არ გამიკვირდება-ეს თემა ისე შერაცხონ, თითქოს ახალგაზრდების გაშავებას ვაპირებ (პარტიის დავალებით

), მაგრამ ვისაც ჯერ კიდევ შესწავს უნარი ამ განყში ობიექტური მსჯელობის ძალიან კარგად მიხვდება რასაც ვგულისხმობ.
თემის ინსპირაციის წყაროები არიან იუზერი დავიდ ვილა, რომელმაც დაწერა საქებარი სიტყვები generation z თუ როგორი სუფთები ლამაზები და ა.შ არიან და ასევე იუზერი ბუა2, რომლის პოსტს დავაციტირებ " ჯენ-ზის გამოჩენამ ახალი რეალობა დაანახა აშშ-ს. ანუ მომავალ 20-30 წლის მანძილზე ეს თაობა მოვა ქვეყნის ელიტაში ამა თუ იმ სახით. ეს დინოზავრები გადაშენდებიან და აშშ-ს ეყოლება პარტნიორი რომელსაც იდეოლოგიურად საერთო ფასეულობები ექნება."
ახლა მე აგიხსნით რატომ გაქვთ არასწრორი მოლოდინები ამ თაობის მიმართ და რატომ არ არის -ეგ თაობა არაფრით გამორჩეული იმ კუთხით, რა კუთხითაც ბევრს ჰგონია.
მე და იუზერი დავიდ ვილა ერთი თაობის ხალხი ვართ ანუ millennials.
ჩვენ ახალ დაბადებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში მოგვიწია ბავშვობის გატარება და გავიგეთ ომის გემო, დამარცხებაც გამოვცადეთ, უდენობაც, უიმედობაც, ემიგრაციაში მყოფი მშობლები და ახლობლები და უკვე თინეიჯერობის პერიოდში რევოლუციაც რაც არის ეგეც გავიგეთ, სიამაყეც მოგვემატა, კიდე ომი გამოვცადეთ, კიდე მარცხი და ა.შ.
ჰოდა, ჩვენი თაობაც ისე იბრძოდა და აგინებდა რუსეთს და არ გვინდოდა რუსეთი, როგორც ამ generation z.
განა ე.წ "კმარას" დიდი ნაწილი ჩვენი თაობა არ იყო ? განა ჩვენი თაობა არ იცემა ბათუმში, როდესაც ასლანის რეჟიმს ვებრძოდით; განა ჩვენი თაობა არ შეაკვდა აგვისტოს ომში რუსეთს და განა ჩვენი თაობიდან არ იყვენ ტატუნაშვილი და სხვა გმირი ბიჭები ? გავიდა დრო და ე.წ millennials თაობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში ან ქოცობს ,ან კი იბრძვის დღესაც, მაგრამ უკვე ის მებრძოლი თაობა არაა, რომელიც 2000-იანების დასაწყისში იბრძოდა.
გადავიდეთ უფრო უკან ანუ ჩვენზე უფროსი თაობა მიმოვიხილოთ, რომლებიც ჯერ 9 აპრილს დაღვარეს სისიხლი და შემდეგ აფხაზეთის ომში ებრძოდენ რუსეთს და ბევრი მათგანი მაგ ბრძოლას შეეწირენ.
სადაა ეგ თაობა დღეს ? განა ბევრი ემიგრაციაში არ არის, ან არ რუსთუმეობს და არ ქოცობს ?
განა ეგენიც ისეთივე მეამბოხეები არ იყვენ, როგორიც დღეს generation z ?
უფრო უკან გადავიწიოთ- 1978 წელს ქართული ენის სტატუსის ჩამორთმევა ვინ გააპროტესტა ?
განა იგვე generation z ასაკის ბავშვები არ იყვენ ისინი ? ან იმ თვითვრინავის გამტაცებლებს განა ამერიკული და დასავლური ცხოვრების წესი არ უნდოადათ ? სადაა ეგ თაობა დღეს ? იქ სადაც სხვა თაობები, რომლებიც აქამდე ჩამოვთვალეთ.
