იმ პირობებში რომ ომის პარტიებს უწოდებს ოცნება ოპოზიციას და მშვიდობიანობა "შეიწერეს"
იმის გათვალისწინებით რომ აშკარად უპირისპირდება ოცნება ევროპას და დასავლეთს, ჯერ ხალხის ძალის პირით ლანძღავდნენ, ახლა უკვე შეუფარავად ლანძღავენ მაგათი პროპაგანდონები და პროპაგანდისტული არხები, ბოლო დღეებში ამერიკის საელჩო არის მიზანში
ამ ყველაფრის ფონზე რატო არ უღებს უმარტივეს აბაროტს ოპოზიცია?
სატოპკე აქვთ ფაქტობრივად
ამერიკას და ევროპას რო უპირისპირდები და რუსეთზე ერთ სიტყვას ვერ ამბობს გადაბრუნებულს ამ უადვილეს სატოპკეს რატო არ იყენებს ოპოზიცია?
რატო არ კეთდება თუნდაც კლიპები, ვიდეორგოლები რა გაგვიკეთა ამერიკამ და ევროპამ?
როგორ გადალახა ქვეყანამ 90-იანების შიმშილობა, წითელი ჯვრის დახმარებები, დაჟე შევარდნაძეს აქვს ნათქვამი, მეზარება ახლა იმ ვიდეოს მოძებნა, პირდაპირ რო ამბობს ამერიკის დამსახურებით ვარსებობთ დღესო, 2001-ში მგონი
მის მერე რო საზელმწიფოდ ვარსებობთ, საერთოდ საზელმწიფო საქართველო რო არსებობს და ფუნქციონირებს , პოლიცია , ჯარი, სასწრაფო
თუ რამე მნიშვნელოვანი პროექტი , საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება ქვეყანაში ვისი ფულებით ვისი გრანტებით კეთდება?
ავტობანის მშენებლობით რო იწონებენ თავს და არიქა ბათუმში 3 საათში ჩავალთ მალეო, ეგ ვისი დამსახურებით კეთდება?
ავტობუსებს რო ამარიაჟებენ, ეგ იბიარდის გამოყოფილი ფულებით არ შემოყავთ? ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკიდან რა თანხებია შემოსული ქვეყანაში მაგაზე აქცენტირება რატო არ კეთდება? დაჟე ნაგვის ურნებიც კი მგონი მაგათი ფულით გვაქვს შემოტანილი
და აქეთ მეორე მხარეს იდეალური შედარება - რუსეთის მეურვეობის ქვეშ მყოფი აფხაზეთი
რატო არ არის ასეთი კლიპები, სადაც ოცნებამ გამოაცხადა თავი მშვიდობის პარტიად, გააკეთონ ამათაც იმის შედარება რა გაგვიკეთა ამერიკამ და ევროპამ, სიბნელეა ხალხში მართლა გონიათ ხალხს რო არასამთავრობოებს აფინანსებენ მარტო და არ იციან ვერ ხვდებიან ქვეყანაში თუ რამე მოსაწონია 80-90% დასავლეთის ფულებითაა ნაკეთები
და მეორე მხარეს რა გაგვიკეთა რუსეთმა ბოლო 3 საუკუნე : ) ქვეყანამ საითკენაც ოცნებას მივყავართ
ეს არაფრისმომცემი "მომავალი შენია" ბანერები ვის რა ხმას მოუტანს?
გააკეთონ აქცენტირება დასავლეთის გაკეთებულ საქმეებზე და პროექტებზე საქართველოში თორე ოცნების პროპაგანდის დამსახურებით საგანგაშოდ იზრდება ანტიდასავლური განწყობები და მერე გვიანი იქნება
https://www.facebook.com/share/v/D4JdjMLjmjSrr78v/ This post has been edited by leto_leto on 6 Oct 2024, 12:51
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!