#61285333 · 24 May 2024, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბორელმა ფაქტიურად განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სერბეთისგან განსხვავებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაშია. და კანონი ცალსახად გამომიჯნა ამ არჩევანის კონტექსტიდან. არა მგონია ეს წამოცდენა იყოს. ეს არის პირდაპირი შეფასება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პირველი პირისგან. https://1tv.ge/news/jozef-boreli-uckhouri-a...enot-rbili-ena/| QUOTE | ღრმად შეშფოთებული ვართ „უცხოური აგენტების“ კანონის გამო. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია, რა არის შესაბამისობაში და რა არის შეუსაბამო ევროპულ გზაზე.
საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება კანონს, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ არიან, მაგალითად, სერბეთი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მას აქვს ძალიან დაბალი თავსებადობაა და ესეც უნდა აღინიშნოს. თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უნდა შეესაბამებოდე კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა |
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|