გაუმარჯოს. ბოლო პერიოდში აქტიურად ვეძებ entry level სამსახურს java სტეკზე. არვიცი რა, როგორ და რანაირად, მაგრამ ბოლოს გასაუბრება მქონდა მარტში ისიც ლიდერატორის პროგრამაზე, სადაც უარი მითხრეს (ვერ ვხვდები რატომ

) . ამის შემდეგ იშვიათად თუ შევხვდები სადმე ვაკანსიას და თუ ვხვდები სენიორ დონის ვაკანსიებია. მიუხედავათ იმისა რომ რაღაც გამოცდილება უკვე მაქვს (ერთ-ერთ software development კომპანიაში მაქვს Java, Spring-Boot ბუტკემპი გავლილი, რისი დასრულების შემდეგაც გვითხრეს რომ მსოფლიოში განვითარებული "Hiring Freeze" ის გამო კლიენტი აღარ აგრძელებდა გაფართოებას

) და უნივერსიტეტშიც მაქვს საკმაო ცოდნა მიღებული, ტექნიკური გასაუბრებაც არ მქონია სადმე, რომ ვინმეს ვაჩვენო ჩემი სქილები. როგორ ვუშველო თავს, თუ გაქვთ რაიმე რჩევები სიამოვნებით მივიღებ