაღც რევოლუციის 2 წარუმატებელ მცდელობას, რომელიც თითქოს დასავლეთიდან ფინანსდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით.
და რომ თითქოს სწორედ ასეთი დანაშაულების აღსაკვეთადაა აუცილებელი რუსული "გამჭვირვალობის" კანონი.
კაცი იფიქრებდა რომ ეს ყველაფერი შიდა მოხმარების ნარატივია უტვინო ბადერ-ქოცების დასაბოლებლად.
მაგრამ,
ახლა ამ ქოცნარატივმა უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე გადაინაცვლა, დერეკ შოლესთან საუბარში
- გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება „2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა“.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.
„გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.
ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“, – წერს ირაკლი კობახიძე.
წყარო:
https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-derek...-darbevis-gamo/კითხვები არ გაქვთ ქვეყნის პრემიერ-მნისტრთან?
* * *
1. ვინ დაადგინა რომ რევოლუციის მდელობები იყო, არსებობს ოფიციალური გამოძიება?
2. თუ რევოლუციის მცდელობა მართლა იყო, მაშინ უნდა არსებობდნენ დამნაშავეები, ვინმე არის ბრალდებული?
3. თუ მცდელობები 2020-23 წლებში იყო, ამდენ ხანს განცხადება რატომ არ გააკეთა არავინ, გვიმალავდით თუ ვერ ხვდებოდით?
4. ცოტა შიგ ხო არ გაქვს პუწუ?
This post has been edited by masai11 on 4 May 2024, 13:37