პარტიაში თქვეს
ნიჰილიზმის დროაო
ნამეტარი გვეშინია
კოდექსასა, ტერასი და იქს ლეგენდასი
ამიტომაც არიქა დეგა
დოუძახეთო
დეგა თურმე დამთვრალა
და მე გამომიძახეს <3
მოკლედ, მე ჩამოვწერ ჩემ ეჭვებს, ისევ ბიძინა ხომ არ გვიგებს ხაფანგს და ვისაც სურვილი აქვს- არგუმენტებით გამიქარწლეთ ჩემი სკეპტიციზმი.
2019წელს, როდესაც გავრილოვი ჩასკუპდა იმ ავადსახსენებელ სავარძელში (სამწუხაროდ, გავრილოვზე უფრო დიდი ბოზების ტრაკი დებულა მაგ სავარძელზე) პირველად დაემუქრა რეჟიმს საფრთხე და სწორედ ე.წ "გავრილოვის ღამეს" გამოვიდა იმდენი ხალხი გასაპრიტესტებლად, რომ ბრძენმა კაცმა ლამის ჩაიჯვა.
რა გააკეთა ბიძინამ გარდა ძალადობისა მუხტი რომ დაეგდო ?
გადმოგვიგდო ბარტყები ჯერ კობახიძის სახით და შემდეგ ახალი საარჩევნო სისტემა, სადაც მაჟორიტარები არ იქნებოდენ.
რა მოხდა შემდეგ ? ოპოზიციამ მათ შორის გირჩმაც შეიქმნა ილუზია იმის, რომ ქოცებს არჩევნებზე დაამარცხებდა და დიდად არ უაქტიურია. მალე მუხტიც დავარდა და პროტესტი მინელდა, ხოლო ხალხის დასახიჩრება ქოცებს შერჩათ.
გადის დრო და ვითომ ბიძინას -ეგ მაჟორიტარები აუჯანყდენ და ისევ გადააგდო ბრძენ კაცმა ხალხი და განსაკუთრებით ოპოზიცია.
რა მოხდა შემდეგ ?
ოპოზიციამ მორთო ყვირილი, სტვენა უი-ვაი და ძახილი " არ შეგრჩებათ ქოცებო და მალე დასრულდებითო!"
რა მოხდა შემდეგ ? დაეცა მუხტი და მინელდა პროტესტი.
2020წლის არჩევნების შემდეგ კი გაყვიროდა ოპოზიცია მოვიგეთო, მაგრამ ძალიან მალე თავად მოუწია იმ პარლამენტში შეცუნცულება, რომელსაც არალეგიტიმურად სთვლიდა. შემდეგ რა ხდება ? ქოცებმა პირობა დადეს მუხტის დასაგდებად და იმ ევროპელ კაცის თავდასწრებით დაიგინეს, მეტს აღარ ვიზამთ ბიძინას საოხრეს ვფიცავართო! და გადმოაგდეს მორიგი საკენკი ადგილობრივ არჩევნებზე თუ ვერ ავიღებთ ხმების რაღაც რაოდენობას, ვადამდელს მოგართმევთო!
რა მოხდა შემდეგ ? სიტყვის გატეხვა ნაცებს შეეწერათ! ხოლო არჩევნები ჩატარდა, სადაც ილუზია, რომ შეიქმნა ვითომ მეორე ტური იყო საჭირო, ოპოზიცია ისევ გაბრიყვდა და წამოეგო, ჰოდა მთლად უსინდისოები კი არ ვართო, წალენჯიხა გადმოუგდეს ოპს.
ახლა, დღეს, ისევ ილუზია შეუქმნეს ამ ოპოზიციას და იმ ხალხს ვისაც სწადია ქოცების გაშვება, რომ აგერ არის არჩევნები და მიუხედავად იმისა, რომ დიქტატურას ვამყარებთ, მოდით და მოგვიგეთ თუ ბიჭები ხართო!
აი, ილუზია კი ასე შექმნა ბიძინამ: ძალიან კარგად იცოდა საპროტესტო გამოსვლები რომ იქნებოდა და მისი ძალაუფლება ბეწვი ხიდზე იდგა, მაგრამ წინა წელს თუ არჩევნებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი და ეს არჩევნების თემა სატყუარად არ გამოდგებოდა, ადგა და ცოტა დრო რომ არის დარჩენილი, მაშინ გადმოგვიგდო.
ისევ ილუზიის შესაქმნელად უკვე უფრო ძლიერი კარტი სჭირდებოდა და აჰა, აი ისიც ჩვენი მადამ ლობიოც აქ გამოადგა.