გადავიწიოთ უფრო უკან- იუნკერები და მარო მაყაშვილი რა ასაკის იყვენ ?
განა ეგენიც generation z ასაკის ბავშვები არ ბრძანდებოდენ ? მერე დროთა განმავლობაში ბევრი წითელი ჯალათი გახდა და კარგად მოერგო საბჭოეთს.
ახლა უფრო გლობალურად გავშალოთ -ეს თემა: ნებისმიერ ქვეყნაში, რომელიც მთლად წყალწაღებული არ არის მთავრობას და დიქტატურას უპირისპირდება პირველ რიგში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები- ეგრე იყო და არის ლათინო ამერიკაში, აზიაში, მუსლიმანურ ქვეყნებშიც კი და ა.შ.
ასე რომ, generation z თაობაში მაგ მხრივ განსაკუთრებული არაფერი ხდება. და მაგათზე იმედების დამყარება, რომ ეგ ხალხი ისეთივე რუსთუმები არ გახდებიან, როგორიც ძველი თაობის ხალხია, როდესაც ასაკში შევლენ თუ მანამდე ჩვენ ვერ დავაღწიეთ თავი ამ ურჩხულს, არის მიამიტობა და არ ცოდნა სოციოლოგიის და ისტორიის.
ხო, ისე, generation z მიმართ დასავლეთში არ აქვთ კარგი დამკიდებულება ფსიქოლოგებს და მეცნიერებს და ერთ-ერთ ყველაზე გონება ჩამორჩენილ თაობათ მიიჩნევენ და საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებენ თუ როგორ დეგრადრიდება კაცობრიობა აზროვნების და გემოვნების მხრივ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბებრუხანას პოზიციდან არ ვპოსტავ და არც გაშავება მწადია generation z, უბრალოდ ასეთი ზდემტად დიდი მოლოდინები რომ აქვს ხალხს და რაღაც აბსურდულ მითებს ჰქმნიან, აი ეგ მაგიჟებს ხოლმე.
generation z ერთადერთი რაც მშურს არის ის, რომ დენი მაინც აქვთ და ჩვენსავით ლამპის შუქსზე არ უწევთ გაკვეთილების მომზადება.

ასევე დავამატებ generation z არ არის ის ხალხი, რომელთა უმრავლესობა არჩევნებზე წავა და რაციონალურ აზროვნებას გამოავლენს და შემოხაზავს ოპოზიციას. იგვე ვიყავით millennials თაობაც, რომლებსაც ქუჩაში დგომა და გატრაკება შეგვეძლო ნებისმერი მთავრობისთვის, მაგრამ პოლიტიკა გვეკიდა და არჩევნები მითუმეტეს.
ერთი გირჩმა მოახერხა ცოტა ხალხის მოგროვება მაგ ფრონტზე, მაგრამ ეგ ხალხიც ძირითადად იყო millennials და არა generation z
ასევე, generation z ვერ აფასებს მიშას, რადგან არ გამოუცდია ის რაც ჩვენ გამოვცადეთ. ქოცები კი სძულთ, მაგრამ უფრო შეძულდათ ამ კანონის შემდეგ თორემ მანამდე ზოგადად ეკიდათ. ხოლო ნაცების ზიზღზე კი არიან გაზრდილები.
ღმერთმა ქნას ვცდეობოდე, მაგრამ ტიკტ ტოკერების თაობის იმედი რომ გაქვს ადამიანს არჩევნებზე მივლენ და ქოცებს გააჯმევინებენო, რა ვიცი რა გითხრათ, როგორც დიდი ილია იტყოდა "რითი გაგახაროთ "?
ქუჩაში დგომა იცოცხლე ბატნო!
ჯერჯერობით ჰოლდენ კოფილდები არიან, მაგრამ ეგ ჰოლდენიც მაგას დარდობს მისი მეამბოხე სული რომ მალე ჩაკვდება და უფროსების ყალბ საზოგადოებაში მოუწევს შესვლა, სადაც ყველას ###ზე ჰკიდია თუ "სად მიფრინავენ იხვები, როცა ნიუ-იურკის ცენტრალური პარკის ტბა იყინება?"