ამ ბიჭების მიმართ ბევრი კრიტიკა დაწერილა აქ, მათ შორის ხშირად სამართლიანიც, თუმცა
თუმცა!
ისე, როგორც ყველაზე მეტად დასაფასებელია დღემდე პროტესტს შემორჩენილი ხალხი - ნებისმიერ ამინდში კვირაში რამდენიმე დღეს (ზოგი ყოველ დღე) მაინც რომ უთმობს რუსთაველის გამაგრებას, დროშის ფრიალს და სათქმელის ხმამაღლა, დაუფარავად თქმას,
ასე მგონია, რომ დღემდე ვინც ისევ ხმამაღლა ინარჩუნებს არა ვინმეს პოზიციას, არამედ კაცობას, ადამიანობას, ვისაც დღემდე ახსოვს უსამართლოდ დატყვევებული ადამიანები, ის ხალხი ყველაზე მეტად დასაფასებელია:
https://www.facebook.com/reel/2991764131031235კიდევ ბევრია, გივიკო როა მსახიობი, 2 დღის წინ ჰქონდა სპექტაკლის დროს ძალიან კარგი გამოსვლა, ბევრგან შემხვედრია კიდევ,
ის კი არა ლაივი არ ჩაივლის თბილისში, რეჟიმის ტყვეებს რომ სოლიდარობა არ გამოუცხადონ (ქოცების ლაივებს არ ვგულისხმობ), მაგრამ
ჩვენს თემაში ეს ბიჭები ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას.
უბრალოდ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან მარტივია დღევანდელ საქართველოში, არ იყო პროჭი და იყო კაცი
* * *
საერთაშორისო არბიტრის, მოჰამედ რეზა ფაღანის ვიდეო მიმართვის თარგმანი, რომელიც 2026 წლის 5 იანვარს გავრცელდა:
„საერთაშორისო საფეხბურთო მსაჯმა, მოჰამედ რეზა ფაღანიმ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი მხარი დაუჭირა ირანში მიმდინარე ეროვნულ პროტესტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვანებმა და სპორტსმენებმა თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.
მან განაცხადა: „მოვიდა დრო, რომ მსახიობები და სპორტსმენები ხალხის გვერდით დადგნენ, გახდნენ მათი ხმა და გაამხნეონ ისინი. ჩვენი დუმილი ნიშნავს ტირანიისა და ტირანის მხარდაჭერას. ახლა დუმილის დრო არ არის. ხალხის სურვილი სრულიად ნათელია. ეს არის საყოველთაო რევოლუცია და ჩვენ ერთად, მხარდამხარ უნდა შევძლოთ ამ კორუმპირებული, ტირანი და ბავშვების მკვლელი რეჟიმის გადალახვა და თავისუფლების მიღწევა“.“
ფაღანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ფიგურაა საერთაშორისო ასპარეზზე. მისი მოწოდება პირდაპირ მიმართულია იმ სპორტსმენებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ ღია მხარდაჭერის გამოხატვაში.
.