თავის დროზე გახსოვთ პირველად ვერც ქოცებმა მიხვდენ და ვერც არაქოცებმა რატომ შეაჩერა ბიძინამ არჩევანი მადამ ლობიოზე ? არადა, მიზეზი წინ გვედო. მადამ ლობიოს ევროპელებთან აქვს კავშირები, მას ესაუბრებიან, თან ქალია და თან საფრანგეთშია დაბადებული და აღზრდილი. სწორედ მაგიტომ აირჩია ჩვენი ქართული ენის უნაკლოდ მცოდნე მადამ ლობიო.
ახლა, საჭირო იყო მადამ ლობიოს გათეთრება და უცებ მისი კეთილ ფერიად გადაქცევა.
ამიტომ, ჯერ მცირედით გააჯიუტა ჩვენი მადამი -ანუ უცებ რომ ამბოხებულიყო, ეგება არ დაეჯრებინა ხალხს, თან თანდათან რომ აკეთილშობილებ ადამიანს უფრო ეფექტურია. შემდეგ გვარამია შეიწყალა, მაგრამ გვარა ნაცების ბაბლის გარდა ყველას ###ზე ეკიდა და უცებ ლაზარეც გაიჩითა, რომელიც იმ ჯენ-ზისი წარმომადგენელია და მაგ ახალგაზრდებს მადამს მხოლოდ ეგრე თუ გაიყვანდა. აი, მართლა, რომ აჯანყებული იყოს მადამი გიჟუას შეიწყალებდა რაღაც საქმეებზე შეუძლია მისი შეწყალება, როგორც ვიცი ან იმას მაინც იტყოდა- პოლიტპატიმარია ეგ გიჟუაო.
ხო, ახლა თქვენ თუ გგონიათ დასავლეთი არ მოტყულდებოდა მაგ ფანდზე- ძაან ცდებით, პრიველად არ ტყულდება ეგ დასავლეთი და მართლა ისეთი გენიოსები და ყოვლისმცოდნები არ არიან, როგორც ფილმებში ჩანს.
ამას დავუმატოთ ე.წ "ახალი" -ანუ მეგრელი ნიკების პარტია".
ძალიან საეჭვოდ მოქმედებს -ეგ პარტია.
ის ხალხი ვინც ნაცებს ხმებს არ აძლევდა, მაგათ მხარეს ნაკლებად გადავა, რადგან გვარამია თავის ბაბლის გარდა არ ევასება ხალხს. და არატრადიცილი ორიენტაციის მქონე პიროვნების იარლიყი აქვს და მოგვწონს თუ არა, ეგეთი ხალხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არის ჩვენ ქვეყანაში. ერთადერთი მელიას თუ მისცემს ხმას თბილისელი მეგრელების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ახალი ძირითადი ამომრჩეველი იქნება ნაცების მხარდამჭერები, რომლებიც მიშას პერსონალური ფანები არ იყვენ ან გაბრაზდენ ნაცმოძრაობაში მიმდინარე მოვლენებზე. ანუ- ხმებს ართმევენ ნაცებს, რაც საერთო ბრძოლაში რომ კარგის მომტანი არ არის, კარგად უნდა ხვდებოდეთ. ასევე საეჭვო იყო მათი ჟრიამული, როდესაც გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. ნეტა რა უხაროდათ.
ერთადერთი პარტია, რომლის მიმართ ნდობა მაქვს და დარწყმუნებული ვარ ქოცებთან არ გაერთიანდებიან, არიან ნაცები, მაგრამ ეგენი რომ მარტო ვერ იგებენ ბრძოლას, ვიცით ეგ უკვე.
ხომ დაინახეთ მიშამ ერთიანი ძალებით გავიდეთ, პირად ამბიციებზე უარს ვამბობთ და არავინ არ შეუერთდა, ნეტავ რატომ ?
ახლა საჯაროში დასაქმებულ ქოცებზე და ასევე იმ ქოცებზე, რომლებიც საქოცეთში არიან.
თუ აშკარად ჩაჯმულები იყვენ და მათ თვალებში შიშის დანახვა მარტივი იყო, თანდათანობით ფერი მოსდით, დიდი გულზე არიან უკვე და უფრო ძლიერდებიან. არადა ცოტა უნდოდათ და ბიძინას პინგვინების ამარა დატოვებდენ.
ანუ მაგ გზით ბიძინას მახინჯი სისტემის ჩამოშლის შანსი ხელიდან გავუშვით.
არჩევნებამდე უფრო გაძლიერდებიან და შემდეგ უკვე მაგათი გაქცევა გემიდან ასევე გამოირიცხება.
