ალბათ ახსნა არ მჭირდება რას ეძახიან ქრისტიანები "მადლის მოქმედებას". ბევრი ქრისტიანისთვის ბოლო 'მტკიცებულებაა' რასაც ეპოტინებიან ამდენი მეცნიერული მიღწევის და აღმოჩენის შემდეგ, რაც რელიგიურ ტექსტებს უკვე დიდი ხანია ზღაპრებად გვაჩვენებს.
ამ თემაში განვიხილავ თუ როგორ ატყუებს მორწმუნეებს საკუთარი ტვინები მაგ კონცეფციის შეგრძნებების ნაწილში.
"მადლის მოქმედების" ამაღლებული შეგრძნებები სრულად იხსნება ნეიროლოგიურად და მეცნიერულად - როგორც ტვინის აქტივობების, ემოციების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის კომპლექსური ურთიერთქმედება. ასეთია პროცესების მიმდინარეობა და ასპექტები რომლებიც მათ ეხმარება:
. ტვინის რეგიონების გააქტიურება საფეთქლის წილები - ტვინის ეს რეგიონები ასოცირდება სენსორული ინფორმაციის გადამუშავებასთან და პასუხისმგებელია "სპირიტუალურ შეგრძნებებთან". კვლევები აჩვენებს რომ ის
აქტიურდება რელიგიური განცდების, ძლიერი მედიტაციის და ლოცვის დროს.
თხემის წილები - პასუხისმგებელია "მეს" შეგრძნებაზე და სივრცეში ორიენტირებაზე. ამ ნაწილებში
შემცირებული აქტივობა იწვევს ერთიანობის და ტრანსცენდენტულობის შეგრძნებას, რასაც აღწერენ სულიერი განცდების დროს.
. ნეიროტრანსმიტერებინეიროტრანსმიტერები, როგორებიცაა სეროტონინი და დოპამინი აკონტროლებენ ხასიათს და კარგად ყოფნის შეგრძნებებს. ამ ნივთიერებების მოზღვავება ასოცირებულია პოზიტიურ ემოციებთან/ეიფორიასთან, რაც იწვევს იმ კარგ ემოციებს და სიამოვნებას, რასაც მადლის მოქმედების დროს განიცდის ხალხი.
. ლოცვა და მედიტაციაკვლევები აჩვენებს რომ ლოცვა და მედიტაცია ცვლის ტვინის აქტივობას, ამძაფრებს მოდუნებას და ამცირებს სტრესს. მსგავს პრაქტიკებს შეუძლია ადამიანს იმ დონეზე შეუცვალოს დროებით ცნობიერება რომ მას შეექმნას "უფლის ძალის" შეგრძნების (გარშემო ყოფნის) ილუზია.
. ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორებიპირადი რწმენები და მოლოდინები ცვლის მსგავსი შეგრძნებების აღქმას და ინტერპრეტაციას. ადამიანები რომლებსაც აქვთ ძლიერი რელიგიური რწმენები და მისი შეგრძნების სურვილი, მეტად არიან მიდრეკილი მსგავსი ემოციური მდგომარეობა აღიქვან როგორც "მადლის მოქმედება".
. სოციალური და კულტურული ზეგავლენაკულტურული და საზოგადიებრივი მხარდაჭერა მეტად ამძაფრებს მსგავს სულიერ შეგრძნებებს. ფაქტი რომ რელიგიური/სულიერი საზოგადოების ნაწილი ხარ, ამტკიცებს და ამყარებს ინტერპრეტაციას რომ ეს ემოციები "მადლის მოქმედებაა".
მოკლედ შეიძლება შეჯამდეს რომ მადლის მოქმედება რა თქმა უნდა ძალიან პიროვნული და სუბიექტურია, მაგრამ ნეიროლოგია მშვენივრად ხსნის თუ რა მექანიზმებით ხდება მისი აღქმა/შეგრძნება და როგორ ატყუებთ მორწმუნეებს საკუთარი ტვინები
ვინმეს თუ სურვილი ექნება, შემიძლია რაც დავწერე მაგის კონკრეტული კვლევები და მტკიცებულებები მოვიყვანო და განვიხილოთ (უფრო წვრილმან დეტალებში ავხსნა ყველაფერი).
და რაც მთავარია - ეს ყველაფერი არ არის რამე სახის ჰიპოთეზა ან იდეა. ამ ყველაფრის მტკიცებულებების ზღვა გვაქვს. This post has been edited by Saturnus on 8 Aug 2024, 15:03