#61227648 · 4 May 2024, 21:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი მეგობრებო. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ქართველი, თბილისში მცხოვრები, საშუალო ასაკის ქალი. მყავს მოზარდი გოგონა. სულ ესაა ჩვენი ოჯახი, სამწუხაროდ ნათესავებიც აღარავინ გვყავს. მოკლედ რომ გითხრათ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, რომელსაც ყოფითიც ახლა ს გამირთულდა 9 აპრილს მიღებული დაზიანებები, ასევე მას დაემატა სხვა და ვარ შეიძლება ითქვას მძიმე მდგომარეობაში, წელს გარეთ ფეხი არ გამიდგამს. არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი, მაგრამ გადავწყვიტე დახმარების თხოვნით თქვენთვის მომემართა, იმიტომ რომ სხვა გზას ვერ ვხედავ. ალბათ მიხვდით რომ ყოფითი პრობლემებიც მაქვს, მაგრამ ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია მაცივარი, რომელიც გაგვიფუჭდა ისე რომ აღარ კეთდება და ის მცირეოდენი საკვები რაც გვაქვს ხოლმე ისიც გვიფუჭდება და ასევე წამლებიც რომელიც მაცივარს საჭიროებს. იქნებ არის ვინმე ვისაც აქვს ზედმეტი მაცივარი და შეუძლია თუნდაც გვათხოვოს. ძალიან დაგვეხმარებით. ვხედავ რომ ყველა სადღაც რაღაცას ითხოვს. მეც მიწევს და ძალიან მერიდება. თუ ვინმე ეჭვს შეიტანს ჩემს მდგომარეობაში, მზად ვარ გავესაუბრო და გადაამოწმოს რამდენად რეალურია ჩვენი მდგომარეობა რადგან ვიცი რომ ბევრი თაღლითობს. პატივცემულო ადმინ, უბრალოდ მინდა გთხოვოთ დამიდასტუროთ პოსტი. ვინ იცის მერამდენედ წაქცეულმა კიდევ ერთხელ შევძლო წამოდგომა. მადლობა ყველას
|