https://www.facebook.com/SicruisDeteqtori/v...264420361668350
ლევ მოგილევსკი ლექციებს იწყებს
ლევან მამალაძე (55) 90-იან წლებში საქართველოში პარლამენტის წევრი (1992-1995 წწ.) იყო. მეგობრობდა „მწვანეების“ მაშინდელ ლიდერთან, ზურაბ ჟვანიასთან და საკანონმდებლო ორგანოშიც „საქართველოს მწვანეების“ ბლოკიდან მოხვდა; 1995 წლის შემდეგ ჟვანიას და მამალაძის გზები გაიყარა. ჟვანია ე.წ. რეფორმატორების ჯგუფს იკრებს გარშემო. მამალაძე შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და, იმდროინდელი მედიის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი, პრეზიდენტის რწმუნებული ხდება ქვემო ქართლში.
შევარდნაძის ოპოზიციაში წასული ყოფილი მეგობრები და პრესა მამალაძეს - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონის გუბერნატორს - „ლევან ფაშას“ ეძახიან.
შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთი მეგობრისა და პოლიტიკური მოკავშირის, სააკაშვილის ხელისუფლება, მამალაძეს 2006 წელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ქრთამის აღების ბრალდებით დაუსწრებლად უსჯის 17 წელს.
ამნისტირებულთა სიაში მოხვედრა ლევან მამალაძემ მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში მოახერხა.
რუსულ სოციალურ ქსელში (ok.ru) ლევან მამალაძის სახელით და ფოტოთი შექმნილ პროფილზე წერია, რომ ლევან მამალაძეს 2004-14 წლებში უკრაინაში, ლუგანსკში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა, 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლამდე - უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის კონსულტანტი იყო და მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
მამალაძე ლუგანსკში სეპარატისტების რეფერენდუმის ორგანიზატორებთან თანამშრომლობდა და რუსეთის სპეცსამსახურების წვრილ-წვრილ დავალებებს ასრულებდა.
ლუგანსკის საქალაქო საბჭოში შეჭრილი სეპარატისტების უკანონო სხდომა. ის ესაუბრება ლნრ-ის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკების ლიდერს - ვალერი ბოლოტოვს.

დღეს ლევან მამალაძე საკონსულტაციო ფირმას - “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრს” ხელმძღანელობს. Საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააფუძნა პლატფორმა “დაიცავი მშვიდობა” და მთავარ პროკურატურას ამ პლატფორმის სახელით აგვისტოს ომში სააკაშვილის შესაძლო დანაშაულების გამოძიება მოსთხოვა.