#61285342 · 24 May 2024, 20:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ბორელმა ფაქტიურად განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სერბეთისგან განსხვავებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაშია. და კანონი ცალსახად გამომიჯნა გეოპოლიტიკური არჩევანის კონტექსტიდან. არა მგონია ეს წამოცდენა იყოს. ეს არის პირდაპირი შეფასება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პირველი პირისგან. https://1tv.ge/news/jozef-boreli-uckhouri-a...enot-rbili-ena/| QUOTE | ღრმად შეშფოთებული ვართ „უცხოური აგენტების“ კანონის გამო. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია, რა არის შესაბამისობაში და რა არის შეუსაბამო ევროპულ გზაზე.
საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება კანონს, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ არიან, მაგალითად, სერბეთი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მას აქვს ძალიან დაბალი თავსებადობაა და ესეც უნდა აღინიშნოს. თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უნდა შეესაბამებოდე კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა |
არადა, აქ რომ იგივე გეთქვა, ეგრევე ბანი გქონდა  მე მივიღე ბანი ყოველ შემთხვევაში იგივეზე, თან სხვის კითხვას როცა ვუპასუხე ჩემი აზრი, რაც დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩამეთვალა This post has been edited by შავლეგა on 24 May 2024, 21:38
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|