ასევე ისევ ქოცების მხარეს დადგება ის ხალხი, რომლებსაც ჰკიდია დასავლური ღირებულებები, უბრალოდ ევროპაში გულაობა, ქურდობა და ა.შ. ევასებათ და მაგ ტკბილი რაღაცების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ეგ ხალხი საკმაოდ დიდი მასაა და მაგათი დაკარგვა, ისევ საერთო საქმეს აზარალებს.
ქოცებს დაემატებათ ნამდვილი პრორუსები და ვითომ კონსერვატორი ქართველი ვაჟკაცები, რომლებიც არ არიან ბევრი, მაგრამ არც ცოტა ეთქმის.
ვის იმედზე რჩება ის ხალხი, რომლებსაც ქოცების გაშვება და ევროპულ საქართველშო ცხოვრება სურს.
პირველი და მთავარი დამრტყმელი ძალა ე.წ Gen Z-ისი.
მოდი ახლა აქ რა სიტუაცია გვაქვს- ეგ ხალხი არ არის პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება და ზოგადად პოლიტიკია მაგრად ჰკიდიათ და ეკიდებათ 30+ წლამდე. ქუჩაში დგომა, მამბოხე სული და ჯო ჯოს-ს ძახილი- კი ბატონო, არც ეზარებათ და ასე ვთქვათ მუღამზეც არიან, მაგრამ ეგენი, რომ არჩევნებზე წავლენ ორგანიზრებულად და ოპოზიცას შემოხაზავენ, არის გადაჭარბებული მოლოდინი.
არ წავა საკმარისი რაოდენობა არჩევნებზე, ასევე ნიჰილიზმი მაგათში ძალიან სწრაფად ისადგურებს და მერყევი ხასიათი აქვთ.
ბევრი უკვე ფიქრობს ემიგრაციაზე.
მოკლედ, მაგათ იმედზე დგომა შეიძლება მხოლოდ აქცების თემაში, სადაც ბოლომდე წამოგყვებიან და გაძლებენ, მაგრამ არა არჩევნებს, როდესაც ეხება საქმე.
სხვა ვინ გვრჩება? სხვადასხვა თაობის ხალხი, რომელთა დიდი ნაწილს არჩევნებამდე დააშინებენ, მოისყიდიან და ბევრი ემიგრაციაში წავა. ეგ ხალხი არ გვეყოფა.
შემდეგ არის ე.წ ოპოზიცია, რომელიც ისეთი დაკომპლექსებულია აქციის დროს მიკროფონთან მისვლას ვერ ბედავდენ.
ასევე ჯერაც ვერ მოვიდენ გონს და ერთმანეთში შიდა გარჩევები აქვთ.
ხო ხედავთ ტიპები დღესაც გაიძახიან "ნაცებთან არ დავდგებით ძმაოო" და ამათი იმედი გვაქვს ?
რეგიონებში ეგენი წავლიან მხოლოდ დასასვენებლად.
ვინ დაგვრჩა აბა ? დასავლეთი და მისი სანქციები ? ან აგერ იქს ლეგენდას რომ უწერია, კადრები ექნებათ ბიძიანზე და კალშაზეო, მაგის იმედად ვართ ?
ჯერჯერობით სერიოზულ სანქციებზე არაფერი ისმის და არ დაიწყოთ ახლა, დრო უნდა და ა.შ
ხო, კიდე ქოცებს აქვთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ხალხი, რომელთა რაოდენობას კიდე უფრო ზრდიან და პლუს ამას გაყალბება, რომელიც მაშტაბური არ იქნება. ამ ყველაფერს დავუმატოთ რეპრესიები და არადემოკრატიული გარემო რაც არჩევნების პერიოდში იქნება.
ღმერთმა ქნას ვცდებოდე და მართლა დავამაცხოთ ქოცები არჩევნებით, მაგრამ მე მეეჭვება და მგონია ბიძინამ მორიგი ტრიუკი ჩაგვიტარა. საჭირო იყო ფართომაშტაბიანი მშვიდობიან აქცია, რომელიც უნდა ყოფილიყო უწყვეტი და იმ დასავლეთისთვის ყვირილი, არჩევნები კი არა, ახლა მოგვეხმარეთ ქოცების დასრულებაშიო.
დასავლეთის ჭკუაზე სიარულმა რა მოუტანა უკრაინას ვნახეთ, როდესაც უაზრო კონტრშეტევა აიძულეს, თორემ ჟალუჟინი წინააღმდეგი იყო და ასევე ჩვენ, როდესაც ოპები ლამის ძალით შეყარეს პარლამენტში.